არასამთავრობო ორგანიზაცია თანამშრომლობა მშვიდობისა და პროგრესისათვის ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ ბიუროსთან თანამშრომლობით 2015 წლიდან ახორციელებს პროექტს ლექციები გორში: "უცნობი" საბჭოთა წარსული. ამ პროექტის უმთავრესი ამოცანებია: ახალგაზრდებს შორის საბჭოთა წარსულის შესახებ ცნობიერება აამაღლოს; შექმნას სადისკუსიო სივრცე საბჭოთა კავშირთან დაკავშირებულ საკითხებზე; ხელი შეუწყოს ტოტალიტარული იდეებისა და სიმბოლოების კრიტიკულ გააზრებას.
პროექტი 2 ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავდა ლექცია-სემინარებს, ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს, SOVLAB-ის წითელი ტერორის ტურს თბილისში და ოკუპაციის მუზეუმში ვიზიტს. პროექტის 2 კვირა მიეძღვნება ქალების საკითხებს - განიხილა ქალების როლი და ქალების მიმართ დამოკიდებულება საბჭოთა კავშირში.
ლექცია-სემინარების ციკლის ფარგლებში შემდეგი სალექციო თემები იქნება შეთავაზებული:
- სემინარი 1.1 - საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია
- ლექცია 1.2 - საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია /ლაშა ბაქრაძე/
- ლექცია 2 - საბჭოთა ტერორი საქართველოში /დავით ჯიშკარიანი/
- სემინარი 3.1 - ნაციონალიზმის თეორია და საბჭოთა ნაციონალისტური პოლიტიკა საქართველოში
- ლექცია 3.2 - ნაციონალიზმის თეორია და საბჭოთა ნაციონალისტური პოლიტიკა საქართველოში /გიორგი მაისურაძე/
- ლექცია 4 - მეორე მსოფლიო ომი და საქართველო /მალხაზ სალდაძე/
- ლექცია 5 - გენდერი და შრომა საბჭოთა კავშირში /სალომე ცოფურაშვილი/
- სემინარი 6.1- საბჭოთა ეკონომიკური პოლიტიკა
- ლექცია 6.2 - საბჭოთა ეკონომიკური პოლიტიკა /მალხაზ სალდაძე/
- ლექცია 7 - იუმორი საბჭოთა კავშირში /გიორგი ჯანელიძე/
- სემინარი 8.1 - მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა საქართველოში
- ლექცია 8.2 - მეხსიერების პოლიტიკა საბჭოთა საქართველოში /ნინო ჩიქოვანი/
- ლექცია 9 - ჭორი როგორც საბჭოთა მემკვიდრეობა /ნინო ჩიქოვანი/
- ლექცია 10 - ფეხბურთი და საბჭოთა საქართველო /დათო ტურაშვილი/
- ლექცია 11 - პოსტსაბჭოთა საზოგადოება /ემზარ ჯგერენაია/
- ფილმის ჩვენება
- შემაჯამებელი სემინარი
პროექტის მე-2 ფაზაში, მონაწილეებმა მომზადეს და ჩაატარეს პრეზენტაციები გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მონაწილეობით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივესიტეტში და არასამთავრობო ორგანიზაციებში.