რიჩარდ გირაგოსიანი

რიჩარდ გირაგოსიანი საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტია, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და პოლიტიკის აქტუალურ პრობლემებს სწავლობს. ამჟამად, როგორც სომხეთში მოქმედი რეგიონული კვლევების ცენტრის დირექტორს, რეგულარულად შეაქვს წვლილი რადიო თავისუფლების, გლობალური უსაფრთხოების ინსტიტუტის და საერთაშორისო უსაფრთხოების ქსელის ექსპერტიზის გაფართოებაში.
რიჩარდ გირაგოსიანის კონსულტაციით ასევე სარგებლობდნენ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო), ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტები, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, მსოფლიო ბანკი, კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფი და ევროპული სტაბილურობის ინიციატივა.