2017 წლის 12-16 ივლისს რებეკა ჰარმსი, ევროპარლამენტის წევრი, მწვანეთა პარტია/ევროპული თავისუფალი ალიანსიდან და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ოფიციალური ვიზიტით ეწვია საქართველოს. ქალბატონმა ჰარმსმა მონაწილეობა მიიღო 13-14 ივლისს ბათუმში გამართულ კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ და ჩაერთო ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე გამართულ სადისკუსიო პანელში. კონფერენციის მიმდინარეობისას, რებეკა ჰარმსი შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს, მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებს. ასევე გაიმართა შეხვედრა წამყვან არასამთავრობო ორგანიზაციებთან რომელიც შეეხებოდა ადამიანის უფლებების საკითხებს (განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუსტაფა ემრე ჩაბუქის და აფგან მუხთარლის საქმეებზე), დემოკრატიულ პოლიტიკასა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე.
15 ივლისს ქალბატონმა ჰარმსმა განაგრძო ოფიციალური ვიზიტი თბილისში და შეხვდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს დირექტორს და სხვა პარტნიორებს რომლებიც მუშაობენ ლგბტქი პირთა უფლებებსა და დემოკრატიულ პროცესებზე. მოგვიანებით ჩატარდა მრგვალი მაგიდის დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საქართველოში, ასევე ენერგეტიკის უსაფრთხოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე. მრგვალი მაგიდის დისკუსიის შემდეგ, ქალბატონ ჰარმსს ჰქონდა არაფორმალური შეხვედრა წამყვან გაზეთებსა და ონლაინ მედიაში მომუშავე ჟურნალისტებთან და მედიის სფეროს სპეციალისტებთან მედია გარემოს და მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეების შესახებ.
16 ივლისს, ქალბატონი ჰარმსი შეხვდა აფგან მუხთარლის ადვოკატსა და მის მეუღლეს. აფგან მუხთარლი არის აზერბაიჯანელი ჟურნალისტი რომელიც იძულებით წაიყვანეს საქართველოდან და გადაიყვანეს აზერბაიჯანის ციხეში. რებეკა ჰარმსი ასევე შეხვდა მუსტაფა ემრე ჩაბუქს, თურქეთის მოქალაქესა და დემირელის კერძო კოლეჯის ხელმძღვანელს, ციხეში. მან გააკეთა კომენტარი ჟურნალისტებთან მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე და განაცხადა რომ, საქართველოს მთავრობამ არ უნდა განახორციელოს მუსტაფა ემრე ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში რადგან არსებობს საფრთხე რომ ის დაექვემდებარება წამებას და ვერ ისარგებლებს სამართლიანი სასამართლოს უფლებით. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩაბუქმა და მისი ოჯახის წევრებმა აუცილებლად უნდა მიიღონ პოლიტიკური თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში ან საქართველოში.
რებეკა ჰარმსის ვიზიტი საქართველოში გააშუქეს მედიის სხვადასხვა წარმომადგენლებმა. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და აფგან მუხთარლისა და ემრე ჩაბუქის ოჯახის წევრებმა აღნიშნეს მისი ვიზიტის მნიშვნელობა და მიიღეს ის როგორც ევროკავშირის მხარდაჭერა.რუსთავი2
16.07.17: დემირელის კოლეჯის ხელმძღვანელს მისი მეუღლე 26 ივლისს გლდანის ციხეში მოინახულებს
16.07.17: მუხთარლისა და ჩაბუქის საქმეები არის ტვირთი ქვეყნის იმიჯისთვის - ევროპარლამენტარი, რებეკა ჰარმსი
იმედი
16.07.17: ევროპარლამენტარი მუსტაფა ემრე ჩაბუქის თემაზე პრესკონფერენციას გამართავს
16.07.17: რებეკა ჰარმსი: მუხტარლის საქმეზე საქართველოს დამოუკიდებელი გამოძიება სჭირდება
ნეტგაზეთი
16.07.17: მუხთარლის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს – ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი
16.07.17: რებეკა ჰარმსი: საქართველომ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს ჩაბუქის თურქეთში ექტრადირებაზე
Inter Press Newss (IPN)
16.07.17: რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქმა პოლიტიკური თავშესაფარი უნდა მიიღოს
ლიბერალი
16.07.17: რებეკა ჰარმსი: საქართველოს მთავრობამ სასტიკი უარი უნდა განაცხადოს ჩაბუქის ექსტრადირებაზე
კავკასია
16.07.17: რებეკა ჰარმსი: ჩაბუქის თურქეთში ექსტრადირება არ უნდა მოხდეს
საზოგადოებრივი მაუწყებელი
16.07.17: რებეკა ჰარმსი - მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოს მთავრობამ თურქეთში არ უნდა დააბრუნოს
metronome.ge
16.07.17: ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს
პირველი რადიო
16.07.17: საქართველოში არსებობს პლურალიზმის პრობლემა - რებეკა ჰარმსი
ტაბულა
16.07.17: რებეკა ჰარმსი: მედიას არ უნდა აკონტროლებდეს მთავრობა, თანადგომას ვუცხადებ რ2-ს
ON.GE
16.07.17: ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი: მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველომ თურქეთს არ უნდა გადასცეს
FRONTNEWS
NEWS.GE
16.07.17: ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი: საქართველოს მთავრობამ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში არ უნდა დააბრუნოს
NEWPOSTS
16.07.17: ევროკავშირს დაუყოვნებლივ სჭირდება ერთიანი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში - რებეკა ჰარმსი
epn.ge
16.07.17: რებეკა ჰარმსი: საქართველოს მთავრობამ ჩაბუქი თურქეთს არ უნდა გადასცეს
guardian.ge
worldnews.ge
17.07.17: ევროპაში შეწუხებული არიან გაყინული კონფლიქტების გაზრდით - რებეკა ჰარმსი
არილი TV
info9. 16.07.17: რებეკა ჰარმსი: საქართველოს სჭირდება დამოუკიდებელი გამოძიება ამ გაქრობის თუ გატაცების შესახებ
[gallery]