პატრიოტული საზოგადოება უკვე თითქმის თვეა, სამხრეთ ოსეთში ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება ცოტა ხნის წინ ჰოლანდიაში გამართული ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი და მასზე მიღებული მიმართვა ჟენევის დისკუსიების მონაწილეებისადმი. 2008 წლის ომის შემდეგ ჟენევის დისკუსიები მოლაპარაკებათა ერთადერთ სივრცეს წარმოადგენს, სადაც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს, სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებისა და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ავტორი ვარვარა პახომენკო
სჭირდება თუ არა აფხაზეთს საკუთარი ვალუტა? რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ ქვეყნის დღის წესრიგში მთელი რიგი საკითხები დადგა, რომლებიც ქვეყანამ ეტაპობრივად უნდა გადაწყვიტოს. ავტორი სვეტლანა ავიძბა
სამხრეთ ოსეთის ახალი ერა ივლისის დასაწყისში სამხრეთ ოსეთის მმართველი პარტიის “ედინსტვოს” მეშვიდე ყრილობა ჩატარდა. სახელისუფლო პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, ყრილობა ისტორიული იყო, რადგან დაიწყო სამხრეთი ოსეთის უახლესი ისტორიის მეორე ეტაპი. “რუსეთის ფედერაციის მიერ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებით დაიწყო - მშვიდობიანი, აღმშენებლობისა და შრომის ეტაპი ჭეშმარიტად დემოკრატიული ქვეყნის ასაშენებლად”, - ითქვა ყრილობაზე. ავტორი მურატ გუკემუხოვი
ნებისა და ლოგიკის უქონლობა ქართველი რეჟისორის მამუკა ყუფარაძის ფილმი “ნების უქონლობა” მთავარ თემად იქცა აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამ ფილმის განხილვა იმ დარბაზის ფარგლებსაც გაცდა, სადაც მისი ჩვენება შედგა, და იმ არხსაც, რომელზეც მისი ტრანსლირება მოხდა. წელიწადზე მეტი ხნის წინათ საქართველოში გადაღებული ეს ფილმი დღეს აფხაზეთში მასობრივი პოლიტიკური ისტერიის საბაბი გახდა. ავტორი ახრა სმირი
აფხაზები რუსულ ფულს არ თმობენ აფხაზეთის პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსახლეობას სენსაციურ დაპირებას აძლევს. მისი თქმით, ძალიან მალე იგი რესპუბლიკაში კორუფციას დაამარცხებს. ავტორი ინალ ხაშიგი
ახალი კურორტი აფხაზეთში ტურისტების ნაკადი, რომელსაც ასე ელოდნენ, აფხაზეთში ჯერ არ ჩანს. ტურიზმის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ხალხს უბრალოდ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სახლში ყურება ურჩევნია და როგორც კი მუნდიალი დასრულდება, აფხაზეთის სანაპიროებს ათასობით ადამიანი მოაშურებს. აქ ძალიან უნდათ, რომ 2007 წლის რეკორდი განმეორდეს, როცა აფხაზეთში თითქმის მილიონმა ადამიანმა დაისვენა. ავტორი ანაიდ გოგორიანი
რა ხდება გალში? "გალის რაიონი აფხაზეთის ტერიტორიაა, იქ ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და ვალდებულნი ვართ, მათ ცხოვრების ნორმალური პირობები შევუქმნათ და მათი უსაფრთხოება დავიცვათ", - განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა საგანგებოდ მოწვეულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ავტორი გერონტი ყალიჩავა
აღიარების პროცესი ჩიხშია სოხუმის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში აფხაზეთის აღიარების მომხრე ქვეყნების რიცხვს ბოლივია და ეკვადორი შეემატოს. ავტორი სვეტლანა ავიძბა
შამბას ლიბერალიზმი პრემიერ-მინისტრმა შამბამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე დადებული პირობა შეასრულა. ამიერიდან დამოუკიდებელი საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს ნებას დართავენ, მთავრობის სხდომებს დაესწრონ. ავტორი ინალ ხაშიგი
კოკოითის ოპოზიციის რუბიკონი რუსული ოპოზიციის მიერ გამოცხადებული “რისხვის დღე”, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გამოსვლები იგეგმებოდა, კოკოითის ოპოზიციისთვისაც ერთგვარ რუბიკონად უნდა ქცეულიყო. ოპოზიცია ცხინვალში ფართომასშტაბიანი მიტინგის გამართვას გეგმავდა და ამბობდა, რომ ეს დღე კოკოითის დასასრულის დასაწყისი უნდა გამხდარიყო. მანამდე ოპოზიცია მხოლოდ მოსკოვსა და ვლადიკავკაზში ახერხებდა მიტინგების გამართვას. თუმცა, როგორც იტყვიან, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს. ავტორი ზალინა სიუკაევა