პროექტის მიზანი, რომელსაც საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) ახორციელებს, სოვლაბის ინტიტუციური გაძლიერება (საპილოტე პროექტი) და ორგანიზაციაში არსებული რესურსების მობილიზებისა და ამოქმედების გზით საქართველოში საბჭოთა წარსულის კვლევის თემის პოპულარიზაციაა.
2010 წელს დაფუძნებული სოვლაბი დღეს ინსტიტუციური განვითარების აუცილებლობის წინაშე დგას. აქამდე ორგანიზაცია მხოლოდ პროექტულად მუშაობდა, მის საქმიანობაში სულ რამდენიმე ადამიანი იყო ჩართული. რამდენადაც სოვლაბის სამუშაო სფეროები საკმაოდ განვითარდა და გაფართოვდა საჭიროა ორგანიზაცია გადავიდეს პროგრამულ მუშაობაზე და პირველ რიგში იზრუნოს რესურსების განახლება-განვითარებაზე. შესაბამისად წარმოდგენილი პროექტი ორიენტირებულია ორგანიზაციის გრძელვადიან განვითარებაზე, როგორც შინაარსობრივად, ისე ინსტიტუციურად, რაც პირველ რიგში ახალი კადრების მოზიდვას გულისხმობს. შესაბამისად, პროექტის ამოცანები ეხმიანება ამ საერთო მიზანს და ღონისძიებებიც მიზნიდან გამომდინარე არის დაგეგმილი.
მოცემული პროექტის ფარგლებში შემდეგი ამოცანებია დასახული:
- ორგანიზაციის სტრატეგიული განვითარების მიმართულება;
- ორგანიზაციის ხილვადობის გაზრდა არსებული პლატფორმების განვითარების გზით;
- ორგანიზაციის პარტნიორთა ქსელის განვითარება თემატური მრგვალი მაგიდების და დისკუსიების მეშვეობით.
პროექტის განხორციელების პერიოდი 2017 წლის თებერვალი-დეკემბერია.