გორის ლექციები: “უცნობი” საბჭოთა წარსული (2015)

Კითხვის დრო: 2 წუთი

არასამთავრობო ორგანიზაციამ თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი "გორის ლექციები: "უცნობი" საბჭოთა წარსული". პროექტის ძირითად მიზნებს წარმოადგენდა: საბჭოთა წარსულის შესახებ ინფორმაციული დონის ამაღლება; საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსიისთვის საჭირო პლატფორმის შექმნა; ახალგაზრდებში ტოტალიტარული იდეებისა და სიმბოლოებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

პროექტის მონაწილე ახალგაზრდებმა ლექცია-სემინარის ფარგლებში საბჭოთა კავშირის შესახებ შვიდ ძირითად თემაზე იმუშავეს. კერძოდ:

  1. ტოტალიტარიზმის არსი და საბჭოთა ტოტალიტარიზმი. ლექტორი - ისტორიკოსი ლევან გიგინეიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  2. საბჭოთა კავშირის ფილოსოფიური და იდეოლოგიური საფუძვლები. ლექტორი - ფილოლოგი გიორგი მაისურაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 
  3. საბჭოთა ტერორი. ლექტორი - ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის (SOVLAB) დირექტორი;
  4. სტალინის კულტი. ლექტორი - ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი;
  5. პრივილეგირებული ინტელიგენცია: "პრივილიგენცია". ლექტორი - ისტორიკოსი ნინო ჩიქოვანი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  6. საბჭოთა ქალი. ლექტორი - ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
  7. ყოველდღიურობა საბჭოთა ქალაქში. ლექტორი - არქიტექტორ-ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

ლექცია-სემინარები გაიმართა ქ. გორში, კვირაში ერთხელ.

პროექტში მონაწილეობა 30-მდე ახალგაზრდამ მიიღო. მათ მოისმენეს ლექციები და მონაწილეობა მიიღებეს სამუშაო სემინარის ფარგლებში ორგანიზებულ დისკუსიებში, სიმულაციურ თამაშებსა და დებატებში. დასკვნით ეტაპზე პროექტი ითვალისწინებდა, რომ თითოეული მონაწილე თავად გახდებოდა მომხსენებელი და შერჩეულ თემაზე პრეზენტაციას გააკეთებდა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში.