საქართველოში ეკოლოგიის პრობლემებზე მომუშავე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენს ქვეყანაში ეკოლოგიის საკითხებს ერთ ერთ ყველაზე უყურადღებოდ მიტოვებულად მიიჩნევევენ.
მათი აზრით, დღეისათვის ჩვენს ქვეყანაში გარემოს დაცვა პრიორიტეტულ სფეროდ არ ითვლება. უფრო მეტიც ეკოლოგიურ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების აზრით, ზემოთ აღნიშნული ნეგატიური ტენდენციის ფონზე, ასევე ნელ ნელა ეცლება ფუნქციები გარემოს დაცვის სამინისტროსაც. რისი შედეგადაც ის საგრძნობლად სუსტდება როგორც სახელმწიფო სტრუქტურა.
ამავდროულად, როგორც სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ბუნებრივი რესურსები, ლანდშაფტური თუ ბიო მრავალფეროვნება ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რესურს წარმოადგენს.
ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით ორგანიზაბული 4 ნოემბრის ბათუმის საჯარო დისკუსია შეეცადა გაერკვია თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ აჭარის რეგიონში, კერძოდ ქალაქ ბათუმში, ქალაქში სადაც ტურიზმის განვითრების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული თუ მიმდინარე სამშენებლო პროექტების შედეგად გატავირთული ზღვის სანაპირო ზოლი თუ შავი ზღვის წყლის სისუფთავე წარმოადგენენ ექსპერტების აზრით ეკოლოგიური პრობლემების იმ მცირე ჩამონათვალს, რომლის დაძლევაც ჩვენ ახლო მომამვალში აუცილებლად მოუწევს.
გარემოს დაცვით თემატიკასთან დაკავშირებულ საჯარო დისკუსიაზე ძირითად მომხსენებლებლად მოწვეულნი იყვნენ ბატონები საშა ხორავა (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი), ნუგზარ ღომიძე (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სრული პროფესორი), აჩიკო გუჩმანიძე (ასოციაცია ,,ფლორა და ფაუნა“-ს თავმჯდომარე) და კახა ბახტაძე (კავკასიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პორგარმების მენეჯერი).
საჯარო დისკუსიას ასავე ესწრებოდნენ აჭარის გარემოს დაცვის დეპარტამენტის, რეგიონში ეკოლოგიურ და გარემოს დაცვით საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორები და სტუდენტები.
საჯარო დისკუსიის ერთ ერთ მთავარ თემას ქალაქის დღევანდელი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ბათუმის ზღვისპირა ზოლის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა წარმოადგენდა. ბუნებრივია, ბათუმის ზღვის სანაპირო - საპორტო აკვატორიით, ძველი და ახალი ბულვარით - დატვირთული სასტუმროებით და პარკებით, წარმოადგენს ქალაქის ერთ-ერთ განსაკუთრებულ და უმნიშვნელოვანეს ნაწილს. დღეისათვის, სახელმწიფოსა თუ სხვადასხვა კერძო ინვესტორების მხრიდან ტურიზმის განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნით ერთის მხრივ ხელი ეწყობა ბათუმში ტურისტების ნაკადის ზრდას, თუმცა მეორეს მხრივ ბათუმის ზღვის სანაპირო ზონის მიმდებარე ტერიტორიების მაქსიმალურად ათვისება (სასტუმროები და სხვადასხვა სახის გასართობი პარკები) საგრძნობლად ამძიმებს ბათუმის ზღვისპირა ზოლის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
სწორედ სანაპიორ ზოლის მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა საშა ხორავამ. თავის მოხსენებაში მან ხაზი გაუსვა ზღვის სანაპირო ზონაში კაპიტალური ნაგებობების მაისური მშენებლობების დაუშვებლობას და ყურადღება გაამახვილა ბათუმის ზღვისპირა სანაპირო ზოლის მდგრადობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელობაზე. მისი აზრით: ,,...სხვადასხვა სახის გასართობი და სავაჭრო ობიექტები უნდა მდებარეობდნენ ზღვის სანაპირო ზონის მიღმა, პლაჟზე შეიძლება მხოლოდ სეზონური ასაწყობ – დასაშლელი მსუბუქი კონსტრუქციის ნაგებობების შექმნა. დღეს არამარტო ბათუმის ბულვარის გასწვრივ, არამედ სარფიდან ანაკლიამდე, ზღვის სანაპირო ზონაში, პლაჟზე გაჩნდა კაპიტალური ნაგებობები, რაც ყოვლად დაუშვებელია. ძლიერი ღელვისას მსგავსი ნაგებობები ინგრევა და იქმნება ეკოლოგიურად დაბინძურებული პლაჟი“.
ბათუმის შავი ზღვის წყლიანი გარემოს ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით გაჭუჭყინების შემაშფოთებელ რეალობაზე გაამახვილა ყურადღება თავის გამოსვლაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სრულმა პროფესორმა, ფზიკის დეპარტამენტის ხლემძღვანელმა ნუგზარ ღომიძემ. Mმისი აზრით შავი ზღვის წყლის დაბინძურებამ უკვე კატასტროფული მასშტაბები მიიღო. რაც ახლო მომავალში ეკოლოგიუირ წონასწორობის დარღვევას გამოიწვევს და რაც შემაშფოთებელია ბათუმის შავი ზღვის ბიოსფეროს მომავლისათვის - გამოსავალი ახალი ტექნოლოგიების შემუშავება და დანერგვა არის, რაც მიმართული იქნება შავი ზღვის დაბინძურების შემცირებისაკენ. პროფესორ ღომიძის აზრით, ამ მხრივ სწორედ სახელმწიფოს აქტივობაა მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ სახელმწიფო უნდა იყოს პირველ რიგში დაინტერესებული ახალი ტექნოლოგიების შემუშავებითა და დანერგვით რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობის გაუმჯობესებას.
გონიოსა დ კვარიათის ზღვისპირა ზოლის კატასროფული ეკოლოგიურ მდგომარეობა და იქ მინდინარე მასიური მშენებლობის დაუშვებლობა წარმოადგენდნენ გარემოს დაცვის პრობლემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმოადგენლების კახა ბახტაძესა და აჩიკო გუჩმანიძის მოხსენებების ერთ ერთ მთავარ საკითხებს. მათი აზრით მიმდინარე მშენებლობები არა მარტო ხელს უშლის რეგიონის მდგრად ეკოლოგიურ განვითრებას არამედ ეს ასევე ანადგურებს რეგიონის ლანდშაფთურ მიმზიველობას – რის შედეგიც სავსებით შესაძლებელია იყოს ტურისტების ნაკადის კლება. მით უფრო, რომ ამის გამოცდილება არსებობს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითიდან.
მათ გამოსვლებში ასევე ხაზი გაესვა ბათუმის ადმინისტრაციული საზვრების გაფართოების გეგმების შემუშავებისას რეგიონის ეკოლოგიური ლანდშაფთის მაქსიმალური დაცვის აუცილებლობას. აქ უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ზღვისპირა სანაპირო ზოლის ტერიტორიაზე მშენებლობების დაგეგმისას ეკოლოგიური საკითხების მაქსიმალურ გათვალისწინებაზე.
გამომსვლელებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს საზოგადოების მცირე დაინტერესებაზე ეკოლოგიური საკითხებით, რაც საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ მხრივ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელების აზრით მნიშვნელოვანია რეგიონის ახალგაზრდებში ეკოლოგიური თვითშეგნების ამაღლება, რაც უპირობოდ გამოიწვევს საზოგადოების გააქტიურებას და რაც ახლო მომავალში აიძულებს სახელმწიფოს გაითვალისწინოს რეგიონის წინაშე მდგარი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების აუცილებლობა.
მათი აზრით, ჰაინრიჰ ბიოლის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროს მიერ ბათუმის საჯარო დისკუსიის ფორმატში ორგანიზებული ეს შეხვედრა სწორედ რომ ახალგაზრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენების ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლებისაკენ გადაგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.