გენდერი, ომი და მეხსიერება

მოისმინეთ ნარგიზა არჯევანიძის ლექცია ომის გენდერულ შინაარსზე.

Კითხვის დრო: 1 წუთი
ნარგიზა არჯევანიძის პორტრეტი

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიურო 2018 წლის 1 ნოემბრიდან 2019 წლის იანვრამდე ახორციელებს სალექციო კურსს "ომი და მშვიდობა", რომლის ფარგლებში ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები კითხულობენ მოხსენებებს სამშვიდობო პოლიტიკის, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ისტორიის, ომისა და მშვიდობის გაშუქებისა და დოკუმენტაციის, გენდერისა და კონფლიქტის ურთიერთიმიმართების შესახებ. სალექციო კურსის ფარგლებში ჩატარდება 12 ლექცია. ამ ლექციებიდან 3 ლექცია იქნება საჯარო, რომლებსაც წაიკითხავენ ფლორიან მიულფრედი, თომას დე ვაალი და ანდრეას უმლანდი. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი თავის ვებ-გვერდსა და სოციალურ ქსელებში დაინტერესებულ პირებს გაუზიარებს მომხსენებლების აკადემიურ სტატიებს ინგლისურ და ქართულ ენებზე.

სალექციო კურსში მონაწილეობის მისაღებად წინასწარ გამოცხადდა კონკურსი, რომლის ფარგლებში შემოვიდა 41 განაცხადი. სამოტივაციო წერილის, CV-ის და გასაუბრებების საფუძველზე შეირჩა 27 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ სოციალურ-პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, ასევე სამართლის მიმართულებით.

"მილიტარიზმის და ომის გენდერულ ნარატივს, ხშირად ხვდებიან ბრაზით და წინააღმდეგობით",- გვიყვება ნარგიზა არჯევანიძე, გენდერის მკვლევარი.

ერთი შეხედვით, გენდერი, ომი და მეხსიერება შესაძლებელია ერთმანეთისგან დისტანცირებულ სფეროებად მოგეჩვენოთ, თუმცა ფემინისტი მკვლევარებისთვის მეხსიერების, მილიტარიზმისა და გენდერს შორის კავშირების დანახვა მნიშვნელოვანია. 

მოისმინეთ ნარგიზა არჯევანიძის ლექცია ომის გენდერულ შინაარსზე - "მილიტარიზმის და ომის გენდერულ ნარატივს, ხშირად ხვდებიან ბრაზით და წინააღმდეგობით",- გვიყვება ნარგიზა არჯევანიძე, გენდერის მკვლევარი.

მოისმინეთ ნარგიზა არჯევანიძის ლექცია ომის გენდერულ შინაარსზე: