ანა ლოლუა ლემან-ჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო პროგრამის მონაწილე დოქტორანტია აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის მიმართულებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გეტინგენის უნივერსიტეტში. მისი მიმდინარე კვლევა "საბჭოთა და ეროვნული საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გამოფენებში 1930-იანი წლებიდან 1980-იანი წლების ჩათვლით" გამოფენილი ნივთების მაგალითზე აკვირდება ეროვნულობაზე დისკუსიებს საბჭოთა საქართველოში. გამოფენების მომზადებაში ჩართული ისტორიული აქტორების ბიოგრაფიების ანალიზის მიღმა ის იკვლევს მუზეუმში საისტორიო ცოდნის წარმოების მატერიალურ განზომილებებს მეცნიერების ისტორიის, მუზეოლოგიისა და ეთნოგრაფიის მეთოდების გამოყენებით. ანა ლოლუამ წარჩინებით დაასრულა ნაციონალიზმის კვლევების სამაგისტრო პროგრამა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი). ის აგრეთვე ფლობს მაგისტრის ხარისხს ევროპის კოლეჯიდან (ნატოლინი) ევროპისმცოდნეობის მიმართულებით. ანა ლოლუას კვლევითი და აკადემიური ინტერესებია მატერიალური კულტურის ისტორია, გენდერი და ნაციონალიზმი, მეცნიერების ისტორია საბჭოთა კავშირში და პოსტკოლონიური მუზეუმი.
© Heinrich-Böll-Stiftung e.V.
Schumannstraße 8
10117 Berlin
T +49 (30) 285 34-0
F +49 (30) 285 34-109
www.boell.de
info@boell.de