კინოექსპრესი: სომხეთი-საქართველო (2014)

კინოექსპრესი: სომხეთი-საქართველო (2014)

(დასრულებული პროექტი) პროექტი, რომელიც 2014 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით განხორციელდება, მიზნად ისახავს კულტურის (კონკრეტულად კი კინოს) გამოყენებას ინტერკულტურული დიალოგის წარმართვისთვის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის, შერიგებისა და სოციალური სამართლიანობის და სოციალურ-კულტურული მონაწილეობის მხარდაჭერისთვის სომხეთსა და საქართველოში. მისი ამოცანაა, სოციალური პოზიციების, კუთვნილებების და სხვა ფაქტორების გადალახვის საშუალებით კულტურის პროდუქტზე ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით გააფართოვოს სოციალური სამართლიანობის გაგება. პროექტი გამიზნულია რეგიონში სიღარიბის კულტურული გამოვლინების და სოციალურ-კულტურული უმწეობის შემცირებაზე.

პროექტის უპირატესი მიზნები ასევე შემდეგის მიღწევას გულისხმობს:

  • სოციალურ-კულტურული გაცვლის არხების, როგორც სოციალური სამართლიანობის და მონაწილეობით სათემო კულტურის ინსტრუმენტის დამკვიდრება;
  • სოციალურ-კულტურულ და პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობის პლატფორმის დამკვიდრება დემოკრატიული ღირებულებების, კონფლიქტის გადაჭრისა და ინტეგრაციის მხარდასაჭერად;
  • რეგიონის აუდიო-ვიზუალური და კულტურული პროდუქციის გავრცელების ალტერნატიული არხების დაფუძნება.

„კინოექსპრესი: სომხეთი-საქართველო“ განხორციელდება სოციალურ-კულტურული გაცვლის იმ არხების საშუალებით, რომლებშიც ჩართული არიან სომხეთისა და საქართველოს კინოსა და თეატრის მოღვაწეები და გეოგრაფიულად ამ ქვეყნების პერიფერიულ რეგიონებს მოიცავენ. პროექტის ფილმების გაცვლის პროგრამა უნიკალური ღონისძიებაა, რომელიც სომხეთისა და საქართველოს ხალხს საერთო კულტურულ პროცესში აერთიანებს. „კინოექსპრესის“ ფილმების ჩვენებებსა და დისკუსიებზე დასწრება უფასო და ღია იქნება დაინტერესებული საზოგადოებისთვის. პროექტი წაახალისებს ლტოლვილებისა და სოციალურად დაუცველი ადამიანების აქტიურობას და მონაწილეობას თავის ღონისძიებებში. ამგვარად, „კინოექსპრესის“ სოციალური სამართლიანობის კონცეფცია მწვანე პოლიტიკური პლატფორმის პრინციპებსაა ნაზიარები.

პროექტი ინიცირებულია და ხორციელდება კინოფესტივალის "ოქროს გარგარი" მიერ.

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება