კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები

2013 წლის ივლის-დეკემბერში განხორციელებული პროექტის მიზანი ადრეული მეოცე საუკუნის ფემინისტი აქტივისტის კატო მიქელაძის თაობაზე ფართო საზოგადოებრიობისთვის გაცნობა იყო. მიზნის მისაღწევად განხორციელდა კვლევა და წარმოჩინდა ის ღვაწლი, რაც კატო მიქელაძემ საქართველოში ფემინისტური აზრის გასავითრებლად გასწია.

კვლევის საფუძველზე გამოცემულმა წიგნმა "კატო მიქელაძე - ქართული ფემინიზმის უცნობი ისტორიები" გაზარდა ინტერესი კატო მიქელაძის, მისი ფემინისტური საქმიანობის და ზოგადად საქართველოში ფემინიზმის ისტორიის მიმართ. მან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესი მიიზიდა - სტუდენტები, მკვლევარები, ფემინისტები, მწერლები, ლიტერატურის კრიტიკოსები. წიგნის პოპულარიზაციას ხელი შეუწყო სოციალურმა და ტრადიციულმა მედიამ. პუბლიკაციამ განავრცო ცოდნა და ინფორმაცია გაავრცელა ფემინიზმის ქართული ტრადიციის შესახებ და შეავსო ის სიცარიელე, რომელიც გლობალური ფემინისტური აზრის და აქტივიზმის ადგილობრივ წვლილზე კვლევით საზოგადოებაში არსებობდა.

პროექტი ინიცირებული და განხორციელებული იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს სასტიპენდიო პროგრამის ყოფილი სტიპენდიატის და ცნობილი ქართველი ფემინისტი მწერლის თამთა მელაშვილის მიერ.