თამთა თათარაშვილი ფლობს მაგისტრის ხარისხს გენდერის კვლევებში. 2009-2014 მუშაობდა ქალთა ფონდში „ტასო“ სოფლად მცხოვრებ ქალთა გაძლიერებისკენ მიმართულ სხვადასხვა პროექტებზე. 2010 წელს თამთა იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სტიპენდიანტი. თამთას კვლევითი ინტერესებია: ტელევიზიასა და კინოში ქალთა რეპრეზენტაციის საკითხები , ზეპირი ისტორიის მეთოდი სოციალურ კვლევებში, დედობის კვლევები. არის „ფემინისტი დედის დღიურების“ ავტორი.
2021 წლიდან თამთა სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე, რომლის ფარგლებში ის იკვლევს ოჯახში ზრუნვის, შინშრომის და გენდერული ძალაუფლების გადანაწილების კულტურულ სტრატეგიებს სომხეთის მაგალითზე. კვლევა მიზნად ისახავს დააკვირდეს კაცების სეზონური მიგრაციის პირობებში სახლში დარჩენილი ქალების ყოველდღიურობას, ქმრების არყოფნისას პირად თუ სოციალურ სიძნელეებთან გამკლავების სტრატეგიებსა და ქალების ურთიერთდახმარებისა თუ ურთიერთკონტროლის ქსელების არსებობასა და მის როლს ამ ყოველდღიურობაში.