"გამარჯობა, მე ვარ ნუკრი და მე ლტოლვილი ვარ"

"გამარჯობა, მე ნუკრი ვარ და მე ლტოლვილი ვარ",- ასე იწყებს ფემინისტი ნუკრი ტაბიძე დიალოგს სტუდენტებთან და კითხულობს
დღიურებს, რომელიც არასოდეს წაუკითხავს საჯაროდ.

ნუკრი ტაბიძის პორტრეტი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე ახორციელებს სალექციო კურსს "ომი და მშვიდობა", რომლის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები კითხულობენ მოხსენებებს სამშვიდობო პოლიტიკის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის, ომისა და მშვიდობის გაშუქებისა და დოკუმენტაციის, გენდერისა და კონფლიქტის ურთიერთიმიმართების შესახებ. სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 ლექცია. ამ ლექციებიდან 3 ლექცია იქნება საჯარო, რომლებსაც წაიკითხავენ ფლორიან მიულფრედი, თომას დე ვაალი და ანდრეას უმლანდი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თავის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს მომხსენებლების აკადემიურ სტატიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.

სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში შემოვიდა 41 განაცხადი. სამოტივაციო წერილის, CV-ის და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 27 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ასევე სამართლის მიმართულებით.

"გამარჯობა, მე ნუკრი ვარ და მე ლტოლვილი ვარ",- ასე იწყებს ფემინისტი ნუკრი ტაბიძე დიალოგს სტუდენტებთან და კითხულობს
დღიურებს, რომელიც არასოდეს წაუკითხავს საჯაროდ. ვიდეო ნახეთ მოცემულ ბმულზე: