ორგანიზაციის შესახებ
ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოადგენს მწვანე პოლიტიკური მოძრაობის ნაწილს. მწვანეები, როგორც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ისე მის საზღვრებს გარეთაც, როგორც ძალა და მოძრაობა ჩამოყალიბდნენ ისეთ ტრადიციულ პოლიტიკურ მიმდინარეობებთან დისკუსიაში, როგორიცაა სოციალიზმი, ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი. ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებებია ეკოლოგია და მდგრადი განვითარება, დემოკრატია და ადამიანის უფლებები, თვითგამორკვევა და სამართლიანობა. განსაკუთრებული თემაა გენდერული დემოკრატია, რაც სოციალურ ემანსიპაციასა და ქალსა და მამაკაცს შორის თანასწორ უფლებებს გულისხმობს. ჩვენ აგრეთვე მხარს ვუჭერთ არაძალადობას და აქტიურ სამშვიდობო პოლიტიკას.
ჩვენი მიზნების მისაღწევად ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს ფასეულობებს იზიარებენ. ჩვენ პარტიულობისგან დამოუკიდებელი ორგანიზაცია ვართ და თავად განვსაზღვრავთ საკუთარ პრიორიტეტებსა და პოლიტიკას.
ჩვენი სათაო ოფისი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშია, და ამგვარად ჩვენ ვართ საერთაშორისო აქტორი როგორც იდეური, ისე პრაქტიკული მნიშვნელობით.
ჩვენი ფონდი ატარებს მწერლისა და ნობელის პრემიის ლაურეატის ჰაინრიჰ ბიოლის სახელს, ადამიანისა, რომელიც განასახიერებს ჩვენს ძირითად ფასეულობებს: თავისუფლების დაცვა, სამოქალაქო სიმამაცე, ტოლერანტობა, ღია დებატები, ხელოვნებისა და კულტურის დაფასება, როგორც აზროვნებისა და მოქმედების დამოუკიდებელი სფეროებისა.
ჩვენ ვართ მწვანე ორგანიზაცია
- ხელს ვუწყობთ დემოკრატიულ რეფორმებს და სოციალურ ინოვაციებს.
- ვმუშაობთ ეკოლოგიისა და მდგრადი განვითარების საკითხებზე გლობალურ დონეზე.
- ვთავაზობთ სივრცეს ხელოვნების და კულტურის საკითხებზე პრეზენტაციებისა და დისკუსიებისთვის.
- ვაწვდით საექსპერტო ცოდნას და უნარებს პოლიტიკურ აქტორებს.
- ვქმნით სივრცეს ღია დებატებისთვის და ხელს ვუწყობთ დიალოგს პოლიტიკას, ბიზნესს, აკადემიურ სივრცესა და საზოგადოებას შორის.
- მხარს ვუჭერთ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებში აქტიურ, ნიჭიერ მკვლევარებს გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ.
- ვაგროვებთ მასალებს მწვანე მოძრაობის ისტორიის შესახებ კვლევის წახალისებისა და პოლიტიკური შთაგონებისთვის.
ჩვენ ვართ საერთაშორისო პოლიტიკის ქსელი
- ვართ გლობალური მწვანე ქსელის ნაწილი და ხელს ვუწყობთ მწვანე პოლიტიკური მოძრაობის განვითარებას ყველა კონტინენტზე.
- განსაკუთრებით ვფოკუსირდებით ევროპული მწვანე მოძრაობის გაფართოებასა და გაღრმავებაზე.
- აქტიურად ვმუშაობთ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების განვითარებაზე.
- მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობას პოლიტიკაში და მის ჩართვას კონფერენციებსა და მოლაპარაკებებში მრავალმხრივი ორგანიზაციების ფარგლებში.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე მთელ მსოფლიოში
- ვთვლით, რომ ეკოლოგია და დემოკრატია განუყოფელია. ამიტომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ცალკეულ პირებს და პროექტებს, რომლებიც მუშაობენ ეკოლოგიის, ადამიანის უფლებების, დემკრატიისა და თვითგამორკვევის საკითხებზე.
- მხარს ვუჭერთ კანონის უზენაესობის პატივისცემას და დემოკრატიულ მონაწილეობას მთელ მსოფლიოში.
- ხელს ვუწყობთ სქესთა შორის დომინირების, დამოკიდებულების და ძალადობის პირობების გაუქმებას.
- ვთვლით, რომ ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება არის დემოკრატიული კულტურის უმთავრესი ნაწილი.
- მოვუწოდებთ სამოქალაქო და სამოქალაქო-საზოგადოებრივი აქტივიზმისკენ.
- ვუზრუნველყოფთ აქტივისტებს სათანადო ცოდნით იმისათვის, რომ მათ წარმატებულად შეძლონ დამოუკიდებლად იმოქმედონ და მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკურ პროცესებში.