მდგრადი ტრანსპორტის და მობილობის პოლიტიკის შემუშავება თანამედროვე ქალაქების უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. თბილისში დიდი ხანია მწვავედ დგას სუსტად განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემა. ქალაქი მთლიანად ავტომობილებზეა მორგებული, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან გამოწვევებს ქმნის, იქნება ეს ძირითადი ქუჩების მუდმივი გადატვირთულობა, ჰაერის დაბინძურება თუ ქვეითთა უფლებების დაკნინება.