სერგეი რუმიანცევი, სოციოლოგი (დოქტორი), დაიბადა ბაქოში (აზერბაიჯანი) 1973 წელს. 2004 წლიდან იგი აქტიურად იყო ჩართული აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და სამართლის ინსტიტუტის კვლევებში.
სერგეიმ 2004 წელს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიური რეგიონალური ბიუროს სტიპენდია მოიპოვა და 2005 წელს ფონდის სხვა აზერბაიჯანელ სტიპენდიატებთან ერთად ბაქოში (აზერბაიჯანი) სოციალური კვლევების დამოუკიდებელი ქსელი „ნოვატორი“ შექმნა.
2010-2012 წლებში იგი აქტიურად ჩაერთო ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ევროპული ეთნოლოგიის ინსტიტუტის (ბერლინი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) კვლევებში. სერგეი 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. მისი კვლევითი ინტერესის სფეროებია: მიგრაცია და დიასპორები; ნაციონალიზმი და კონფლიქტები; მეხსიერების პოლიტიკა/კომემორაცია; საბჭოთა ნაციონალური და კულტურული პოლიტიკა; ქალაქის სოციოლოგია და ანთროპოლოგია.