ლინა ღვინიანიძემ მოიპობა ბაკალავრის ხარისხი სამართალში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2008); მოგვიანებით მიიღო მაგისტრის ხარისხი დემოკრატიული მმართველობისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტიდან (2011); 2019 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი განვითარებასა და ადამიანის უფლებებში სვანსის უნივერსიტეტში. ლინა იყო ბრიტანეთის მთავრობის სასტიპენდიო პროგრამის (Chevening Scholarship) სტიპენდიანტი.
ლინა არის ერთ-ერთი დამფუძნებელი ორგანიზაციისაა „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“, რომელიც მუშაობს სოციალური სამართლიანობის და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ლინა ხელმძღვანელობდა ცენტრსა და მის ერთ-ერთ პროგრამას 2013-2022 წლებში. ლინა არის არაერთი კვლევის ავტორი და ხელმძღვანელი, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა სოციალური სამართლიანობა, სოციალური უფლებები, სოციალური პოლიტიკა, შრომის პოლიტიკა, მწვანე პოლიტიკა, უსახლკარობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკა და წინააღმდეგობის მოძრაობები.
2022 წლიდან ლინა სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე. მისი სადოქტორო კვლევა მიემართება განვითარების პროექტებს ზემო სვანეთის რეგიონში და მიზნად ისახავს შეისწავლოს დიდი ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურული პროექტების ზეგავლენა სახელმწიფოზე, მის სუვერენულობასა და ადგილობრივ პრაქტიკებზე ზემო სვანეთში.