ტრანსპორტის პოლიტიკა თბილისში - დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები გამოქვეყნებული: 12 დეკემბერი 2019 მდგრადი ტრანსპორტის და მობილობის პოლიტიკის შემუშავება თანამედროვე ქალაქების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თბილისში დიდი ხანია მწვავედ დგას სუსტად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ქალაქი მთლიანად ავტომობილებზეა მორგებული, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, იქნება ეს ძირითადი ქუჩების მუდმივი გადატვირთულობა, ჰაერის დაბინძურება თუ ქვეითთა უფლებების დაკნინება.
ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში გამოქვეყნებული: 3 ნოემბერი 2016 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურომ, გოეთეს ინსტიტუტთან და DVV International-თან თანამშრომლობით, 2016 წლის 27-29 ოქტომბერს ქალაქის მწვანე ფორუმის ფარგლებში გამართულ მორიგ ღონისძიებას ქალაქი და მოქალაქეები ურბანული პოლიტიკის ლაბირინთებში უმასპინძლა.
13 ივნისის გაკვეთილები გამოქვეყნებული: 16 ივნისი 2016 13 ივნისის ტრაგედიამ ნათელი გახადა ის შეცდომები და ნაკლოვანებები, რაც კრიზისების მართვის, გარემოს დაცვის, ურბანული დაგეგმარების, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის და განხორციელების პოლიტიკას უკავშირდება. სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის უცნობია, მოხდა თუ არა გადაწყვეტილების მიმღებების მიერ ამ რეკომენდაციების სრულად ან ნაწილობრივ გათვალისწინება და რა რეალური ნაბიჯები იდგმევა სისტემური ხასიათის ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
ქალაქი ნავთობის შემდეგ: ქალაქის მომავლის ისტორია გამოქვეყნებული: 1 აპრილი 2015 როგორ შეიცვლება ქალაქები, როდესაც წიაღისეულ (ტრადიციულ) ენერგიებს სრულად ჩაანაცვლებს განახლებადი ენერგიის წყაროები? რა გავლენას მოახდენს ენერგიის ალტერნატიული წყაროები საქალაქო სატრანსპორტო სისტემაზე, მდგარადობისა და მობილურობის პოლიტიკაზე? როგორ შეიცვლება ქალაქის იერსახე გლობალიზაციის ფონზე?
ვის ეკუთვნის ქალაქი: თვითმმართველობა და ურბანული პოლიტიკა გამოქვეყნებული: 23 ოქტომბერი 2014 როგორ წარმოუდგენია ხალხის მიერ არჩეულ ქალაქის ხელისუფლებას საზოგადოებასთან ურთიერთობა და ქალაქის წინაშე არსებული პრობლემების მასთან ერთად გადაწყვეტა? როგორ ხედავს თბილისის და მისი მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზებს ერთი მხრივ, ქალაქის ხელისუფლება და მეორე მხრივ, სამოქალაქო საზოგადოება?
ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება გამოქვეყნებული: 23 აპრილი 2014 თემა, რომელსაც ბიოლის ფონდში დისკუსია მიეძღვნა, თბილისისთვის განსაკუთრებით აქტუალურია. ურბანული განვითარების მწვანე მიდგომა მდგრადი განვითარების იმგვარ ხედვას ეფუძნება, რომლის თანახმად დაცული უნდა იყოს ბალანსი ეკონომიკურ წინსვლასა და სოციალურ და გარემოსდაცვით პოლიტიკას შორის.
ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება - დებატები ბათუმში გამოქვეყნებული: 19 აპრილი 2014 2014 წლის 17 აპრილს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ქ. ბათუმში ორგანიზებული დისკუსიის მონაწილეებმა რეკრეაციული ზონების გეგმაზომიერ განაშენიანებასა და გამწვანების პოლიტიკის გადახედვაზე ისაუბრეს.
ქალაქგანვითარების მწვანე განზომილება - დებატები ქუთაისში გამოქვეყნებული: 14 აპრილი 2014 რა სჭირდება ქალაქს განვითარებისთვის და მწვანე ფილტვების შესანარჩუნებლად? როგორი უნდა იყოს ურბანული თუ ეკონომიკური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად განვითერებას მწვანე განზომილების გასაუმჯობესებლად?
ქალაქი და მოქალაქეები - ქალაქგანვითერების სოციალური და პოლიტიკური ასპექტები გამოქვეყნებული: 15 თებერვალი 2013 ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის 2013 წლის პირველი დებატი ქუთაისში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ფონზე წარიმართა. შეხვედრის მთავარი ლეიტმოტივი ორ პუნქტად დაიყო: ქალაქგანვითარება ურბანისტიკის მიმართულებით და ქალაქგანვითარება ტურისტულ-ეკონომიკური მიმართულებით.
რატომ შენდება ლაზიკა? გამოქვეყნებული: 20 აპრილი 2012 20 აპრილს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ინიციატივით ფოთში გამართული მორიგი საჯარო დისკუსიის თემა იყო "რატომ შენდება ლაზიკა?!"