მწვანე ქსელი

მწვანე ქსელი

Creator: Sara Björk. CC-BY-NC-ND 2.0

მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნა მნიშვნელოვანი სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამხრეთ კავკასიაში.

აქ შემოგთავაზებთ ინფორმაციას აკადემიის მონაწილეების თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების შესახებ.

სიახლეები

კონკურსი მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის

მწვანე აკადემია სრულფასოვანი კვლევების განხორციელების საშუალებას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.

შთაბეჭდილებები მწვანეების საერთაშორისო კონგრესიდან

2017 წლის 30 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქ. ლივერპულში გლობალური მასშტაბის კონფერენციაზე შეკრებილ მწვანე პოლიტიკური ღირებულებების ქვეშ გაერთიანებულ 2000-მდე დელეგატს და 103 პარტიას საშუალება მიეცათ დისკუსიები გაეშალათ ისეთი საკითხების გარშემო, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, დემოკრატია, თავისუფლება და სამართლიანობა ჩვენს საზოგადოებაში.

აკადემიის შესახებ

2015 წელს ჰაინრიჰ  ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ დაიწყო ახალი პორექტი - მწვანე აკადემია, რომლის მიზანია, შექმნას ახალგაზრდა აქტივისტების, ჟურნალისტების, მეცნიერების და პოლიტიკოსების რეგიონული პლატფორმა მდგრადი განვითარების პოლიტიკის საკითხებზე  თანამშრომლობისათვის,  სამხრეთ კავკასიის საზოგადოებების ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარების საკითხებში მდგრადი და მწვანე პოლიტიკის პრინციპებისა და  ფასეულობების ხელის შეწყობა და საჯარო დისკუსიის სტიმულირება.

მწვანე აკადემია 2017 - ბრძოლების გადაკვეთა

Subscribe to RSSSubscribe to RSS