თათა ბურდული

თათა ბურდული ფემინისტი სოციალური მკვლევარია. თათა 2010 წლიდან იკვლევს სხვადასხვა გენდერულ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს და მათ თანაკვეთას საქართველოში. ინტერდისციპლინური კვლევის გარდა, თათასთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გამომცემლობით და რედაქტორულ საქმიანობას და ფემინისტ ავტორებთან და მთარგმნელებთან თანამშრომლობას. თათა ფლობს მაგისტრის ხარისხს ევროპულ ინტერდისციპლინურ კვლევებში (ევროპის კოლეჯი) და სოციალური ფსიქოლოგის მაგისტრის ხარისხს (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი).