სახიფათო კავშირები: რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

რუსეთს აქვს თავისი სტრატეგიული ინტერესები სამხრეთ კავკასიაში და ცდილობს დომინანტური პოზიციის დამკვიდრებას რეგიონში. მისი სამეზობლო პოლიტიკა მოიცავს როგორც ძლიერი, ასევე რბილი ძალის ინსტრუმენტებს, რომელთა მიზანია რუსეთის გავლენის გაფართოება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებზე. ამ მიმართულებით, რუსეთმა მიაღწია განსხვავებულ შედეგებს და შეეჯახა მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს სამეზობლო პოლიტიკის გატარებისას სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო მხარს უჭერს  საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების კუთხით მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ დისკუსიას რეგიონში. სწორედ ამიტომ, ფონდის ოფისმა  აღიარებულ ექსპერტებს, რიჩარდ გირაგოსიანს, ზაურ შირიევს და გიორგი კანაშვილს სთხოვა, შეეფასებინათ რუსეთის რბილი ძალა სომხური, აზერბაიჯანული და ქართული პერსპექტივით და ასევე, რეგიონის დინამიკის გათვალისწინებით.