თომას დე ვაალი კარნეგი ევროპის წამყვანი მკვლევარია და აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიის რეგიონს შეისწავლის.
იგი რეგიონის შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორია. მისი ბოლო წიგნია "დიდი კატასტროფა: სომხები და თურქები გენოციდის ჩრდილში" (Oxford University Press, 2015). ტომ დე ვაალი ასევე ავტორია მთიანი ყარაბაღის შესახებ აღიარებული წიგნისა "შავი ბაღი: სომხეთი და აზერბაიჯანი მშვიდობისა და ომის დროს" (NYU Press, second edition 2013), რომელიც სომხურ, აზერბაიჯანულ, რუსულ, და თურქულ ენებზეა ნათარგმნი. მას ასევე ეკუთვნის ნაშრომი "კავკასია: შესავალი" (Oxford University Press, 2010).
თომას დე ვაალს კავკასიასთან, შავი ზღვის რეგიონსა და რუსეთთან ხანგრძლივი ჟურნალისტური და სამწერლო საქმიანობა აკავშირებს. 1993-1997 წლებში იგი რუსული პოლიტიკის და ჩეჩნეთის ომის საკითხებზე მუშაობდა მოსქოუ თაიმსისთვის, თაიმზ ოფ ლონდონისთვის, და ეკონომისტისთვის. კალოტა გალთან თანაავტორობით გამოიცა მისი წიგნი "ჩეჩნეთი: უბედურება კავკასიაში" (NYU Press, 1997), რისთვისაც ავტორებმა გამორჩეული რეპორტიორული საქმიანობისთვის ჯეიმს ქემერონის პრიზი მიიღეს.
თომას დე ვაალი ასევე მუშაობდა ბიბისისთვის და ლონდონში მოქმედი ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტისთვის.