2014 წელს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ (SovLab) ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი მეოცე საუკუნის საქართველო ოც კადრში განახორციელა.
პროექტი მიზნად ისახავს მეოცე საუკუნის საზოგადოებრივი დამოკიდებულებებისა და თანამედროვე ისტორიის მიმართ ამჟამინდელი აღქმის გააზრებას საქართველოში. შესაბამისად, გათვალისწინებულია საქმიანობების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობენ იმ ისტორიული მოვლენების მნიშვნელობაზე მსჯელობას, რომელთაც პოზიტიურად ან ნეგატიურად განსაზღვრეს თანამედროვე საზოგადოებრივი განვითარება და რომლებიც თითქმის დავიწყებული არიან. პროექტი მიზნად ისახავს ერთმანეთს დაუკავშიროს თბილისის კონკრეტული ურბანული სივრცეები იმ მოვლენებს, რომლებიც ამ სივრცეებში წარსულში მოხდა (მეოცე საუკუნეში). ეს ქალაქის თანამედროვე მცხოვრებლებისთვის წარსულისა და აწმყოს კავშირის სიმბოლურ-ემოციური კავშირის ჩვენების საშუალებას მოგვცემს. ამგვარად, პროექტი ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის თანამედროვეობაზე გავლენის გააზრებას შეუწყობს ხელს და ყურადღებას გაამახვილებს მეოცე საუკუნის ისტორიის არამატერიალური კვალის მემორიალიზაციის აუცილებლობაზე ქალაქის საჯარო სივრცეებში, რომლებიც დროის სულისკვეთების მიხედვით მრავალგვარი სიმბოლურ-ემოციური შინაარსებით არიან დატვირთულნი (მაგ. ერევანსკის - თავისუფლების - ზაკფედერაციის - ბერიას - ლენინის და ამჟამად ისევ თავისუფლების მოედანი; გოლოვინის - ამჟამად რუსთაველის გამზირი; ალექსანდრე ნეველის ტაძარი - უზენაესი საბჭო - საქართველოს პარლამენტი; და სხვები).
ამ ამოცანების მიღწევა გათვალისწინებულია კვლევის და ორი დროითი შრის მომცველი 20 ფოტოს დამზადების საშუალებით, რომლებიც ერთის მხრივ ასახავენ მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიის მოვლენებს და მეორეს მხრივ, აჩვენებენ იმ ამჟამინდელ სივრცეს, რომელშიც ეს მოვლენები გათამაშდნენ. ამგვარად, ეს ფოტოები უჩვენებენ ადგილის სიმბოლურ-ემოციური შინაარსის ცვლილებას, ან პირიქით, მის მდგრადობას წარსულიდან თანამედროვეობაში და კავშირს კონკრეტულ ისტორიულ მოვლენასთან. ყოველ ფოტოს თან დაერთვება შესაბამისი განმარტება (ინფორმაცია და ანალიზი). კვლევის დასრულების შედეგი იქნება ფოტოგამოფენა და დისკუსია.