პროექტი, რომელსაც საქართველოს არქიტექტორთა ინსტიტუტი ახორციელებდა, შემდეგ მიზნებს ისახავდა:
- ქალაქდაგეგმარებით და აღდგენის საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საჯარო მონაწილეობის გაზრდა;
- მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა თბილისის ისტორიული ნაწილის შერჩეულ ზონაში არსებული სათემო/სამეზობლო სტრუქტურების შენარჩუნების გზით;
- ქალაქის მდგრადი რეაბილიტაციის მოდელის და წინადადების შემუშავება.
ამ მიზნების ფარგლებში შემდეგი სახის საქმიანობა განხორციელდა:
- წინასწარი შეხვედრა/დიალოგი სამეზობლოს წარმომადგენლებსა და სამიზნე ჯგუფების/დაინტერესებული მხარეების (მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და სოციალურად აქტიური ჯგუფები) წარმომადგენლებთან;
- არსებული ტექნიკური მონაცემების (საკადასტრო, სამოქალაქო საინჟინრო და სხვა) მოკრებვა;
- სამეზობლოს ჰუმანიტარული და სოციალური საჭიროებების, უბნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ასპექტების შესახებ მოკრებილი ინფორმაციის ანალიზი;
- მუდმივი დიალოგის კოორდინირება მომიჯნავე/ინტერდისციპლინური სპეციალისტების (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტურის ისტორიკოსები, სამოქალაქო ინჟინრები, სოციოლოგები) დროული და თანმიმდევრული პროექტში ჩართულობისთვის;
- სამეზობლოს მდგრადი განვითარების კონცეფციის შემუშავება;
- პროექტის პრეზენტაცია და განხილვა სამეზობლოს წევრებთან, მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამასთან მნიშვნელოვანი იქნება კონცეფციის გამოყენების ლობირება მუნიციპალიტეტთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან;
- პოტენციურად ახალი საბინაო ამხანაგობების მონიშვნა და მათ შექმნაში დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
- სავარაუდო სამშენებლო ხარჯების ანალიზი და გათვლა;
- ადგილობრივ რეგულაციებთან და განვითარების გეგმასთან ჰარმონიზებული საპროექტო კონცეფციის მომზადება;
- თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტური სამსახურისთვის კონცეფციის მიწოდება;
- ზეპირი ისტორიების ჩაწერა და მოგვიანებით სოციალური მედიის საშუალებით გავრცელება;
- სოციალურ მედიაში ბლოგის წამოწყება და მისი პერიოდული განახლება. ბლოგი წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაში და პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე პროფესიული დისკუსიის წარმართვაში.
პროექტის განხორციელების პერიოდი 2017 წლის იანვარი-ივლისი.