ნაწყვეტი თომას დე ვაალის პუბლიკაციიდან, რომელიც პირველად გამოქვეყნდა კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ევროპის ოფისის ვებგვერდზე.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.
ჩვენ ვცხოვრობთ სახელმწიფოთა სამყაროში, მაგრამ ზოგიერთი ტერიტორია და მასზე მცხოვრები ხალხები გამონაკლისს წარმოადგენენ. პალესტინით დაწყებული და სომალილენდით თუ ტაივანით დამთავრებული, არსებობს კონფლიქტით წარმოშობილი სადავო ტერიტორიები, რომლებიც არსებულ გლობალურ წესრიგში არ ჯდებიან. მილიონობით ადამიანი ცხოვრობს ისეთ ადგილას, რომელიც საერთაშორისო სისტემაში აღიარებული არ არის.
ყოფილ საბჭოთა კავშირში ასეთი პატარა ქვეყნების, რომლებიც აფილირებულები არიან ან წარმოიქმნენ უფრო დიდი ქვეყნების დაშლის შედეგად (statelets), განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელია. ისინი საბჭოთა კავშირის განმავლობაში და 1991 წელს ხმაურიანი დაშლის შემდეგ გაჩნდნენ. თურქეთის მიერ მართული ჩრდილოეთ კვიპროსი, სადაც კონფლიქტი ნახევარი საუკუნის წინ გაღვივდა, ამის კიდევ უფრო ძველი მაგალითია.
ამ ანგარიშის მთავარი თემაა მსგავს დე ფაქტო ქვეყნებში, კერძოდ კი, აფხაზეთში, დნესტრისპერთსა და ჩრდილოეთ კვიპროსში საერთაშორისო ჩართულობის წინაშე არსებული გამოწვევები. ასევე, საინტერესოა, რამდენად შეუძლია საერთაშორისო ჩართულობას ამ კონფლიქტების გადაჭრაში წვლილის შეტანა. ამ სამ დე-ფაქტო ქვეყანაში საერთაშორისო ჩართულობის სხვადასხვა მიდგომის და გამოცდილების გათვალისწინება შესაძლოა მედიატორებს გამოადგეთ აღმოსავლეთ უკრაინის ჯერ კიდევ მიმდინარე კონფლიქტის გადაჭრაში, რომელსაც მოგვიანებით აქაც შევეხებით. მოცემული კვლევა 2016 წლიდან 2018 წლამდე ოთხივე კონფლიქტურ რეგიონში ჩატარებულ საველე სამუშაოებსა და ინტერვიუებს ეყრდნობა. თუ სხვა წყარო არაა მითითებული, აქ მოყვანილი ციტატები ამ მოგზაურობებიდან მიღებული ინფორმაციაა.[1]
„შედეგიანი ჩართულობა,” ამ შემთხვევაში, იმათთან ინტერაქციასაც გულისხმობს, ვინც ამ არააღიარებულ ტერიტორიებს მართავს ან ამ ტერიტორიებზე ცხოვრობს. აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში, ეს ინტერაქცია მოითხოვს მოძველებული პარადიგმის თავიდან მოშორებას: მოლოდინს, რომ ისინი მალე შეწყვეტენ არსებობას. მიუხედავად ისტორიასა და გეოგრაფიაში დიდი განსხვავებისა, ეს პატარა ქვეყნები, რომლებიც აფილირებულები არიან ან წარმოიქმნენ უფრო დიდი ქვეყნების დაშლის შედეგად (statelets), საკუთარი მმართველობიანად, საუკუნის მეთხედზე მეტი ხანია არსებობენ და დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალშიც გააგრძელებენ არსებობას. ძალიან ცოტა ნიშანია იმისა, რომ ისინი თავიანთ “მშობელ ქვეყნებთან,” ამ შემთხვევაში, საქართველოსთან, მოლდოვისა და კვიპროსის რესპუბლიკასთან დაბრუნებას აპირებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სამყარო დე იურე სწორედ ამ ქვეყნების ნაწილებად მიიჩნევს მათ. (ამის საპირისპიროდ, რუსეთისგან მხარდაჭერილ აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებს მსგავსი გამძლეობა ჯერ არ უჩვენებიათ და შესაძლოა, ისინი კვლავ უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდნენ.)
ეს პატარა ქვეყნები, რომლებიც აფილირებულები არიან ან წარმოიქმნენ უფრო დიდი ქვეყნების დაშლის შედეგად (statelets) და მათთან დაკავშირებული კონფლიქტები საერთაშორისო დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის აღარ გვხვდება. თუკი ჯერ კიდევ რაიმე სახის საერთაშორისო ინტერესი არსეობს, როგორც წესი, ის არ სცდება მათდამი ცნობისმოყვარეობას, როგორც რაღაც უცნაური „ადგილები, რომლებიც არ არსებობს”.[2] ყველა მათგანმა დიდი ძალისხმევა გასწია და სიმბოლურად „აღიჭურვა” ქვეყნის მახასიათებლებით, რაც არაღიარების ჰიპერ-კომპენსაციის აშკარა მცდელობებია. ეს ქვეყნები ამაყად ფენენ თავიანთ დროშებს, გერბებს, მარკებსა და ეროვნულ ჰიმნებს. მაგ., დნესტრისპირეთს თავისი რუბლი აქვს და სხვადასხვა ფორმის პლასტმასის მონეტებს უშვებს, რომელიც უსინათლო ადამიანებისთვის ადვილი გასარჩევია. დედაქალაქ ტირასპოლში ტურისტების გაოცებას იწვევს ვლადიმერ ლენინის ძეგლები და სხვა საბჭოთა სიმბოლოები.
თუმცა, შესაძლოა, უფრო ბანალურ პროცესთან გვაქვს საქმე. ეს ადგილები მნახველებს თავისი ნორმალურობით აკვირვებს. მართალია, მეზობელი ქვეყნებივით დახვეწილები არ არიან, მაგრამ თითოეული პატარა ქვეყანა, რომელიც აფილირებულია ან წარმოიქმნა უფრო დიდი ქვეყნების დაშლის შედეგად (statelets), საჯარო მომსახურებას აწვდის მოქალაქეებს და გარკვეული ადგილობრივი ლეგიტიმურობაც აქვს. თითოეულ მათგანს ჰყავს მთავრობა და პოლიცია, აქვს განათლებისა და ჯანდაცვის სისტემები. სოხუმში, ტირასპოლსა და ჩრდილო ნიქოზიაში ბავშვები სკოლაში დადიან და ბიზნესმენები გადასახადებს იხდიან. თუ მძღოლები ქუჩაში წითელ შუქზე არ გააჩერებენ მანქანას, პოლიცია აჯარიმებთ. შიდა მმართველობის თვალსაზრისით, ეს ადგილები აღიარებულ ქვეყნებს ძალიან ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ქმედებები მოქალაქეებთან მიმართებაში ძალიან პრობლემურია.
ის, რაც ამ დე ფაქტო ქვეყნებს აკლიათ უცხო ქვეყნებთან ურთიერთობა და საერთაშორისო სტატუსია. რაც მთავარია, მფარველი ქვეყნები მათთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფინანსურ და სამხედრო მხარდაჭერას უზრუნველყოფენ: რუსეთი აფხაზეთისა და დნესტრისპირეთისთვის, თურქეთი კი ჩრდილოეთ კვიპროსისთვის. მათ განვითარებას თავისი ფასი აქვს - მფარველი ქვეყანა მათ შიდა ურთიერთობაში აქტიურად ერევა[3].
ქართველების, მოლდოველების და კვიპროსელი ბერძნებისთვის მთავარი ფაქტორი სწორედ მათი ქვეყნების ტერიტორიაზე ამ მფარველი ქვეყნების და მათი სამხედრო ძალების არსებობაა. ეჭვგარეშეა, რომ ცენტრალური გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების საკითხების გადაჭრის გარეშე, ეს კონფლიქტები არ გადაიჭრება. ეს აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი პირობაა. თუ რუსეთი და თურქეთი თავიანთ დახმარებას უცებ შეწყვეტენ, დიდი ალბათობით, ეს ტერიტორიები საქართველოს, მოლდოვის და კვიპროსის რესპუბლიკის მოთხოვნებს ადვილად არ დანებდნებიან. ადგილობრივი მიზეზები და მნიშვნელოვანი იდეები, რომლებიც ამ კონფლიქტს უდევს საფუძვლად, არსად გამქრალა. ეს პატარა ქვეყნები, რომლებიც აფილირებულები არიან ან წარმოიქმნენ უფრო დიდი ქვეყნების დაშლისას (statelets), კონფლიქტის შედეგად წარმოიშვნენ და სწამთ უსამართლობის ნარატივის და იმის, რომ სახელმწიფოებრიობა ძნელბედობის ჟამს მოიპოვეს. თავიანთ მშობელ ქვეყნებს აგრესორებად, ხოლო მფარველ ქვეყნებს, დიდწილად, დამცველად აღიქვამენ.
კონფლიქტის მეორე მხარის ეროვნული იდეაც ხელს უწყობს ამ ტერიტორიების არსებობის შენარჩუნებას. სამი აღიარებული ქვეყანა ერ-სახელმწიფოებად წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, და საზოგადოების დიდი ნაწილი ნელთბილად არის განწყობილი ჩამოშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები უმცირესობების რეინტეგრაციის მიმართ. კვიპროსსა და მოლდოვაში გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, რომ საზოგადოება გადაუჭრელ კონფლიქტებს ისეთ დიდ პრობლემად არ თვლის, როგორც დაუსაქმებლობას ან დაბალ შემოსავალს[4]. გამოკითხვების მიხედვით, საქართველოში, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თვლის, რომ ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვანი საკითხია, განახევრდა და 30% გახდა[5]. ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას ტერიტორიების გამოყოფა უნდა. პირიქით, ეს იდეა დიდწილად არაპოპულარულია. თუმცა, ეს აჩვენებს, რომ ორივე მხარე ჩიხშია შესული.
დე ფაქტო ქვეყნებში გასაგები იმედგაცრუება არსებობს იმის გამო, რომ ასი ათასობით ადამიანი ევროპაში, მრავალი გაგებით, მეორეხარისხოვან მოქალაქედაა ქცეული. ბევრი რამისთვის, რაც სხვა აღიარებული ქვეყნების მოქალაქეებისთვის მარტივი საქმეა, მათ ბრძოლა უწევთ, მაგ., საბანკო ტრანზაქციის განხორციელება, საზღვარგარეთ აღიარებული საერთაშორისო პასპორტით მოგზაურობა და უცხო უნივერსიტეტში სწავლა. ახალი რეგულაციებისა და სტანდარტების შემოღებასთან ერთად, არაღიარებული ქვეყნების მოქალაქეების ჩართვა ძნელი ხდება ბევრ ისეთ საკითხში, როგორიცაა ვაჭრობა, საბანკო რეგულაციები, ბიომეტრული პასპორტები, ერასმუსის სქემა და უმაღლესი განათლება. დე ფაქტო ქვეყანაში ცხოვრების სირთულე კარგად ჩანს, როდესაც ინტერნეტ აპლიკაციების შევსებისას ადამიანებს სთხოვენ საცხოვრებელი ქვეყნის დასახელებას. თუ ჩამონათვალში აფხაზეთი ან დნესტრისპირეთი არაა, ადამიანს მაშინვე პრობლემა ექმნება. მსოფლიოს სულ უფრო მეტად ურთიერთშეკავშირებისა და ევროპის საზღვრების გახსნის ფონზე, ეს სიტუაცია კიდევ უფრო ანომალიური ჩანს.
თუმცა, ჩამოთვლილი პრობლემები, როგორც ამას არაღიარებული ტერიტორიები ამტკიცებენ, აუცილებლად „ადამიანის უფლებების” საკითხი სულაც არაა. არც გარე სამყაროა ყოველთვის პრობლემა. დე ფაქტო ქვეყნებმა ამ პრობლემის გადასაჭრელად სტატუს-ნეიტრალური ზომები უნდა გამოძებნონ. ახლახან, აფხაზეთმა კოოპერაციის მცდელობები შეაფერხა, რაც ბევრის აზრით, „თვითიზოლაციაა,” ვინაიდან საერთაშორისო ჩართულობას აფერხებს[6]. თუმცა, ძნელია უარვყოთ, რომ ცუდი ჯანდაცვისა და განათლების სისტემა, ან მოგზაურობის მწირი შესაძლებლობები, არაჯანსაღი საზოგადოების საფუძველია. ეს ნაკლოვანებები აზიანებს, როგორც არაღიარებული ქვეყნების მოსახლეობას, ისე მათ მეზობლებთან ურთიერთობებში ჩართულობის შესაძლებლობებს.
სიჯიუტე და სტატიკურობა უმოქმედობის გასამართლებელი მიზეზი ვერ იქნება. მაშინ, როცა კონფლიქტებით გამოწვეული სტატუსის პრობლემები გადაუჭრელი რჩება, დროებითი პოლიტიკის თვალსაზრისით, ორივეს - მშობელ ქვეყანას და საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, უფრო თამამი და ჭკვიანური ნაბიჯები გადადგას. ეს გაზრდილი ჩართულობა უფრო ნათელი უნდა იყოს და აკმაყოფილებდეს სამ კრიტერიუმს: მან უნდა გააუმჯობესოს ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრება დე ფაქტო ქვეყნებში; მან არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა კონფლიქტის მეორე მხარეს მაცხოვრებლებს არაღიარებულ ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებთან შედარებით; და მან წინასწარ არ უნდა მიიღოს სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება.
მდინარე ენგური, აფხაზეთსა და საქართველოს რეგიონ სამეგრელოს შორის. აფხაზი და რუსი მესაზღვრეების მიერ გამაგრებული სასაზღვრო პუნქტი ხიდზე ერთადერთი გადაკვეთის წერტილია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელად.
(ავტორის ფოტო)
ძირითადი წესები
განუსაზღვრელი ტერიტორიების შესახებ კვლევას მკაფიო ძირითადი წესები და ტერმინოლოგია სჭირდება. ამ საკითხებზე წერა კონცეპტუალურად და ლინგვისტურად დანაღმული ტერიტორიაა. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივი სიტყვები, როგორიცაა „საზღვარი” და „მთავრობა”, ამ შემთხვევაში წინააღმდეგობრივი ხდება. გამოყოფილი ტერიტორიები და მათი მოკავშირეები ისეთ ტერმინოლოგიას იყენებენ, რომელიც მათი სტატუსის ნორმალიზებას იწვევს, მოიხსენიებენ რა ამ ტერიტორიებს, როგორც პრეზიდენტის, მინისტრებისა და საელჩოების მქონე ქვეყნებს. საერთაშორისო ორგანიზაციებით ზურგგამაგრებული ქვეყნები, რომლებიც მათ სტატუსს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ამ ტერიტორიებს განსაზღვრავენ როგორც „ეგრეთ წოდებულს”, „კვაზი” ქვეყნებს ან უბრალოდ, მათ დასახელებებს ბრჭყალებს ამატებენ. კვიპროსელი მკვლევრების რებეკა ბრიანის და მეტ ჰატაის დაკვირვებით, არაღიარებულ ქვეყანაში ცხოვრება „ბრჭყალებში ცხოვრებაა”. ამ ანგარიშში სიტყვა „დე ფაქტო” ამ ორ პრობლემას აერთიანებს[7].
დე ფაქტო ქვეყნებთან დაკავშირებით მდიდარი აკადემიური მასალა არსებობს. ეიკი ბერგმა, ლორენს ბროერმა, რებეკა ბრაიანმა, ნინა კასპერსენმა, ჯორჯიო კომაიმ, ბრუნო კოპიტერსმა, კეიმს კერ-ლინდსმა და დონაჩა ო’ ბოჩენმა ამ საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. პოლიტიკის პრაქტიკოსების მხრიდან ამ თემაზე ბევრად ნაკლები დაწერილა. შესაბამისად, ეს ანგარიში ამ დანაკლისის შევსებას ისახავს მიზნად. ყველაზე დიდი კვლევა პოლიტიკის რეკომენდაციებით, ალბათ, 2004 წელს დაწერილი დოვ ლინჩის "ევრაზიის სეპარატისტი ქვეყნებია”[8]. 2018 წელს, საერთაშორისო პრაქტიკოსებისთვის ეს სფერო „არასტუმართმოყვარედ” მიიჩნევა. თუნდაც ამ ადგილებში შეღწევის სირთულის გამო. მაგალითად, აფხაზეთში, ევროპის და ა.შ.შ.-ის წარმომადგენელთა უმრავლესობა, კონფლიქტის ორივე მხარეს არსებული შეზღუდვების გამო, ფიზიკურად ფეხსაც ვერ ადგამს.
ამ ანგარიშში აკადემიური ლიტერატურიდან სამ ცნებას ვისესხებ: დე ფაქტო ქვეყანა, მშობელი ქვეყანა და მფარველი ქვეყანა. აფხაზეთი, დნესტრისპირეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი დე ფაქტო ქვეყნებია. ეს ცნება გულისხმობს, რომ ადგილი შიდა სუვერენულობას ავრცელებს თავის მოქალაქეებზე, მაგრამ მსოფლიოს უდიდესი ნაწილი მათ დე იურე ავტორიტეტს არ აღიარებს. თითოეულ შემთხვევაში, დე ფაქტო ქვეყანა გამოეყო მშობელ ქვეყანას, რომელიც, თავის მხრივ, აღიარებულია საერთაშორისო დონეზე და მასზე სუვერენიტეტს აცხადებს. ამ შემთხვევაში: აფხაზეთი გამოეყო საქართველოს, დნესტრისპირეთი - მოლდოვას და ჩრდილოეთ კვიპროსი - კვიპროსის რესპუბლიკას[9]. მფარველი ქვეყანა დე ფაქტო ქვეყნის ძლიერი სამხედრო დამცველია, რომელიც მხარს უჭერს და აფინანსებს ამ უკანასკნელს. რუსეთი აფხაზეთსა და დნესტრისპირეთს მფარველობს, ხოლო თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის პროტექტორია.
თვითმმართველობის უნარის და გამძლეობის გათვალისწინებით, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი და ჩრდილოეთ კვიპროსი ამ ანგარიშში დე-ფაქტო ქვეყნებად კვალიფიცირდებიან. ეს მახასიათებელი მათ იმ დანარჩენი ტერიტორიული ერთეულებისგან განასხვავებს, რომლებიც ასევე არ არიან აღიარებულები და საერთაშორისო სისტემის მიღმა მრავალი ფორმით არსებობენ. ზოგადად რომ ვთქვათ, სხვა ორი კატეგორია არსებობს, რომელსაც აქ არ შევეხებით. ერთი ჯგუფი ე.წ. „ეფემერული ქვეყნებისგან შედგება”, რომლებიც ძლივს ფუნქციონირებენ და რომლებსაც შეიარაღებული ჯგუფები აკონტროლებენ. ამის მაგალითია დღეს ლიბია და სირია. ისინი კვაზი-ქვეყნებს უფრო გვანან, როგორიც იყო ყუბანის სახალხო რესპუბლიკა ან გილანის საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც გლობალური კრიზისის დროს ცოტა ხნით გაჩნდა და მალევე გაუჩინარდა.
ამ კატეგორიას მიეკუთვნებიან დონეცკის სახალხო რესპუბლიკა (დსრ) და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაც (ლსრ), რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე 2014 წლიდან არსებობენ. ეს ორი ტერიტორია გარკვეულ პირობებში შესაძლოა ერთ დე ფაქტო ქვეყნის მსგავს ტერიტორიად იქცეს, თუმცა, დღეს, ისინი აფხაზეთის, დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან.
პოსტ-საბჭოთა არაღიარებული სუბიექტების მეორე წყებას მიეკუთვნება მთიანი ყარაბაღი და სამხრეთ ოსეთი, რომლებსაც ასევე არ შევეხები. ამ ტერიტორიებს დე ფაქტო ქვეყნების ნიშნები აქვთ, თუმცა ეკონომიკის, უსაფრთხოების და სამოქალაქო დოკუმენტაციის მიხედვით, ისინი ბევრად უფრო იზოლირებულები არიან საერთაშორისო დონეზე და მეტად დამოკიდებული მფარველ ქვეყნებზე, ამ შემთხვევაში, სომხეთსა და რუსეთზე. მთიან ყარაბაღში სომხებმა დამოუკიდებლობა ცალმხრივად 1991 წელს გამოაცხადეს, თუმცა სამი წლით ადრე, 1988 წელს, სომხეთთან შესაერთებლად მოძრაობა უკვე წამოწყებული ჰქონდათ. ეს მოთხოვნა დღესაც პოპულარულია. სამხრეთ ოსეთიც მის დიდ მფარველ ქვეყანასთან - ჩრდილოეთ ოსეთთან და შესაბამისად, რუსეთთან შეერთებას ესწრაფვის. ორივე შემთხვევაში, იზოლაცია და მფარველ ქვეყანასთან დე ფაქტო ინტერგაცია თანადროული პროცესებია. მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის პოლიტიკა საერთაშორისო იზოლაციას კიდევ უფრო უწყობს ხელს. საერთაშორისო ჩართულობა ამ ტერიტორიებზე იმდენად მინიმალურია, რომ ამ საკითხზე სათქმელი ბევრიც არაფერია.
ბრძოლები ლეგიტიმაციისთვის
წლების შემდეგ, რაც სროლები შეწყდა, ამ ტერიტორიებზე არსებული კონფლიქტები გადაიქცა შეჯიბრად საერთაშორისო ლეგიტიმაციისთვის. მშობელი ქვეყნების მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებში (როგორიცაა გაერო და ევროსაბჭო) წამოყენებული რეზოლუციები, გამოყოფილი სუბიექტების არალეგალურად შერაცხვას მოითხოვს. დე ფაქტო ქვეყნებში გამოქვეყნებული პამფლეტები და ბლოგები კი დამოუკიდებლობის და სეპარაციის უფლებას უსვამს ხაზს.
საერთაშორისო საზოგადოება თითქმის ერთხმად უჭერს მხარს მშობელი ქვეყნების მოთხოვნებს გამოყოფილ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს უფრო ნორმატიული პოლიტიკური შეფასებებია, ვიდრე საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები. ბევრი კრიტერიუმის მიხედვით, არაღიარებულ სუბიექტებს შეუძლიათ თავს „ქვეყნები” უწოდონ, ვინაიდან მათ მართლაც აქვთ კონტროლი თავიანთი ტერიტორიების ფარგლებში. თავის მთავარ ნაშრომში, ჯეიმს კროუფორდი სამართლიანად აღნიშნავს, რომ „სახელმწიფოებრიობის ზოგადად მისაღები და დამაკმაყოფილებელი ლეგალური განმარტება კარგა ხანია აღარ არსებობს”[10]. იურიდიული ლიტერატურა ცდილობს, გადაჭრას ის საკითხი, რომ სახელმწიფოებრიობა საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიური აღიარების ცნებებამდე ბევრად ადრე არსებობდა. თუმცა, ეს ბუნდოვანება დე ფაქტო ქვეყნებისთვის მომგებიანია. დიპლომატიური აღიარება, ცალსახად, ქვეყნების საერთაშორისო კლუბში მოსახვედრი ბილეთია. არაღიარება კი დე ფაქტო ქვეყნებს კარს მიღმა ტოვებს.
იურიდიული ლიტერატურა ადასტურებს, რომ საერთაშორისო აღიარება გააზრებული პოლიტიკური აქტია. ამან უნდა შეასუსტოს ტერიტორიებზე დე იურე პრეტენზიის მქონე ქვეყნების დედაქალაქების - თბილისის, კიშინოვისა და ნიქოზიის - წუხილები, რომ საერთაშორისო ჩართულობა დე ფაქტო ქვეყნებში არალეგალური რეჟიმების ლეგიტიმაციას ახდენს ან „მცოცავი აღიარების” ტოლფასია, რაც გაერთიანების შანსებს ამცირებს. ამ შიშების გამო, მშობელი ქვეყნები გამოყოფილ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჩართულობის გარკვეულ ფორმებს ზღუდავენ. მაგალითად, 2010 წელს, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბორნ იალანდმა თქვა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმა მის წარმომადგენლებს უთხრეს, არ მოენახულებინათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი: „საქართველოს მთავრობას ეშინია, რომ თუ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში დავიწყებთ პირდაპირ სიარულს, მცოცავი აღიარება დაიწყება”[11]. მოლდოვაში პროტესტი მოყვა დნესტრისპირეთში მაცხოვრებლებისთვის მდინარე დნესტრის მარჯვენა მხრისგან განასხვავებული ოფიციალური მოლდოვური დოკუმენტებით საერთაშორისო განათლების ან საზღვარგარეთ მოგზაურობის უფლების მიცემას. 2016 წელს, მოლდოველი არასამთავრობო აქტივისტების და ექსპერტების ჯგუფმა გამოაქვეყნა წერილი, სადაც „დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონისთვის სახელმწიფოს ელემენტების მინიჭებას” აპტოტესტებდნენ[12]. ეს განცხადებები მიუთითებს შიშებზე, რომ ნაწილობრივი ზომებიც კი, დე ფაქტო ხელისუფლებებს ლეგიტიმაციას აძლევს.
თუმცა, საერთაშორისო იურისტები გარკვევით ამბობენ, რომ სახელმწიფოების აღიარება ასე არ ხდება. პოლიტიკის მეცნიერი ჯეიმს კერ ლინდსი წერს: „სხვადასხვა ქმედება შესაძლოა მცდარად იქნეს აღქმული აღიარებად. ასეთ შემთხვევაში, მთავარია განზრახვა. უხეშად რომ ვთქვათ, შეუძლებელია შემთხვევითი აღიარება. აღიარება არ ხდება თუ ქვეყანა არ აღიარებს ტერიტორიას დამოუკიდებელ ქვეყნად და არ ამყარებს ფორმალურ დიპლომატიურ ურთიერთობას ელჩის დანიშვნით ან საელჩოს შექმნით“ [13].
საერთაშორისო სამართალი და მისი შეზღუდვები
საერთაშორისო იურიდიულ წესრიგთან მიმართებაში ეს სამი ტერიტორია იანუსივით ორ მხარეს იყურება. ერთი მხრივ, საერთაშორისო სამართლებრივი სივრცის მიღმა არსებობას გარკვეული უპირატესობები აქვს. წარსულში ყველა მათგანი კრიმინალისა და კონტრაბანდის სამოთხე იყო, მიუხედავად იმისა, რომ მათ შესახებ უფრო მძიმე ბრალდებები გაქარწყლდა (მაგ. თითქოს, აფხაზეთში ბირთვული მასალები შეჰქონდათ). არაღიარებულ ტერიტორიებზე კრიმინალი ახლაც ყვავის. მაგ. ჩრდილოეთ კვიპროსზე ადამიანებით ვაჭრობასა და ძალადობრივ სექს-ინდუსტრიას აქვს ფეხი მოკიდებული. დნესტრისპირეთში, 1990-იან წლებში, მძიმე კრიმინალური მდგომარეობა იყო და ის დღემდე კონტრაბანდისა და ყალბი საქონლის წყაროა, თუმცა არალეგალური ვაჭრობა უკრაინიდან და მოლდოვის მარჯვენა სანაპიროდან გავლენიანი პირების ფარული თანამშრომლობით მიმდინარეობს.
კანონით დაუსჯელობა დიდი პრობლემაა. თუ მოქალაქე დანაშაულს ჩაიდენს და ამავე დროს, მას სახელმწიფო უმაგრებს ზურგს, დიდი შანსია, რომ მან სასჯელს თავი აარიდოს. არაღიარებული ტერიტორიები მართლმსაჯულებისაგან თავის დაღწევის კარგი საშუალებაა. კრიმინალში ეჭვმიტანილების საკითხი ტირასპოლსა და კიშინოვს შორის კვლავაც კამათის საგანია. ორი ქართველის - 2017 წელს, აფხაზეთში, გიგა ოთხოზორიას და 2018 წელს, სამხრეთ ოსეთში, არჩილ ტატუნაშვილის - საეჭვო გარემოებებში სიკვდილმა, რაზეც პასუხი არავის უგია, გასაგები მიზეზების გამო, ქართული საზოგადოების განრისხება გამოიწვია.
თუმცა, ეს ტერიტორიები ასევე მიილტვიან რესპექტაბელურობისაკენ. ბოლო წლებში სამივე დე ფაქტო სახელმწიფომ მინიშნება დაიწყო, რომ უფრო დიდი მსოფლიოს თვალში საკუთარი თავის ლეგიტიმაცია სურთ. ყველა მათგანი ევროპაში მიმდინარე ნორმატიულ პროცესებს მისდევს. მაგალითად, არც ერთში არაა სიკვდილით დასჯა ნებადართული[14]. მათ ბიზნესის, ტურიზმის და - ჩრდილო კვიპროსის შემთხვევაში - საერთაშორის სტუდენტების მიზიდვა უნდათ. თავიანთი შანსების გასაუმჯობესებლად დე ფაქტო ქვეყნები ცდილობენ, კრიმინალური რეპუტაცია მოიშორონ, თუმცა ამ ტერიტორიებზე არალეგალურ პრაქტიკებს ყველა სფეროში არ ებრძვიან. რესპექტაბელურობისაკენ სწრაფვა ის ბერკეტია, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება ამ დრომდე ეფექტურად ვერ იყენებს.
საერთაშორისო სასამართლოები ხშირად მკაფიო გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, როდესაც დე ფაქტო ქვეყნებში მომხდარი შემთხვევები განიხილება. უმთავრესი საკითხია, აისახება თუ არა დე ფაქტო სახელმწიფოს ქმედებები მის მოქალაქეებზე - მის შიდა სუვერენიტეტზე - ან მის საზღვრებს მიღმა მცხოვრებლებზე - მის საკამათო გარე სუვერენიტეტზე.
როდესაც ამი ტერიტორიებს მიღმა მცხოვრები ადამიანები ამ საკითხზე იწყებენ საუბარს, საერთაშორისო სასამართლოებს პასუხისმგებლობა მფარველ ქვეყნებზე გადააქვთ, რათა კომპენსაციის ეფექტური ანაზღაურება მოხდეს. ჩრდილოეთ კვიპროსისა და დნესტრისპირეთის შესახებ გამოტანილ განაჩენთა მთელ წყებაში ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ პასუხისმგებლობა თურქეთს და რუსეთს დააკისრა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს, გამორჩეულ საქმეში ლოიზიდუ თურქეთის წინააღმდეგ, ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ დაასკვნა, რომ ბერძენ კვიპროსელ ტიტინა ლოიზიდუს უსამართლოდ წაართვეს სახლი ჩრდილოეთ კვიპროსში და ვინაიდან 1974 წლიდან მოყოლებული, ამ ტერიტორიების „ეფექტურ კონტროლის” თურქეთი ახორციელებდა, სწორედ მას უნდა გადაეხადა ლოიზიდუსათვის კომპენსაცია. ამ შემთხვევამ პრეცენდენტი შექმნა იმ იძულებით გადაადგილებული ათი ათასობით ბერძენი კვიპროსელისთვის, ვინც კონფლიქტის შედეგად ქონება დაკარგა[15]. ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო დნესტრისპირეთში 2004 წელს, საქმეში ილაჩუ და სხვები მოლდოვისა და რუსეთის წინააღმდეგ. თუმცა, ამჯერად, სასამართლომ პასუხიმგებლობა დააკისრა როგორც რუსეთს, ისე მოლდოვას[16].
ყველაფრის მიუხედავად, ამ ტერიტორიების მკვიდრებსაც აქვთ უფლებები. საერთაშორისო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ ყოველდღიურ საკითხებში, საკუთარ მოქალაქეებთან მიმართებაში, ლეგალურ და პოლიტიკურ ძალაუფლებას დე ფაქტო სახელმწიფოები ფლობენ. ბრიტანეთის პრეცენდენტულმა სამართალმა დაუშვა არაღიარებული ქვეყნის სამართლის აღიარების პრეცენდენტი, როცა საქმე „პირად უფლებებს, ყოველდღიურ საქმიანობას ან ადმინისტრაციის დაუდევრობას ეხება.” 1977 წელს, ჩრდილოეთ კვიპროსის შემთხვევაში, საქმეში Hesperides Hotels შპს Aegean Turkish Holidays-ის წინააღმდეგ, ლორდ დენინგი ამტკიცებდა: „უყოყმანოდ ვასკვნი, რომ ამ ქვეყნის სასამართლოებს შეუძლიათ, აღიარონ ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი მთავრობის კანონები და ქმედებები, მიუხედავად იმისა, რომ მას მისი უდიდებულესობა დედოფლის მთავრობა არ აღიარებს... ყველაფერზე, რაც უკავშირდება ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას - ქორწინებას, განქორწინებას, გირაოს, პროფესიულ საქმიანობას და ა.შ.[17]
ეს განაჩენი მსგავსია საერთაშორისო სასამართლოს ნამიბიის 1971 წლის შეფასებისა, რომელიც აქამდე ყველაზე საფუძვლიანი საერთაშორისო გადააწყვეტილებაა ამ საკითხზე. შეფასება რეკომენდაციას იძლევა, რომ სამხრეთ აფრიკის მიერ ნამიბიის არალეგალური დაპყრობის კოლექტიური არაღიარება მოხდეს - ქვეყნებმა უნდა გაწყვიტონ საერთაშორისო შეთანხმებები და დიპლომატიური ურთიერთობა ამ ტერიტორიასთან. თუმცა, სასამართლო ასევე ადგენს, რომ ამ პოლიტიკამ ნამიბიაში მცხოვრებ ინდივიდებს ზიანი არ უნდა მიაყენოს, „განსაკუთრებით, როცა მანდატის შეჩერება არალეგალური ან არავალიდურია, არავალიდურობა ვერ გავრცელდება სამხრეთ აფრიკის მთავრობის ქმედებებზე ნამიბიის სახელით ან მასთან დაკავშირებით ისეთი ქმედებების დროს, როგორიცაა დაბადების, სიკვდილის, ქორწინების შემთხვევები. ამ ქმედებების გავლენაც შეიძლება უგულებელვყოთ, რადგან მას ტერიტორიაზე მცხოვრებთათვის შეფერხების გარდა არაფერი მოაქვს.” ამ განაჩენზე დაყრდნობით, გაერო მშობელ ქვეყანებს, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, მოუწოდებს, აღიარონ სოხუმსა და დონეცკში გაცემული დაბადების მოწმობები და მათ საფუძველზე აფხაზებს და უკრაინელებს მთავრობის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში სამოქალაქო დოკუმენტები მისცენ[18].
ნამიბიის შეფასება მაინც ტოვებს სიცარიელეებს დე ფაქტო ქვეყნებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე. ერთ-ერთი ასეთი ბუნდოვანი სფერო არაღიარებულ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა და სანქციებია. შეფასების მიხედვით, „როცა საქმე შეეხება ნამიბიას, არსებობს თავის შეკავების ვალდებულება სამხრეთ აფრიკასთან ეკონომიკური ან სხვა ფორმის ურთიერთობისა და მოლაპარაკებებისგან, რამაც შესაძლოა ამ ტერიტორიაზე სამხრეთ აფრიკის კონტროლი გააძლიეროს.” რეკომენდაციის მიხედვით, დე ფაქტო ქვეყნის ნაცვლად, მფარველი ქვეყანა უნდა დაისაჯოს. აქ განხილულ შემთხვევებში კი, დე ფაქტო ქვეყნები უფრო არიან ეკონომიკური სამიზნეები, ვიდრე მათი მფარველები.
უკეთესი ჩართულობის საჭიროება
ზემოთ მოყვანილი დისკუსია აჩვენებს, რომ იურისტები პოლიტიკოსებისთვისაც ტოვებენ სივრცეს, როდესაც საუბარია დე ფაქტო ქვეყნებზე. ამ ტერიტორიებზე ნათელი და კონსტრუქციული ჩართულობის საწინააღმდეგოდ ლეგალური ბარიერი არ არსებობს.
და მაინც, რას ნიშნავს ჩართულობა? ეს უკანასკნელი მრავლისმთქმელი სიტყვაა. ყველა საერთაშორისო აქტორი რაღაც დონის საქმიანობას ეწევა მათ მიერვე არაღიარებულ ტერიტორიებზე. სპექტრი ძალიან ფართოა: სავაჭრო ორგანიზაციის წევრ ტაივანში დიდი ბიზნესგარეგებებით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთში ექსტრემისტულ ჯგუფებთან ტყვეებზე მოლაპარაკებების ძალიან მწირი ჩართულობით დასრულებული.
ტირასპოლი, დნესტრისპირეთი. დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა, სადაც სხვა არაღიარებული ქვეყნების, მათ შორის აფხაზეთის, დროშებია აღმართული.
(ავტორის ფოტო)
ფრაზა „არაღიარება და ჩართულობა” კარგად ასახავს ევროკავშირის პოზიციას პოსტ-საბჭოთა სივრცეში გამოყოფილ ტერიტორიებთან მიმართებაში. ეს ორი ცნება დაწყვილებულია და ერთმანეთს აძლიერებს. 2011 წელს, პიტერ სემნები, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ავტორია, ამ მოვლენას შემდეგნაირად ხსნის: “ჩართულობის გარეშე არაღიარება სტერილური და კონტრპროდუქტიულია; არაღიარების გარეშე ჩართულობა კი დანის წვერზე სიარულს გავს“ [19].
ეს ჩარჩო მრავალგვარი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობას ტოვებს. „არაღიარება ბევრ სხვადასხვა ფორმას იღებს”, - ამბობს ევროკავშირის ყოფილი დიპლომატი რობერტ კუპერი, რომელიც კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული. ის საუბრობს განსხვავებებზე ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის მიდგომებს შორის, რომელთაც კოსოვო არ უღიარებიათ. ერთ მხარეს საბერძნეთი შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითად, რომელიც „მოკავშირე ოფისს“ ინარჩუნებს პრიშტინაში და მისი მეშვეობით, სახელდების გამოკლებით, ბილატერალურ დიპლომატიურ ურთიერთობაშია კოსოვოსთან. მეორე მხარესაა ესპანეთი, რომელიც იმდენად უკომპრომისოა, რომ 2018 წელს, თავის ტერიტორიაზე ძალოსნებიც კი არ დაპატიჟა კოსოვოდან. შედეგად, ესპანეთმა ევროპის ძალოსანთა ფედერაციის შეჯიბრის მასპინძლობის უფლება დაკარგა[20].
არაღიარებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჩართულობა სამი გავრცელებული გამოწვევის წინაშე შეიძლება დადგეს, რომელთან გამკლავებასაც ძალიან კარგი დიპლომატიული უნარები და წვრილმანების გათვალისწინება სჭირდება. ერთია, რა დოზით ათანხმებს საერთაშორისო აქტორი თავის პოლიტიკას მშობელ ქვეყანასთან. ბუნებრივია, ამ სიტუაციაში, აღიარებული ერი-სახელმწიფო უპირატეს მდგომარეობაშია, ვინაიდან ისინი სხვა პოლიტიკურ საქმიანობაშიც პარტნიორები არიან. თუმცა, კოორდინირება არ გულისხმობს პოლიტიკების სრულ თანხვედრას. ამ განსხვავების გაკეთება მნიშვნელოვანია, ვინაიდან საერთაშორისო აქტორები კონფლიქტის მედიატორებადაც გვევლინებიან ხოლმე. აქედან გამომდინარე, მათ კონფლიქტში მყოფ ორივე მხარესთან გარკვეული კრიტიკული დისტანციის დაჭერა და ნდობის შენარჩუნება სჭირდებათ.
გარდა ამისა, საკამათო საზღვრებთან დაკავშირებით ამ აქტორებს ტრანსნაციონალური საფრთხეების დაძლევის საკუთარი ინტერესიც აქვთ. როგორც 2011 წელს სემნებიმ თქვა: “ევროკავშირს თავის უშუალო მეზობლებს შორის რუკაზე თეთრი წერტილები ვერ ექნება.” ეს ტერიტორიები პოტენციურ საფრთხეებს წარმოადგენს უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, გარემოსდაცვითი საფრთხეები აღიარებულ საზღვრებთან არ ჩერდება. ამ რეგიონებში მწირი გარემოსდაცვითი რეგულაციებია, რაც, თავის მხრივ, მათ მეზობლებზეც ახდენს გავლენას. აფხაზეთის ტერიტორიაზე შეზღუდული საერთაშორისო წვდომის გამო, სუსტი გარემოსდაცვითი კონტროლი ქიმიური ნაერთებით შავი ზღვის დაბინძურებას უწყობს ხელს. დნესტრისპირეთში დიდი ძველი ინდუსტრიული სადგურები წყლის და ჰაერის დაბინძურებას იწვევს. ჩრდილოეთ კვიპროსში უნებართვო მშენებლობებმა ბევრი ლამაზი ადგილი გაანადგურა, ვინაიდან ტურისტული ინფრასტრუქტურა გარემოსთან დაკავშირებული საკითხების გათვალისწინების ან შემოწმების გარეშე შენდება.
საერთაშორისო აქტორებისთვის ჩართულობის მეორე გამოწვევაა ის, თუ ვინ იქნება ამ პროცესის მონაწილე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როგორი ინტერაქცია უნდა ჰქონდეთ დე ფაქტო მმართველებთან. აღიარებული ქვეყნები, როგორც წესი, მათ ფორმალური კოოპერაციისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ, რადგან ეს მათ მიერ არალეგიტიმურად მიჩნეულ მმართველებს ლეგიტიმაციას აძლევს. ბევრი პროექტი მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორებზეა კონცენტრირებული. თუმცა, ამ ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებებთან გარკვეული სახის კონტაქტი და კოორდინაცია გარდაუვალია.
საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება, რომ კონფლიქტის გადაჭრის მოლაპარაკებებში დე ფაქტო ხელისფულება პარტნიორებად უნდა მივიჩნიოთ. მთავარი მოლაპარაკებები კვიპროსზე ბერძენი და თურქი კვიპროსელების ლიდერებს და მათ წარმომადგენლებს შორის მიმდინარეობს. დნესტრისპირეთის კონფლიქტის შემთხვევაში, კიშინოვი ტირასპოლს ერთ-ერთ მხარედ მიიჩნევს. აფხაზეთის ხელისუფალნი სროლის შეწყვეტის ხელმომწერები არიან, რაც მათ გარკვეულ პასუხისმგებლობებს აკისრებს. 2008 წელს, რუსეთთან ომის შემდეგ, ქართული ხელისუფლება ცდილობს, კონფლიქტი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ქართულ-რუსულ კონფლიქტად შეფუთოს. მიუხედავად ამისა, ჟენევის საერთაშორისო განხილვებში, კონფლიქტის შესახებ ბოლო საერთაშორისო ფორუმზე, მაინც აფხაზებსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს ესაუბრებიან.
თუმცა, როცა საქმე არჩევნებს და ლეგიტიმაციას ეხება, აქ უკვე ძალიან განსხვავებული მიდგომები გვხვდება. ჩრდილო კვიპროსის ლიდერი „თურქული თემის” წინამძღოლად მიიჩნევა და შესაბამისად, როგორც არჩეულ წარმომადგენელს ისე ექცევიან. 2015 წლის 28 აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა ოფიციალურად მიულოცა მუსტაფა აკინჯის თურქული კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება, თუმცა, მას სიტყვები „არჩევნები” ან „პრეზიდენტი” არ გამოუყენებია. იუნკერი წერდა: „მინდა მოგილოცოთ წარმატება, რომელსაც მიაღწიეთ როგორც კვიპროსის თურქული თემის ლიდერმა[21].”
ეს ყველაფერი ბერძენი კვიპროსელების თანხმობით ხდება. 2015 წელს, ბერძნული კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკო ანასტასიადმა ასევე მიულოცა თურქული კვიპროსის ლიდერს (თუმცა, თავის ტვიტში სიტყვა „შერჩევა” გამოიყენა და არა „არჩევნები”). აკინჯისა და მისი წინამორბედების ლეგიტიმაციის წახალისება მოლაპარაკებებისთვის ხელის შემწყობ ფაქტორად შეირაცხა.
აფხაზეთსა და დნესტრისპირთში, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთში, პრეზიდენტი დანიშნულია და ის, რომ მათ არჩევნებს დანარჩენი მსოფლიო უკანონოდ თვლის, დიდი ალბათობით არ შეიცვლება. როგორც დონაჩა ო’ბიჩეინი და სხვები ამბობენ, ეს არჩევნები, ხშირად, კარგად ორგანიზებული და კონკურენტუნარიანია, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება მათ მაინც მუდმივად არავალიდურად მიიჩნევს[22]. 2017 წლის აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურმა შემდეგი კომენტარი გაავრცელა: „ანგარიშებიდან გამომდინარე, ევროკავშირი არ აღიარებს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც 12 მარტს საქართველოსგან გამოყოფილ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. არჩევნები ჩატარდა.”
საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები აცნობიერებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხია ის თუ ვის ექნება ძალაუფლება დე ფაქტო ქვეყნებში. 2004 წლის აფხაზეთის არჩევნების შემდეგ, ერთ-ერთმა ასეთმა წარმომადგენელმა მწუხარება გამოთქვა, რომ გამარჯვებული სერგეი ბაღაფშისთვის მილოცვის შესაძლებლობა არ ჰქონდა, ვინაიდან ეს უკანასკნელი „უნაკლოდ იქცეოდა, მაგრამ მისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობა არ იყო!”[23]. როდესაც საერთაშორისო წარმომადგენლობა რაღაც ზღვარს გადააბიჯებს ხოლმე, მაშინვე კონტრ-პროტესტი იწყება. 2017 წელს, ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიაში ჰერბერტ სალბერმა სამხრეთ ოსეთის ლიდერს ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. მისი ეს კომენტარი მაშინვე აიტაცეს.[24] ოსებს სალბერის სიტყვები გაუხარდათ, ხოლო ზოგიერთი ქართველი ხელისუფალი მის გადადგომას მოითხოვდა. საბოლოოდ, სალბერმა პოსტი მართლაც დაგეგმილზე უფრო ადრე დატოვა.
ევროკავშირს, შეეძლო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არჩევნებში გამარჯვებულებისთვის სხვა სიტყვებით მიელოცა, როგორც ის ამას აკეთებს კვიპროსში და გამოეყენებინა ისეთი სიტყვები, როგორიცაა „აფხაზეთის (ან სამხრეთ ოსეთის) საზოგადოებების ლიდერი”- ისე, რომ აერიდებინა მითითება მათი სახელმწიფო სტრუქტურაში არჩევის თაობაზე. შედეგად, ამ ლიდერების საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობა უფრო ინტენსიური და კონსტრუქციული გახდებოდა. თუმცა, პრეცენდენტი შეიქმნა და დიდი ალბათობით აღარ შეიცვლება.
მესამე გამოწვევაა სად და როგორ მიაწვდიან საერთაშორისო აქტორები არაღიარებულ ტერიტორიებს დახმარებას. მშობელი ქვეყნები ხშირად ეწინააღმდეგებიან ისეთი საერთაშორისო დახმარების გაწევას, რაც უნარების გაძლიერებას ემსახურება, ვინაიდან ეს დე ფაქტო სახელმწიფოს მშენებლობას უწყობს ხელს. (უფრო პოლემიკური ტონით კი, ზოგიერთი საერთაშორისო საზოგადოებას აფრთხილებს, არ დააფანინსონ კრიმინალური აქტივობა ან სეპარატიზმი). შედეგად, საერთო კონსენსუსით, საერთაშორისო დახმარება დე ფაქტო ქვეყნებში მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს და ჰუმანიტარულ მიზნებს უნდა მოხმარდეს. ეს საკითხი განსაკუთრებულ აღშფოთებას იწვევს კვიპროსში, სადაც ევროკავშირს აქვს მანდატი, რომ კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილი მოამზადოს ევროკავშირის ფარგლებში მიღებული ყველა საკანონმდებლო აქტებისა და სასამართლო გადაწყვეტილებებისთვის (acquis communautaire).
პრაქტიკაში ძნელია ზღვარი გაავლო სამთავრობოსა და არასამთავრობოს შორის, განსაკუთრებით ისეთ პატარა საზოგადოებაში, სადაც ინდივიდები მუდმივად ამ ორ სექტორს შორის მოძრაობენ. მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობისას, უცხოელები მმართველებთან კომუნიკაციას თავს ვერ აარიდებენ, ვინაიდან ტერიტორიაზე შესასვლელად და სამუშაოდ და არასამთავრობო პროექტების განსახორციელებლად მათი ნებართვა სჭირდებათ.
ამ მხრივ, დნესტრისპირეთი ყველაზე პოზიტიურ მოდელს გვთავაზობს. ბევრი საკითხი კულისებში წყდება და სტატუსზე დავების თავიდან არიდება ამგვარად ხერხდება. თუმცა, პროგრესი აქაც ძალიან შენელებულია. ერთი შეხედვით უმნიშვნელო საკითხებიც კი პოლიტიზებულია, რის გამოც ისინი მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგანი ხდება და შემდეგ მათ მოგვარებას წლები სჭირდება. კვიპროსში ერთ-ერთი მობილური ქსელის როუმინგის შემოღების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა. ანალოგიურად არ გაამართლა არც აფხაზეთსა და დასავლეთ საქართველოში ფაროსანასთან ბრძოლამ ან აღმოსავლეთ უკრაინაში წყლის გასაფილტრი სადგურის დაცვამ. კეთილი ნებითა და შემოქმედებითი მიდგომით კონფლიქტების უმრავლესობის გადაჭრა შესაძლებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში, მათი ნაკლებობა სახეზეა. და მაინც, გარემცდელობები კვლავაც უნდა გაგრძელდეს.
თავი პირველი
აფხაზეთი: სტაბილური იზოლაცია
აფხაზეთი უცნაურ სიტუაციაშია - იგი თვითმმართველი ტერიტორია და დე ფაქტო ქვეყანაა, რომელიც შედარებით სტაბილურია და დაშლის პირას ნამდვილად არ დგას. თუმცა, მეორე მხრივ, იგი საერთაშორისო დონეზე იზოლირებულია და მსოფლიოსკენ მისი ერთადერთი გზა რუსეთზე გადის.
დღევანდელი აფხაზეთი ათი წლის წინ ომისგან განადგურებულ ადგილს სულაც არ ჰგავს. სახელმწიფო შენობები, სასტუმროები და გზები აღდგა. დედაქალაქ სოხუმში იპოვით ლამაზ მაღაზიებს კაფეებს და გადასასვლელებს ფეხით მოსიარულეთათვის. ბევრი კრიტერიუმით აფხაზეთი ფუნქციონირებად ქვეყანას ჰგავს. სხვადასხვა სახის ეკონომიკური აქტივობები რუსეთის საბანკო სისტემაზეა მიბმული. ადგილობრივები სპეციალურ სადებეტო ბარათსაც კი იყენებენ სახელად „აფრა”, რომლითაც მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე შეუძლიათ საყიდლებზე სიარული.
მატერიალური განვითარება რუსეთის წყალობით მიმდინარეობს. ამ უკანასკნელმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა და მის ტერიტორიაზე 4000-ზე მეტი სამხედრო ჩააყენა, ფარავს სახელმწიფო ბიუჯეტის 2/3-ს და აუცილებელ ტურისტულ შემოსავალს უზრუნველყოფს. რუსეთის განსაკუთრებული პოზიციის სიმბოლოდ სოხუმის ცენტრში უზარმაზარი, ახალი საელჩოა წამოჭიმული, რომელიც საპრეზიდენტო შენობაზე ბევრად უფრო დიდია. მიუხედავად ამისა, აფხაზეთის ელიტა რუსეთთან შეერთების არანაირ სურვილს არ გამოხატავს. მეტიც, რუსეთის მხრიდან მეტი კონტროლის მოპოვების მრავალრიცხოვან მცდელობებს აქტიურად იშორებს თავიდან. შესაძლოა, არც ისე გამოკვეთილად, მაგრამ ბევრ აფხაზს ჯერ კიდევ უნდა ევროპის ნაწილი იყოს, თუმცა საქართველოსთან შეერთების სურვილი არავის აქვს.
აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანება ძნელი წარმოსადგენია. ყოველ შემთხვევაში, ახლო მომავალში მაინც. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო იურიდიულად აფხაზეთს საქართველოს ნაწილად ხედავს, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, 25 წელზე მეტია, რაც აფხაზეთი მისგან გამოცალკევებულია. ყოველწლიურად აფხაზები და ქართველები უფრო და უფრო შორდებიან ერთმანეთს, რომელთა უმეტესობასაც ერთმანეთის ენებიც კი არ ესმის.
მიუხედავად ამისა, საქართველო ეფექტურად ფლობს გასაღებს, რაც აფხაზეთს დანარჩენ მსოფლიოსთან წვდომის კარს გაუღებს. ამ დე იურე მოთხოვნას, არა მხოლოდ მსოფლიოს უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა, არამედ მორალური განზომილებაც აქვს, ვინაიდან აფხაზეთის ომამდე მოსახლეობის ნახევარი ეთნიკურად ქართველი იყო. საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული ბოლო აღწერით, 1989 წელს, აფხაზეთის მთლიან 525 000 მოსახლეს შორის 240 000 ქართველი იყო. ამჟამად, აფხაზეთის აღმოსავლეთით, გალის რეგიონში 50 000-მდე ქართველი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 1/5-ია, მაგრამ ბევრ საკითხში ისინი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად ითვლებიან და მუდმივად საქართველოს დასავლეთ რეგიონში, სამეგრელოში დადიან[25].
აფხაზეთმა რუსეთის აღიარება უფრო ფართო, საერთაშორისო იზოლაციის და რუსეთთან დე ფაქტო ინტეგრაციის სანაცვლოდ მოიპოვა. მართალია, თბილისმა სრული იზოლაციის პოლიტიკა, რომელსაც აფხაზეთის მიმართ 1992-1993 წლების ომის შემდგომ ატარებდა, დიდწილად შეცვალა პრაქტიკაში, მაგრამ 2008 წელს მიღებული კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ აფხაზეთში საერთაშორისო მიმოსვლას ზღუდავს. დნესტრისპირელებისაგან განსხვავებით, აფხაზები უფრო ნაკლებ მოქნილობას ავლენენ სტატუსთან დაკავშირებით და შედეგად, ხელს უწყობენ თვითიზოლაციას.
გარემოსდაცვითი და კულტურული კოოპერაციაც კი სტატუსის შესახებ დავის საგანია. მაგალითად, სოხუმის ძველ წყალმომარაგების სისტემასა და საბრძოლო მასალის გაუკონტროლირებელ ნაგავსაყრელებს საერთაშორისო დაფინანსება არ მიუღიათ. პოლიტიკური დავის გამო, 2013 წელს, აფხაზი ბავშვების ცეკვის გუნდმა თურქეთში გამართულ საერთაშორისო საბავშვო ფესტივალში მონაწილეობა ვერ მიიღო. თავიდან დასი „აფხაზეთის რესპუბლიკის” სახელით უნდა გამოსულიყო, მაგრამ როცა საქართველოს მთავრობამ ეს გააპროტესტა, სახელი „საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკით” ჩაანაცვლეს. აფხაზური მხარე ამას შეეწინააღმდეგა და საბოლოოდ, ბავშვები საერთოდ არ გამოვიდნენ ფესტივალზე[26].
აფხაზეთის იზოლაციას არავისთვის სარგებელი არ მოაქვს, გარდა, შესაძლოა, რუსეთისა, რომელიც თავის მხრივ ტერიტორიაზე თავისი პოზიციების შესანარჩუნებლად ფინანსურ და დიპლომატიურ „გადასახადს” იხდის. როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, აფხაზეთში უფრო ეფექტური ჩართულობის საჭიროება ნათელია. სიტუაციის ცვლილებამ აფხაზეთში მცხოვრებთა (მათ შორის ქართველების) ცხოვრება უნდა გააუმჯობესოს და მომავალში კონფლიქტის გადაჭრის და მასთან დაკავშირებული იურიდიული მოთხოვნების მოგვარების შესაძლებლობა შექმნას. თუმცა, ამგვარი მოკრძალებული მიზანიც კი ძნელი მისაღწევია.
კონტექსტი
აფხაზები ცალკე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ და ჩრდილოეთ კავკასიელ ჩერქეზებს ენათესავებიან. მათი სამშობლო - აფხაზეთი - შავი ზღვის სანაპიროს მიუყვება და ადრე სავსე იყო საბჭოთა ელიტის საყვარელი საკურორტო ქალაქებით. საპორტო ქალაქი სოხუმი (აფხაზებისთვის „სუხუმ”, ხოლო ქართველებისთვის „სოხუმი”) კოსმოპოლიტური ცენტრი იყო აფხაზი, ქართველი, ბერძენი, რუსი და თურქი მოსახლეობით.
საბჭოთა პერიოდში, აფხაზეთს თავიდან საქართველოსთან ასოცირებული „საზავო რესპუბლიკის” სტატუსი ჰქონდა, შემდგომ კი, ის საქართველოს ფარგლებში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკა გახდა. 1930-იან წლებში, საბჭოთა ლიდერმა იოსებ სტალინმა და მისმა ქართველმა დამქაშმა ლავრენტი ბერიამ აფხაზური ელიტა დაპატიმრებებით და დასჯით გაანადგურა. აფხაზურ ენას ქართული ანბანი მოახვიეს თავს და ათი ათასობით ეთნიკურად ქართველი ჩამოასახლეს რესპუბლიკაში, რის შედეგადაც დემოგრაფიული ბალანსი ისე შეიცვალა, რომ 1989 წელს, აფხაზები მოსახლეობის მხოლოდ 18%-ს შეადგენდნენ. თუმცა, გვიან საბჭოთა პერიოდში, რესპუბლიკაში ისინი როგორც ტიტულოვანი ერი გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობდნენ.
ახლანდელი ფორმით განხეთქილება 1989 წელს დაიწყო, როცა საქართველომ საბჭოთა მოსკოვისგან მეტი დამოუკიდებლობა მოინდომა, მაშინ, როცა აფხაზეთს თბილისისგან მეტი ავტონომია და საბჭოთა კავშირში დარჩენა უნდოდა. ომი 1992 წელს დაიწყო, როცა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თენგიზ კიტოვანი, ძალიან სუსტი საბაბით, ძალადობრივად შეიჭრა სოხუმში. კონფლიქტი 1993 წლის ოქტომბერში დასრულდა, როცა რუსეთის ძალოვნებისა და ჩერქეზი მოხალისეების დახმარებით, აფხაზეთმა სამხედრო გამარჯვება მოიპოვა. 1994 წელს, მოსკოვის შუამდგომლობით, სროლის შეწყვეტის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც, რუსეთის სამშვიდობო ძალები და გაეროს მონიტორინგის მცირე მისია აფხაზეთის ტერიტორიაზე დაფუძნდა.
კონფლიქტის ტრავმები არ გამქრალა. ომის დროს ეთნიკურად აფხაზი მოსახლეობის მთელი 5% ან დაიჭრა ან დაიღუპა. ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის უმრავლესობა გაიქცა ან იძულებით გადაასახლეს. ომმა აფხაზეთი გაანადგურა. 1996 წელს, დამოუკიდებელი ქვეყნების თანამეგობრობის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, რომელსაც რუსეთმაც გარკვეული სიფრთხილით დაუჭირა მხარი, სიტუაცია კიდევ უფრო გააურესა.
1997-1998 წლებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი პრიმაკოვის შუამდგომლობით, ორი მხარე ახლოს იყო მშვიდობიან გარიგებასთან, თუმცა საქართველოს მხარემ უარი თქვა გეგმაზე. სერგეი შამბა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, ამბობს, რომ აფაზური მხარე თანახმა იყო სტატუსზე, რომელიც დამოუკიდებლობის სტატუსს არ მოიცავდა, თუმცა ქართველები ყოველთვის „აგვიანებდნენ” აფხაზური მხარისთვის კომპრომისების შეთავაზებას[27]. ამ მოვლენების პარალელურად, აფხაზებმა რეფერენდუმი ჩაატარეს, რასაც 1999 წლის ოქტომბერში დამოუკიდებლობის გამოცხადება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, არავინ, რუსეთის ჩათვლით, ამ რეფერენდუმს კანონიერად არ აღიარებს.
სოხუმი, აფხაზეთი. ცენტრალური ქუჩა და პარლამენტის შენობა, რომელიც 1993 წელს ომის ბოლოს დაიწვა და ჯერაც არ აღუდგენიათ.
(ავტორის ფოტო)
1990-იანი წლების გახსენებისას, ერთ-ერთი ყოფილი ქართველი თანამდებობის პირი სინანულით ამბობს: „ბევრად მეტის მოგვარება იყო შესაძლებელი, როცა [კონფლიქტის] კვალი ჯერ კიდევ თბილი იყო.” რუსეთმა ეს დანაკლისი შეავსო[28]. მოლაპარაკების ჯგუფი აფხაზეთიდან ომის დროინდელ ლიდერსა და პრეზიდენტზე ვლადისლავ არძინბაზე იყო დამოკიდებული[29]. საქართველო უფრო დახვეწილი იყო, ვინაიდან სათავეში გამოცდილი სახელმწიფო მოხელე ედუარდ შევარდნაძე ედგა. თუმცა, შევარდნაძის საქართველო პოლიტიკურად ძალიან იყო გაყოფილი და დაახლოებით 200 000 იძულებით გადაადგილებული ადამიანისთვის საცხოვრებლის უზრუნველყოფის პრობლემას ჯერ კიდევ ძლივს უმკლავდებოდა.
ბევრი ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული კავშირი ჯერაც არსებობდა, მაგრამ თბილისი მაინც იზოლაციის პოლიტიკას მისდევდა. საქართველოს მთავრობა რკინიგზას არ ხსნიდა, რის შედეგადაც, დღემდე, რუსეთსა და კავკასიას შორის მთავარი სატრანსპორტო გზა ჩაკეტილია. ქართულმა მხარემ პორტი და აეროპორტი ასევე დახურულად გამოაცხადა. ერთი ყოფილი ქართველი თანამდებობის პირის განცხადებით, ამ დროს, „ერთი ხელით აფხაზ მხარეს ვეპატიჟებით, მეორე ხელით - იზოლაციას ვუწყობთ ხელს.” გავრცელებული შეხედულების თანახმად, საჭირო იყო „აფხაზების გამოწურვა მანამ, სანამ კაპიტულაციას გამოაცხადებდნენ და საქართველოს დაუბრუნდებოდნენ.” აფხაზეთი მართლაც ძალიან უბედური ქვეყანა იყო. დანაშაული ყვაოდა, ქვეყანას საბაზისო ეკონომიკაც კი არ ჰქონდა; ფართოდ იყო გავრცელებული კონტრაბანდა. თუ საბჭოთა პასპორტებს ვადა გაუვიდოდა, მოსახლეობას მოქმედი სამოგზაურო დოკუმენტებიც კი არ გააჩნდა. მიუხედავად ამისა, აფხაზები საქართველოს მმართველობაში დაბრუნებისაკენ არ ისწრაფვოდნენ.
2002 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ გაურკვეველი სიტუაციით ისარგებლა. როცა საბჭოთა პასპორტებს 1-ლი ივლისისთვის ვადა გასდიოდათ, რუსეთის მთავრობამ აფხაზებს სოჭში რუსული პასპორტების აღების ნებართვა მისცა. შედეგად, ეს შესაძლებლობა 150 000 ადამიანმა გამოიყენა. ამგვარად, აფხაზეთმა საქართველოს ბრაზის და წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთთან დე ფაქტო ინტეგრაციისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.
2000-იანი წლების შუაში, გარემო უფრო დინამიკური გახდა. აქტიურ დიალოგში ორივე მხრიდან ექსპერტები და არასამთავრობო აქტივისტები ჩაერთნენ. ომის დროინდელმა ლიდერებმა - შევარდნაძემ თბილისში და არძინბამ სოხუმში - პოლიტიკური ასპარეზი დატოვეს. არძინბას მემკვიდრემ სერგეი ბაღაფშმა უფრო შემრიგებლური დამოკიდებულება და მოსკოვისადმი წინააღმდეგობის სურვილი გამოავლინა. საქართველოს ახალი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საკითხს დინამიკურად ეკიდებოდა, მაგრამ, ამავე დროს, გამოყოფილ რეგიონებთან შერიგებას და აგრესიას შორის მერყეობდა.
2006 წელს რუსეთთან ურთიერთობა შეწყდა და საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებების პროცესი ჩაიშალა. როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა, თავიანთი სამხედრო ძალების გამაგრება დაიწყეს. სააკაშვილმა და პუტინმა ცეცხლზე ნავთი დაასხეს, რაც 2008 წლის აგვისტოს ომით დასრულდა. ამ 5-დღიანი ომის მთავარი ასპარეზი არა აფხაზეთი, არამედ სამხრეთ ოსეთი იყო. თუმცა, აგვისტოს ბოლოს, ყურადღებამ აფხაზეთისკენ გადაინაცვლა, რადგან რუსეთმა აფხაზეთიც და სამხრეთ ოსეთიც დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა.
აფხაზეთი, რუსეთი და ევროპა
აფხაზეთის ელიტა რუსეთის მიმართ ამბივალენტურადაა განწყობილი. დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსის მსგავსად, აფხაზეთში მფარველი ქვეყნის მიმართ ერთდროულად მტრული და მეგობრული დამოკიდებულებაა. ადგილობრივი ლიდერები „უფროს ძმას” მოსკოვში აქებენ, მაგრამ ამავ დროს, ცდილობენ, მისგან კრიტიკული დისტანცია დაიკავონ. არსებობს შიში, რომ აფხაზეთი წინ ვერ აღუდგება „ოსეთიზაციას”, რაშიც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო გადაყლაპვა იგულისხმება.
2014 წელს აფხაზებს იმედი გაუცრუვდათ, როცა რუსეთმა ზამთრის ოლიმპიადისთვის სოჭის მიმდებარე ტერიტორიები არ გახსნა. იმავე წლის ბოლოსკენ, მოსკოვმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ახალი „ინტეგრაციის შეთანხმებები” შესთავაზა, რითაც უშიშროების ძალებზე ფორმალურ მმართველობას და საზღვრებზე სრულ კონტროლს მოიპოვებდა. სამხრეთ ოსეთი ამ შეთანხმებას დათანხმდა, თუმცა აფხაზეთმა შეთანხმების პირველ ვერსიას წინააღმდეგობა გაუწია. შეთანხმების მეორე ვერსია სახელად „ერთიანი ურთიერთობები და სტრატეგიული პარტნიორობა” ოფიციალურ დონეზე ძალაუფლებას მაინც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ხელში ტოვებდა.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც მოსკოვის მიერ შეთავაზებული შეთანხმებიდან ამოიღეს, რუსების მიერ აფხაზეთის მოქალაქეობის სწრაფად მიღების შესაძლებლობა იყო, რაც მათ აფხაზეთში ქონების შეძენის უფლებას მისცემდათ. ამის უფლება დღეს მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებს აქვთ. აფხაზებს ეშინოდათ, რომ თუ რუსეთს ამ უფლებას მისცემდნენ, ქვეყნის უძრავი ქონება მალე რუსების ხელში გადავიდოდა და რუსეთი აფხაზეთის ლეგალურ მფლობელად გადაიქცეოდა. აფხაზეთის საკითხზე კრემლის მთავარი სტრატეგის და 2014 წლის შეთანხმების ავტორის ვლადისლავ სურკოვის შემთხვევით გასაჯაროებული იმეილებიდან ირკვევა, რომ საკუთრების საკითხი მოსკოვის მთავარი სადარდებელი იყო. იმეილებით ასევე ირკვევა, რომ მოსკოვი იმედგაცრუებული იყო, რადგან აფხაზეთის ელიტას ვერ აკონტროლებდა და მსჯელობდა როგორ ეყიდათ ან მოეპოვებინათ მათი კეთილგანწყობა[30].
აფხაზურ ელიტაში ბევრმა საქართველოს გარეშე ევროპისთვის კარის გახსნასთან დაკავშირებით საკმაოდ არარეალისტური იმედები დაამყარა. 2000-იანი წლების შუაში ეს იმედი საჯარო პოლიტიკად იქცა. 2006 წელს, სერგეი ბაღაფში ინტერვიუში ამბობს: „ჩვენი ერთადერთი მისწრაფება ევროპაა. ჩვენ გვსურს, ევროპული სახლის ნაწილი ვიყოთ. ჩვენ ევროპასთან ღია დიალოგი გვინდა.” ბაღაფშმა შექმნა გეგმა სახელად „მომავლის გასაღები”. მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი საკმაოდ არათანმიმდევრულია, მასში აფხაზეთის მიერ ევროპის კონტექსტში დამოუკიდებლობის მივიწყებული ამბიცია გამოიხატა.[31]
მაშინ, ევროკავშირი აფხაზეთში უფრო აქტიურად ჩართვას ცდილობდა. განხორციელდა ევროკავშირის დაფინანსებული ბევრი პროექტი და ევროპის ელჩი თბილისში რეგულარულად ჩადიოდა რესპუბლიკაში. კულუარულად, სოხუმში ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გახსნაც იგეგმებოდა. თუმცა, 2008 წლის ომმა აფხაზეთის ევროპულ მისწრაფებას ბოლო მოუღო და მდინარე ენგური გეოპოლიტიკურ საზღვრად აქცია. საქართველო-აფხაზეთის დიალოგის პროექტები და სადისკუსიო ფორუმები ან შეჩერდა ან შეიკვეცა. UNOMIG - გაეროს სადამკვირვებლო მისია აფხაზეთში რუსეთსა და საქართველოს შორის სტატუსის და სახელის შესახებ შეუთანხმებლობის შედეგად დაიხურა. აფხაზებმა და რუსებმა ევროკავშირის ომის შემდგომი მონიტორინგის მისიას აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს. საქართველომ ტერმინოლოგიაც შეცვალა და აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „ოკუპირებულ ტერიტორიებად” გამოაცხადა, რითაც აფხაზებს მოლაპარაკებებში ნაკლები აგენტობა მიანიჭა.
ევროკავშირმა და აშშ-იმ თბილისს კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა გამოუცხადეს და მრავალმილიარდიანი დახმარების პროგრამაც გამოუყვეს საქართველოს, რათა 2008 წლის კონფლიქტის შედეგებს გამკლავებოდა. რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების მცდელობებთან გასამკლავებლად საქართველომ საკმაოდ წარმატებული კამპანიაც განახორციელა[32]. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ყველაზე ახლო მოკავშირე ბელარუსიის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ უარი თქვა ამ ორი ტერიტორიის აღიარებაზე მას შემდეგ, რაც არაღიარების საკითხს ბრიუსელმა ადვოკატირება გაუწია[33]. 2018 წლის მოცემულობით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას მხოლოდ რეგიონში გავლენის არმქონე რუსეთის მოკავშირეები (ნიკარაგუა, ვენესუელა და სირია) და წყნარი ოკეანის პატარა კუნძული (ნაურუ) აღიარებს, რომელსაც, როგორც ცნობილია, აღიარებისთვის ყველაზე მეტი გადაუხადეს[34].
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის წარმომადგენელმა პიტერ სემნებმა კონფლიქტამდე შემუშავებული პოლიტიკა გააგრძელა, თუმცა გაცილებით უფრო ნაკლებად ხელსაყრელ პირობებში. ბრიუსელსა და ევროკავშირის დედაქალაქებში გაჭიანურებული მოლაპარაკებები 2009 წელს, პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) მიერ, ევროკავშირის მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის (NREP) მხარდაჭერით დასრულდა.
ამ დოკუმენტის ორი თანაბრად მნიშვნელოვანი საყრდენი სვეტი ევროკავშირის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, და ამავდროულად, აფხაზეთში გაზრდილი ჩართულობა იყო. (მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტში სამხრეთ ოსეთიცაა ნახსენები, დე ფაქტო ხელისუფლებამ ევროპის ჩართულობაზე 2008 წლის ომის შემდეგ უარი თქვა.) „ერთი სვეტი მეორის გარეშე წარმოუდგენელია,”- ამბობდა სემნები 2011 წელს. მისი მიდგომით, ევროკავშირს თავისი ინტერესი ჰქონდა პროცესში ჩასართავად, ვინაიდან „გადაუჭრელი კონფლიქტები საქართველოში სერიოზულ საფრთხედ რჩება ევროკავშირისთვის.”[35]
პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტისთვის წარდგენილი პოლიტიკის დოკუმენტი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ არასდროს გამოქვეყნებულა. ამის გამო, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში ერთიან პოლიტიკას ატარებდა, ევროკავშირის წევრებს და ინსტიტუტებს განსხვავებული ინტერპრეტაციების და მიდგომების შესაძლებლობა მიეცათ. გარდა ამისა, ამან დააზარალა ხილვადობის პოლიტიკაც, რის პარალელურადაც საქართველოს მთავრობამ განსხვავებული სტრატეგიის ადვოკატირება დაიწყო. ეს პოლიტიკა დღემდე განიცდის ხილვადობის ნაკლებობას: რეფერირებადი საჯარო დოკუმენტის და ინსტიტუციური მეხსიერების არარსებობის გამო, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა დისკუსიებში ხშირად ავიწყდებათ. განსაკუთრებით, ზოგიერთი ქართველი თანამდებობის პირი მასზე ისტორიული დოკუმენტივით საუბრობს და არა როგორც აფხაზეთში ევროკავშირის დღევანდელ სამოქმედო ჩარჩოზე.
აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის შესახებ ერთადერთი ანალიტიკური სტატია, რომელმაც სემნების და მისი გუნდის მოწონება დაიმსახურა, 2010 წელს, საბინა ფიშერმა გამოაქვეყნა, ევროკავშირის უსაფრთხოების შემსწავლელი ინსტიტუტიდან. ფიშერის სტატია ამბიციურ მიზანს ისახავს, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „იზოლაციის დაძლევა და ტრანსფორმაცია” მოხდეს ამ პოლიტიკური ინსტრუმენტის წყალობითდა და აცხადებს, რომ „თუკი მისი სხვა კონფლიქტურ სიტუაციებზე ადაპტირება მოხდება, ის შეიძლება იქცეს ევროკავშირისთვის სამეზობლოში კონფლიქტების დაძლევის პოლიტიკის მოდელად”[36].
ის მოიცავს ბევრ რეკომენდაციას, მათ შორის:
- სამოქალაქო ორგანიზაციებთან აქტიურ ჩართულობას;
- აფხაზეთში ევროკავშირის საინფორმაციო ოფისის გახსნის გეგმის სრულყოფას;
- „ვიზების გასაცემად სწრაფი პოლიტიკის შემოღებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთათვის“ მოგზაურობის შესაძლებლობების გაფართოებას;
- სხვადასხვა პროექტით, მათ შორის, აფხაზეთის და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი რკინიგზის რეკონსტრუქციის მხარდაჭერით, “კონფლიქტურ ხაზებში ეკონომიკური ურთიერთობის” წახალისებას;
- ევროკავშირის ქვეყნებში აფხაზებისთვის უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების შექმნას, იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ „აფხაზეთისნაირ პატარა სივრცეში 80-100 სტიპენდიაც კი დიდ განსხვავებას მოიტანდა”.
- დაბოლოს, პოლიტიკური დებატის წამოწყებას “ევროკავშირთან დაახლოების პროცესში ამ ორი სუბიექტის ჩასართავად.”
თითქმის 10 წლის შემდეგ, ამ მიზნებიდან ძალზე ცოტა განხორციელდა. ევროკავშირმა აფხაზეთში თითქმის ყველა ბერკეტი დაკარგა. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლები, რომლებიც კონფლიქტის შესახებ ერთადერთ საერთაშორისო ფორუმს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსაც თანახელმძღვანელობდნენ, რეგიონში მიმოსვლას განაგრძობენ. თუმცა, რეგიონში მომუშავე ევროკავშირის წარმომადგენლების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ფიშერის მიერ დასახული პროექტების მხოლოდ მცირე ნაწილმა იხილა დღის სინათლე. 2008-დან 2016 წლამდე, ევროკავშირმა აფხაზეთზე დაახლოებით $40 მლნ დახარჯა, რითაც დაფინანსდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები და დიალოგის პროექტები, ჯანდაცვა და განათლება, წყლის მომარაგების სისტემების გამართვა და გალის რაიონში სახლების მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რაოდენობა არც ისე ცოტაა, 2008 წლამდე გამოყოფილ თანხასთან შედარებით, ის მაინც მცირეა. მას აფერხებს რუსეთის ფინანსური მხარდაჭერაც. მარტო მოსკოვის მიერ პენსიებზე დახარჯული თანხა ევროკავშირის დახმარების პროგრამას ათჯერ აღემატებოდა[37].
ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ალბათ ყველაზე წარმატებული 1992-1993 წლებში მოუნიშნავ საფლავებში დამარხული დაკარგული ადამიანების მტკივნეული საკითხის მოგვარება იყო. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ხელახლა დასაკრძალად ორივე მხარის გვამების ექსჰუმაცია გააკეთა[38]. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2016 წლის მაისის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2013-2015 წლებში, მათ 162 ადამიანის ნეშტი ამოთხარეს და ამ დროისთვის ნახევარი ამოცნობილი და ოჯახებისთვის გადაცემული იყო. ამ პროცესმა ბევრი კონფლიქტისგან დაზარალებულის ფსიქოლოგიური ჭრილობები მოარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა, აფხაზეთში ის მაინც წითელი ჯვრის პროექტად აღიქმებოდა. ამასთან, ევროკავშირი აფხაზეთში ყველაზე უფრო აქტიური საერთაშორისო სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამას აფინანსებს. თუმცა, ადგილზე ევროკავშირის წარმომადგენლების ნაკლებობის და მის მიერ დაფინანსებული პროექტებისადმი საზოგადოებივი ყურადღების ნაკლებობის გამო, ევროკავშირმა აფხაზეთში ცნობადობა დაკარგა.
ალბათ დამთხვევა არაა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის წარმატებულ ისტორიასთან, საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად, ევროკავშირი აფახაზეთში ნაკლებ შესამჩნევი გახდა. თბილისში, ევროკავშირის გაზრდილი დელეგაციისთვის და ინსტიტუტებისთვის ძირითადი პრიორიტეტი საქართველოს ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაა. როგორც ქართველებისთვის არაპოპულარული საკითხი, აფხაზეთში მეტი ჩართულობა სადისკუსიო თემებს აღარ განეკუთვნება. ჟენევის მოლაპარაკებებში პოლიტიკური პროგრესის არარსებობის პირობებში, ევროკავშირის პოლიტიკის ყველაზე ნათელი გამოვლინება თბილისისადმი სოლიდარობის გამოხატვა გახდა. აფხაზეთში ევროკავშირის ყველა განცხადება ან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას შეეხება ან აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების დაგმობას.
2018 წელს, ევროპარლამენტში წარმოთქმულ სიტყვაში, ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირმა, ფედერიკა მოგერინიმ უკვე აღარ განაცხადა, რომ ევროკავშირს კონფლიქტურ ზონებში თავისი ინტერესი აქვს. ამის ნაცვლად, მან თქვა: „ორ რეგიონში ჩვენი ყველა მოქმედება სრულიად კოორდინირებული - და ამას ხაზი მინდა გავუსვა, ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია - და მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ და შეესაბამება საქართველოს ჩართულობის პოლიტიკას.”[39]
საქართველოში ამ სიტყვას სიხარულით შეხვდნენ, თუმცა ყოფილმა მინისტრმა, პაატა ზაქარეიშვილმა საგაზეთო სტატიაში ეს რეაქცია „საშიშად” შერაცხა. მისი თქმით: “ამ განცხადების მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ შინაარსობრივად არაფერს მნიშვნელოვანს არ ამბობს. ყალიბდება ცნობიერება, რომლის მიხედვითაც, მნიშვნელოვანია არა ის, თუ რა ფორმას მიიღებს აფხაზებთან და ოსებთან ხელახალი გაერთიანება, არამედ რამდენი ხმა მივიღეთ გაეროში აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შესახებ რეზოლუციების მხადასაჭერად.” ზაქარეიშვილი დარდობს, რომ ევროკავშირმა კონფლიქტისადმი ინტერესი დაკარგა და რეზოლუციის წასახალისებლად რეალური ძალისხმევის ნაცვლად, რიტორიკული განცხადებებით შემოიფარგლება[40].
ხედვა თბილისიდან
ევროკავშირის ჩართულობის შემცირება აფხაზეთში, დიდწილად, თბილისის წუხილებს პასუხობს. 2008 წლის ბოლოს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ”, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე ყველანაირ ეკონომიკურ საქმიანობას კრძალავს, დასჯადი გახდა რუსეთიდან ამ ორ ტერიტორიაზე შესვლა და საერთაშორისო წვდომა ამ რეგიონებზე გარკვეულ პირობებს დაექვემდებარა.
ევროკავშირის არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკა დაჩრდილა 2010 წელს საქართველოს მიღებულმა ახალმა პოლიტიკის დოკუმენტმა „სახელმწიფოს სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ: ჩართულობა კოოპერაციით”. ამ უკანასკნელს რეინტეგრაციის მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა „ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა უწოდა”, ვინაიდან ის აფხაზებსა და ოსებს განათლებაზე, ჯანდაცვასა და პირისპირ კომუნიკაციაზე წვდომას სთავაზობდა. წინამორბედებთან შედარებით, ამ პოლიტიკის დოკუმენტის ტონი უფრო შემრიგებლური იყო, თუმცა მისი კონცეპტუალური ჩარჩო გაცილებით უფრო ვიწრო იყო, ვიდრე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმართ ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას ჰქონდა. ამჯერად, მიზანი „აფხაზეთის და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონის სრული დეოკუპაცია, რუსეთის ფედერაციის მიერ მათი ანექსიის შეჩერება და საქართველოს კონსტიტუციურ საზღვრებში დაბრუნება იყო.” პოლიტიკის დოკუმენტი პროცესის ერთ მხარედ საქართველოს წამოადგენდა, მეორე მხარედ კი - აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, ხოლო გაერთიანების პროცესის ფასილიტატორებად - საერთაშორისო საზოგადოებას[41].
ქართველების ახალი სტრატეგიის მთავარი პირობა აფხაზების და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებთათვის „ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის” გაცემა იყო, რაც მათ საზღვარგარეთ მგზავრობის საშუალებას მისცემდა. დოკუმენტის დიზაინი ნეიტრალური იყო, საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებს არ მოიცავდა, მაგრამ დატანილი პატარა ნაბეჭდით ირკვეოდა, რომ ის საქართველოში იყო დამზადებული და ის აპლიკანტს საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უნდა აეღო. საქართველოს ძირითადმა დასავლელმა პარტნიორებმა - ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა - ეს გეგმა მოიწონეს.
აფხაზი თანამოსაუბრეები უშვებენ, რომ 1990-იან წლებში ამგვარ ნეიტრალურ დოკუმენტებს შეიძლება დათანხმებოდნენ. თუმცა, 2008 წლის შემდეგ, აფხაზებისთვის ეს შემოთავაზება მიუღებელი და დაგვიანებული იყო. „ქართული დოკუმენტის მიღება აფხაზეთში კარიერის დასასრულს ნიშნავს,”- ამბობს ერთი აფხაზი. 2017 წელს, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ აღნიშნა, რომ ქართული პასპორტის მიღების შემთხვევაში, აფხაზებს ევროკავშირში უვიზოდ შეეძლებოდათ სიარული. რეაქცია მაინც იგივე დარჩა[42].
2012 წელს, სააკაშვილმა და მისმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოში ძალაუფლება დაკარგა. მათ ნაცვლად კი ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. სამოქალაქო აქტივისტი და ვეტერანი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში, პატივცემული პიროვნება იყო, ამ ორ ტერიტორიასთან სამუშაოდ მინისტრად დაინიშნა. სიმბოლურად, მის ბიუროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო დაერქვა.
ოთხი წლის მანძილზე მინისტრად ყოფნისას, ზაქარეიშვილმა დიალოგის და ჩართულობის გაფართოების დიდი იმედები დასახა. იმდროინდელ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან ერთად, ზაქარეიშვილმა აფხაზეთში გალის რაიონში ქართული პარამილიტარული აქტივობები აღკვეთა. მან აფხაზებისთვის საქართველოში მოგზაურობა და საქართველოს ჯანდაცვის მომსახურებაზე წვდომა გაამარტივა. ახლა, აფხაზებს ნებისმიერი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, მათ შორის აფხაზური პასპორტით, შეუძლიათ სამედიცინო მომსახურების მიღება. საქართველოს ახლანდელი მთავრობის პოლიტიკა ამ საკითხში იგივე რჩება. ზაქარეიშვილის უვერტიურებს აფხაზები ცივად შეხვდნენ. იდეა, რომ „კონფლიქტი უკვე გადაჭრილია”, იმდენად ღრმადაა გამჯდარი აფხაზეთში, რომ ქართველების გულითადი დამოკიდებულება უგულებელყოფილია.
ამის შემდგომი ინიციატივა, სახელად „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და შერიგების მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2018 წელს გამოაცხადეს, აფხაზებს და სამხრეთ ოსეთის მცხოვრებლებს საქართველოსთან ვაჭრობის და ჯანდაცვის, განათლების და სხვა მომსახურებების მიღების ინოვაციურ გზებს სთავაზობდა[43]. პირველ რიგში, აფხაზები და სამხრეთ ოსეთის მიკვიდრნი, ქართული პირადობის გარეშე, მხოლოდ მინიჭებული „პირადი ნომრით” შეძლებდნენ ამ მომსახურებების მიღებას. აფხაზეთის საზღვართან, სოფელ რუხში, რამდენიმე მომსახურების ცენტრი დაფუძნდა.
ეს ინიციატივები მოლდოვაში დნესტრისპირელებისთვის შეთავაზებულ მსგავს სერვისებს გულისხმობს. თუმცა, აფხაზეთში მათ ცივად შეხვდნენ. ღრმა ფილოსოფიური განსხვავება კვლავ მოუგვარებელი რჩება: თბილისი თვლის, რომ კონფლიქტი „გახლეჩილი საზოგადოებების საქართველოს ჭერქვეშ შერიგებით” გადაიჭრება[44], მაშინ, როცა აფხაზები (და სამხრეთ ოსეთის მკვიდრნი) ამ საკითხს წინასწარვე დახურულად მიიჩნევენ. 2018 წელს, ქართულ გეგმაზე უარის თქმისას, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა: „უკეთესი მომავლისთვის ერთადერთი გზა საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და ქვეყნებს შორის სრულად განვითარებული სახელმწიფოებრივი დიალოგის წამოწყებაა, რაც შემდგომი თაობების სტაბილურობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს”[45].
შემდგომი ნაბიჯები
აფხაზეთი, 2008 წელთან შედარებით, მატერიალურად უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება, მაგრამ პოლიტიკურად ბევრად ჩაკეტილია. მფარველი ქვეყნის, რუსეთის მეშვეობით, აფხაზეთი უფრო სტაბილური და უსაფრთხო ადგილი გახდა, მაგრამ მისი გავლენაც გაიზარდა. გეოპოლიტიკურმა ვითარებამ აფხაზეთი კიდევ უფრო ღრმად შეიყვანა რუსეთის გავლენის სფეროში. აფხაზებმა რუსეთის ინტერვენციას ყირიმში ღიად დაუჭირეს მხარი. მათ დასავლეთის აღშფოთება გამოიწვიეს, როცა 2018 წელს, აფხაზეთი სირიამ დამოუკიდებლად ცნო. თვითონ აფხაზეთის მედიასივრცეში რუსული ახალი ამბები და ტელევიზია დომინირებს. არასამთავრობო ორგანიზაციები წნეხის ქვეშ არიან დასავლური ფულის აღებისთვის. იმაზეც კი იყო საუბარი, რომ პარლამენტი, რუსეთის მსგავსად, უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონს შემოიღებს.
ეთნიკური იდენტობის პოლიტიკა ჯერ კიდევ ზენიტშია. ახლანდელი აფხაზეთი მულტიეთნიკურია, თუმცა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის ეთნოკრატულ პოლიტიკას ატარებს. 35 დეპუტატიდან პარლამენტში, 31-ს აფხაზური გვარი აქვს, ხოლო სამს - სომხური. გალის რაიონის წარმომადგენელი კახა პერტაია ნახევრად ქართველია, თუმცა, მის გარდა, არცერთი ქართველი ან რუსი თანამდებობაზე დანიშნული არაა. მთავრობა და პრეზიდენტის სახლიც, თითქმის მთლიანად, ეთნიკურად აფხაზებისგან შედგება. ეს მოცემულობა საბჭოთა დროს ნაციის ტიტულის ქონის და ეთნიკურ ნიადაგზე ომის შედეგია.
ეს გულისხმობს, რომ დნესტრისპირეთისა და ჩრდილოეთ კვიპროსისგან განსხვავებით, ქართული მომსახურების ან სამოქალაქო დოკუმენტების მიღებაზე სტიგმა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია, მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდისთვის ბევრი ცდუნება არსებობს. ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას გალში ასევე ბევრ სირთულესთან უწევს გამკლავება, როცა თავიანთ ბავშვებს ქართულად ასწავლიან და შემდგომ, ისინი ენგურს მიღმა, მეზობელ სამეგრელოში გადადიან. 2017 წელს, აფხაზებმა და რუსებმა მდინარეზე სხვადასხვა გამშვები პუნქტი ჩაკეტეს და მხოლოდ ერთი დატოვეს, რითაც გადასვლა კიდევ უფრო შეაფერხეს.
2017 წელს, შეხვედრებში აფხაზმა გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის ჩართულობაზე თანახმა იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოსთან დაკავშირება არ მოუწევდათ[46]. აფხაზი თანამდებობის პირები, დნესტრისპირეთის და ჩრდილოეთ კვიპროსისგან განსხვავებით, საერთაშორისო აღიარებას თავიანთი პრობლემებიდან მთავარ გამოსავლად სახავენ. აფხაზეთის სავაჭრო პალატის უფროსმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გენადი გაგულიამ თქვა, რომ „მზადაა საქართველოსთან ივაჭროს“, მაგრამ ამისთვის პოლიტიკურ დათმობებზე არ წავა. ის ამტკიცებდა, რომ რუსეთის გავლით თურქეთთან, რუსეთთან და ევროპასთან ჯანსაღი ვაჭრობა ჰქონდათ. როცა ბრიუსელიდან წარგზავნილი პირის ვიზიტის და მასთან განხილულ საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ღია ვაჭრობის შესახებ ჰკითხეს, გაგულიამ უპასუხა: „ვუთხარი, რომ თუ საქართველო გვაღიარებს, პრობლემა არ გვექნება.”[47]
დიალოგში, სადაც დაურ კოვე ევროკავშირსა და საერთაშორისო წარმომადგენლებს პატივისცემით მოიხსენიებდა, იგი მტკიცედ უკუაგდებდა დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ, აფხაზებისადმი თბილისის შეთავაზებულ მომსახურებებს. მისი თქმით, „ქართველებს ერთი მარტივი რამ არ ესმით. ჩვენ ისინი არ გვჭირდება. მათ გარეშე უკვე 25 წელია ვარსებობთ.”
ეს განცხადებები ბოლომდე პირდაპირაც არ უნდა გავიგოთ. მიუხედავად საჯაროდ ასეთი მტკიცე საუბრისა, აფხაზებს თვითიზოლაცია, და სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩაკეტილი საზღვრები და რუსეთზე სრული დამოკიდებულება ემუქრებათ.[48] რეგიონში ძალიან სუსტი საერთაშორისო ჩართულობის კვალდაკვალ, ამ პროცესს უკვე ცუდი შედეგები მოჰყვა. მაგალითად, 2017 წელს, „ყავისფერმა ფაროსანამ” თხილის მოსავალი როგორც აფხაზეთში, ისე დასავლეთ საქართველოში გაანადგურა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ფერმერებს ორივე მხარეს. ერთ-ერთი დაანგარიშებით, აფხაზეთში, მოსავლის 80%-ზე მეტი განადგურდა.[49] თუმცა, სტატუსის შესახებ დავის გამო, ექსპერტებს ცოდნის გაზიარების საშუალება არ მიეცათ. ქართველი ექსპერტები აფხაზეთში ვერ ჩადიოდნენ და ორ მხარეს შორის არასაკმარისი კოორდინაცია იყო.
შეუძლია თუ არა ვინმეს ამ ნეგატიური დინამიკის შეცვლა? სხვადასხვა ჯგუფი აფხაზეთში - მაგ. სტუდენტები, ბიზნესმენები, ჟურნალისტები - განსხვავებულ პოლიტიკას ნამდვილად დაუჭერდნენ მხარს, მაგრამ ამჟამად ჩუმად არიან. ცალკე ჯგუფია სომხური თემი აფხაზეთში, რომელიც მეტი ჩართულობით უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდებოდა, თუმცა, მათი პოზიციები ნაკლებად შესამჩნევია. 2011 წლის აღწერით, ამ უკანასკნელთა რაოდენობა 42 000 ადამიანს შეადგენს (მთელი 240 000-იანი მოსახლეობიდან) და ძალიან აქტიურები არიან ბიზნესში[50]. რეალური რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალიც იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისინი თითქმის არ არიან წარმოდგენილნი.
უმაღლესი განათლება სამიზნედ
განახლებულ ჩართულობაზე საუბრისას სამი მიმართულების განხილვა ღირს. ერთ-ერთია უმაღლესი განათლება. ვლადიმირ დელბა, აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ასუ) რექტორი, ინტერვიუში ამბობს, რომ მის უნივერსიტეტს ბევრი საერთაშორისო კონტაქტი აქვს, მაგრამ ძირითადად რუსეთის ფედერაციასთან მუშაობს, ვინაიდან ეს უკანასკნელი უნივერსიტეტს განახლების მნიშვნელოვანი პროგრამით დაეხმარა. მისი აზრით, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება აფხაზეთის საერთაშორისო აღიარებაა, რაც საბოლოოდ ასუ-ს საერთაშორისო ასპარეზზე გაიყვანს. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი სტუდენტი და მასწავლებელი იმედოვნებს, რომ რუსეთს გასცდებიან. უნივერსიტეტის საქართველოს განათლების სისტემასთან დაკავშირება პოლიტიკურად შეუძლებელია, თუმცა საქართველოს თანხმობის შემთხვევაში, ორმხრივი კავშირების გაბმა ევროპულ უნივერსიტეტებთან შესაძლებელი უნდა გახდეს. ერთი ასეთი სქემა ასუ-ს და ბრიუსელის თავისუფალ უნივერსიტეტს შორის უკვე მოქმედებს.
მუშაობა საერთაშორისო მობილობაზე
მეორე, აფხაზები საერთაშორისო მობილობის გაუმჯობესებითაც არიან დაინტერესებულნი. დღესდღეობით, აფხაზები საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობას - ან უარს ვიზაზე -რუსეთის პასპორტით იღებენ. მიიღებენ თუ არა ვიზას, დამოკიდებულია სხვადასხვა ევროპულ სახელმწიფოზე, რომელთაც თავის მხრივ, ამ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. სიტუაცია, ბოლო ორი წლის მანძილზე, გაუარესდა. ბევრი ანგარიშის მიხედვით, ვინაიდან ახალგაზრდა აფხაზებს რუსული პასპორტები ჯერ არ აქვთ, რუსეთს მიღმა არსად არ შეუძლიათ მოგზაურობა. რუსეთის პოზიციაა, რომ ვინაიდან აფხაზეთს რუსეთი აღიარებს, აფხაზური პასპორტები საკმარისი უნდა იყოს. ყველა მხარისთვის მისაღები ალტერნატიული სქემა ჯერ არავის უპოვია. თუმცა, საერთო ინტერესი ახალ გამოსავალს მოითხოვს - ქართველებისთვის, რომელთაც არ უნდათ, რომ აფხაზებს მხოლოდ რუსული საბუთები ჰქონდეთ, და აფხაზებისთვის, რომელთაც საზღვარგარეთ მოგზაურობა უნდათ.
სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება
ჩართულობის მესამე სფერო ვაჭრობაა. დღესდღეობით, აფხაზეთის ეკონომიკური აქტივობა მხოლოდ რამდენიმე სექტორს მოიცავს, კერძოდ, ტურიზმს, მანდარინისა და თხილის მოყვანას, რომლის უდიდესი ნაწილიც რუსეთში გადის. აფხაზეთი ცოტაოდენს თურქეთთანაც ვაჭრობს ზღვის მეშვეობით, მაგრამ ეს საქართველომ უკანონობად სცნო. საქართველოსთან ეკონომიკური კავშირები მყიფეა. მთავარი საერთო ეკონომიკური პროექტი ჰიდრო ელექტრო სადგურია ენგურზე, რომელსაც განვითარებისა და რეკონსტრუქციის ევროპული ბანკი აფინანსებს[51].
სოხუმი, აფხაზეთი. სტუდენტები აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ასუ).(ავტორის ფოტო)
აფხაზეთს ენგურს მიღმა საქართველოსთან და შემდგომ ევროპასთან ვაჭრობის მეტი პოტენციალი აქვს. ეს საკითხი საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის ბოლო სტატიაშია განხილული. ეკონომიკური სიტუაციის გაუარესების, რუსული დაფინანსების შემცირების და რუბლის გაუფასურების შედეგად, აფხაზი ბიზნესმენები დასავლეთთან კავშირებს ეძებენ, რათა ევროპული საქონელი შემოიტანონ და საკუთარი (მაგ., თხილი) გასაყიდად გაიტანონ იქ, საიდანაც რუსულ ბაზართან შედარებით, 5-ჯერ მეტი შემოსავალი ექნებათ[52].
აფხაზეთში ჩასული ევროკავშირის წარმომადგენლები, არაფორმალურ საუბრებში, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების რეგიონზე გავრცელების დნესტრისპირეთის მსგავს განვითარებაზე მიუთითებენ. თუმცა, აფხაზი ბიზნესმენებისგან განსხვავებით, დნესტრისპირელები მზად არიან, მოლდოვური საბაჟო, წარმოების სერტიფიკატები და საბაჟო რეგულაციები მიიღონ. დიდი გამოწვევა იქნებოდა გაგვერკვია, რუსულ-აფხაზურ საზღვარზე კონტროლი რეალურად ვის ხელშია. ეს არ ნიშნავს, რომ სტატუს-ნეიტრალური შემოქმედებითი მექანიზმების გამონახვა შეუძლებელია, თუმცა ამას სერიოზული პოლიტიკური ნება სჭირდება, მათ შორის რუსეთის მხრიდან, მაშინ, როცა ეს ნება არ არსებობს.
ასეთი არადამაკმაყოფილებელი სიტუაციის გადალახვას მეტი შემოქმედებითობა სჭირდება. თბილისმა უკანასკნელ წლებში აფხაზეთთან მიმართებაში გაცილებით უფრო პროგრესული იდეები განახორციელა, ვიდრე 1993 წლის ბოლოდან მოყოლებული რომელიმე სხვა პერიოდში. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრად ნაკლები საშუალება უპყრია მას დღეს ხელთ. წლების განმავლობაში იზოლაციამ თბილისთან კავშირების გაწყვეტა და ბერკეტების დასუსტება გამოიწვია. ეს, თავის მხრივ, საერთაშორისო წარმომადგენლებისთვის აფხაზეთთან კომუნიკაციის ცოტა საშუალებას ტოვებს. 2018 წლის მოცემულობით, მაქსიმუმ იმის თქმა შეიძლება, რომ ფანჯრები ბოლომდე ჯერ არ დახურულა.
პუბლიკაციის სრული ვერსია ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ წაიკითხოთ კარნეგის ფონდის ვებგვერდზე.
შენიშვნები
[1] ავტორმა მოინახულა აფხაზეთი, დნესტრისპირეთი, ჩრდილოეთ კვიპროსი, თბილისი, კიშინოვი და ნიქოზიის ორივე მხარე. უკრაინაში კი მხოლოდ კიევსა და სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიებზე იმყოფებოდა და არ გადასულა არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. ავტორი მადლობას უხდის რუსტამ აჩბას, ევა ბუნეგრუს, იეშიმ ჰარისს და ნატალია შაპოვალოვას ამ მოგზაურობებში დახმარებისთვის
[2] „არარსებული ადგილები,” BBC News, მაისი 4, 2005, http://news.bbc.co.uk/1/hi/programmes/ this_world/4491059.stm.
[3] ჯორჯო კომაი დე ფაქტო ქვეყნებს „პატარა დამოკიდებულ იურისდიქციებს” უწოდებს, რითაც წყნარი ოკეანის პატარა აღიარებულ კუნძულ-ქვეყნებთან ავლებს პარალელს, რომლებიც ძალიან არიან დამოკიდებულნი შეერთებულ შტატებზე. იხ.: Giorgio Comai, “What Is the Effect of Non-recognition? The External Relations of De Facto States in the Post-Soviet Space” (dissertation, Dublin City University, Ireland, January 2018), http://doras.dcu.ie/22159/1/Comai-PhD.pdf.
[4] . “Eurobarometer: Life in the European Union,” European Commission, May 2015, http:// ec.europa.eu/commfrontoffice/publicopinion/archives/eb/eb83/eb83_fact_cy_en.pdf; and “Pub- lic Opinion Survey: Residents of Moldova,” Centers for Insights in Survey Research, July 2018, h t t p s : // w w w. i r i . o r g /s i t e s /d e f a u l t / fi l e s / 2 018 -7-16 _ m o l d o v a _ p o l l _ p r e s e n t a t i o n . pdf.
[5] “NATTERR: Most Important National Issues – Territorial Integrity (%),” Caucasus Research Resource Center, June 2017, http://caucasusbarometer.org/en/nj2017ge/NATTERR/.
[6] იხ.“The De-Isolation of Abkhazia,” International Alert, April 2011, https://www.international-alert.org/publications/de-isolation-abkhazia-en.
[7] . Rebecca Bryant & Mete Hatay, De Facto Dreams: Building the So-Called State (Philadelphia: University of Pennsylvania Press, forthcoming 2019).
[8] Published by the U.S. Institute of Peace.
[9] ცნებები „მეტროპოლიური ქვეყნები” და „საბაზისო ქვეყნები” ასევე ამ კატეგორიის ქვეყნების აღსაწერად გამოიყენება. დე ფაქტო ქვეყნებში ბევრი ეწინააღმდეგება ტერმინ „მშობელი” ქვეყნის გამოყენებას, ვინაიდან ის პრივილეგირებულ პოზიციაში აყენებს ამ უკანასკნელს. თუმცა, აუცილებლად არ იგულისხმება, რომ მშობელი ქვეყნები წინამორბედი დიდი საზიარო ქვეყნის ნაწილები არიან. ამასთან, მშობლები ყოველთვის მზრუნველები არ არიან და შესაძლოა ძალადობრივებიც კი იყვნენ.
[10] James Crawford, The Creation of States in International Law, 2nd ed. (Oxford: Oxford Uni- versity Press, 2007), 37. სახელმწიფოებრიობის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ განმარტებებს 1933 წლის მონტევიდეოს სახელმწიფოს უფლებების და ვალდებულებების კონვენცია გვთავაზობს. როგორც წესი, დე ფაქტო ქვეყნები ოთხიდან სამ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ: „მუდმივი მოსახლეობა”, „შემოსაზღვრული ტერიტორია” და „მთავრობა”, თუმცა მეოთხეს „სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში შესვლის შესაძლებლობას” მოკლებულნი არიან.
[11] Interview with Thorbjørn Jagland, Ekho Moskvy radio, July 9, 2010. Russian transcript avail- able at https://echo.msk.ru/programs/beseda/693726-echo/
[12] “Declaration of the Civil Society Regarding the Red Lines of the Transnistrian Settlement,” Promo-LEX, August 21, 2016, https://promolex.md/2767-declaratia-societatii-civile-cu-privire- la-liniile-rosii-ale-reglementarii-transnistrene/?lang=en.
[13] James Ker-Lindsay, “Engagement Without Recognition: The Limits of Diplomatic Interaction With Contested States,” International Affairs 91, no. 2 (2015): 284.
[14] ეს ასე არ არის აღმოსავლეთ უკრაინის შემთხვევაში, სადაც აჯანყებულმა ხელისუფლებამ არაერთი ადამიანი ნარკოტიკებით ვაჭრობისა და სხვა დაუსაბუთებელი ბრალდების გამო დასაჯა. მაშინ, როცა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ტომას ჰამერბერგის ორივე ანგარიშში აფხაზეთი და დნესტრისპირეთი თანამშრომლობდნენ.
[15] “Case of Loizidou v. Turkey,” European Court of Human Rights, December 18, 1996, https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22dmdocnumber%22:[%22695884%22],%22item id%22:[%22001-58007%22]}.
[16] “Case of Ilascu and Others v. Moldova and Russia,” European Court of Human Rights, July 8, 2004, https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22docname%22:[%22Ilascu%22],%22item id%22:[%22001-61886%22]}.
[17] “Recognition of States: The Consequences of Recognition or Non-recognition in UK and Inter- national Law,” Chatham House, summary of the International Law Discussion Group meet- ing held on February 4, 2010, 13–14, https://www.chathamhouse.org/sites/default/files/field/field_document/Meeting%20Summary%20Recognition%20of%20States.pdf.
[18] “Legal Consequences for States of the Continued Presence of South Africa in Namibia (South West Africa) Notwithstanding Security Council Resolution 276 (1970),” International Court of Justice, June 21, 1971, https://www.icj-cij.org/files/case-related/53/053-19710621-ADV-01-00- EN.pdf.
[19] Peter Semneby, “Statement by the EUSR for the South Caucasus,” European Parliament, February 10, 2011, http://www.europarl.europa.eu/meetdocs/2009_2014/documents/dsca/dv/dsca_20110315_10/dsca_20110315_10en.pdf. See also Bruno Coppieters, “Engagement With- out Recognition,” in The Routledge Handbook of State Recognition, eds. Gëzim Visoka, John Doyle, and Edward Newman (London: Routledge, forthcoming 2019).
[20] Interview with author, July 2018; “Political Relations,” Hellenic Republic Liaison Office in Pristina, April 11, 2014, https://www.mfa.gr/missionsabroad/en/pristina-en/bilateral-relations/ political-relations.html; and Brian Oliver, “Exclusive: Spain Loses Weightlifting Champion- ships Because of Political Stance Over Kosovo,” Inside the Games, April 23, 2018, https:// www.insidethegames.biz/articles/1064262/spain-loses-weightlifting-championships-because-of- political-stance-over-kosovo.
[21] Jean-Claude Juncker (@junckereu), “Congratulations to Mustafa #Akinci for his success in becoming the new leader of the Turkish Cypriot community,” Twitter, May 1, 2015, https:// twitter.com/junckereu/status/594066938059431936?lang=en-gb.
[22] Donnacha Ó Beacháin, Giorgio Comai, and Ann Tsurtsumia-Zurabashvili, “The Secret Lives of Unrecognised States: Internal Dynamics, External Relations, and Counter-Recognition Strategies,” Small Wars & Insurgencies 27, no. 3 (2016): 440–66.
[23] Interview with the author, London, July 2018.
[24] “Georgia Irked by EU Envoy’s Alleged Remarks in South Ossetia,” Radio Free Europe/Radio Liberty, May 18, 2017, https://www.rferl.org/a/georgia-eu-south-caucasus-herbert-salber-south- ossetia/28493838.html.
[25] მეტი ინფორმაციისთვის იხ. Gali district and human rights in Abkhazia more generally see Thomas Hammarberg and Magdalena Grono, “Human Rights in Abkhazia Today,” Palme Institute, July 2017, https://www.palmecenter.se/wp-content/uploads/2017/07/Human-Rights- in-Abkhazia-Today-report-by-Thomas-Hammarberg-and-Magdalena-Grono.pdf.
[26] Rifat Başaran, “Abkhazian Children Are Victims of the 23rd April,” Abkhaz World, April 16, 2013, http://abkhazworld.com/aw/diaspora/133-abkhazian-children-are-victims-of-the-23rd- april.
[27] Interview with author, Abkhazia, October 2017
[28] Interview with author, Tbilisi, July 2017.
[29] Igor Smirnov and Rauf Denktaş occupied analogous positions as dominant leaders in Transdniestria and northern Cyprus.
[30] David Batashvili, “‘Surkov Leaks’: Glimpse Into Russia’s Management of Georgia’s Occupied Regions,” Clarion Brief, October 2016.
[31] Nicu Popescu, “Europe’s Unrecognised Neighbours: The EU in Abkhazia and South Ossetia,” Center for European Policy Studies, March 15, 2007, 18, https://www.ceps.eu/publications/ europes-unrecognised-neighbours-eu-abkhazia-and-south-ossetia.
[32] “President Dmitry Medvedev Made a Statement on Recognizing the Independence of South Ossetia and Abkhazia,” President of Russia’s official website, August 26, 2008, http:// en.kremlin.ru/events/president/news/1223.
[33] Press conference by Belarusian President Alexander Lukashenko, October 17, 2014. Transcript in Russian available at http://president.gov.by/ru/news_ru/view/press-konferentsija-prezidenta- respubliki-belarus-aglukashenko-zhurnalistam-rossijskix-regionalnyx-sredstv-10025/.
[34] Luke Harding, “Tiny Nauru Struts World Stage by Recognising Breakaway Republics,” Guardian, December 14, 2009, https://www.theguardian.com/world/2009/dec/14/nauro- recognises-abkhazia-south-ossetia.
[35] Semneby, “Statement by the EUSR for the South Caucasus.”
[36] Sabine Fischer, “The EU’s Non-recognition and Engagement Policy Towards Abkhazia and South Ossetia,” European Union Institute for Security Studies, December 1–2, 2010, https://www.iss.europa.eu/sites/default/files/EUISSFiles/NREP_report.pdf.
[37] ინფორმაცია თბილისის ევროკავშირის დელეგაციამ მოგვაწოდა. აფხაზეთში ევროკავშირის დაფინანსებაზე საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი არაა. იხ. “Projects in Georgia,” Delegation of the European Union to Georgia, accessed November 14, 2018, https://eeas.europa.eu/delegations/georgia/area/projects_en; and “COBERM: A Joint EU-UNDP Initiative,” accessed November 14, 2018, http://www.coberm .net/index.php?m=53#.
[38] “Georgia / Abkhazia: Remains Returned to Families Provide Relief and Dignity,” International Committee of the Red Cross, May 27, 2016, https://www.icrc.org/en/document/georgia- missing-abkhazia-remains-identified.
[39] Federica Mogherini, “Speech by High Representative/Vice-President Federica Mogherini at the European Parliament Plenary Session on the Conflict in Georgia,” European Union External Action, June 12, 2018, https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/46383/ speech-high-representativevice-president-federica-mogherini-european-parliament-plenary_en.
[40] Paata Zakareishvili, “В поисках водораздела Тбилиси необходимо изменить политику в отношении Абхазии и Южной Осетии” [In search of a watershed. Tbilisi needs to change its policy toward Abkhazia and South Ossetia], Nezavisimaya Gazeta, July 25, 2018, http:// w w w.ng.ru/ideas/2018-07-25/5_7274_ideas2.html.
[41] “State Strategy on Occupied Territories: Engagement Through Cooperation,” Government of Georgia, January 2010, http://gov.ge/files/225_31228_851158_15.07.20-StateStrategyonOccupiedTerritories-EngagementThroughCooperation(Final).pdf.
[42] “Sokhumi, Tskhinvali Reject Tbilisi’s EU Visa Liberalization Offer,” Civil Georgia, February 3, 2017, https://old.civil.ge/eng/article.php?id=29834.
[43] “‘A Step to a Better Future’ Peace Initiative, Facilitation of Trade Across Dividing Lines,” Office of the State Minister of Georgia for Reconciliation and Civic Equality, 2018, http://smr.gov.ge/Uploads/Concept_EN_0eaaac2e.pdf
[44] Ketevan Tsikhelashvili: ‘We Are Making Open and Determined Peace Statement,” Democracy and Freedom Watch, April 4, 2018, http://dfwatch.net/ketevan-tsikhelashvili-making-open-determined-peace-statement-50197.
[45] “The Commentary of Daur Kove on the New Peace Initiative of the Georgian Government ‘A Step to a Better Future,’” Ministry of Foreign Affairs of the Republic of Abkhazia, April 5, 2018, http://mfaapsny.org/en/allnews/news/statements_speeches/kommentariy-daura-kove- o-novoy-mirnoy-initsiative-pravitelstva-gruzii-shag-k-luchshemu-budushchemu-/?sphrase_ id=1521%20.
[46] Interview with author, October 2017.
[47] Gagulia was made prime minister of Abkhazia in April 2018. He died in a car accident in September 2018.
[48] “The De-isolation of Abkhazia,” International Alert, April 2011, http://abkhazworld.com/aw/ Pdf/1107Abkhazia.pdf.
[49] “Stink Bug Devastates Hazelnut Crops in Samegrelo and Abkhazia,” OC Media, September 20, 2017, http://oc-media.org/stink-bug-devastates-hazelnut-crops-in-samegrelo-abkhazia/.
[50] Abkhaz census data available at http://www.ethno-kavkaz.narod.ru/rnabkhazia.html.
[51] ქართველი ექსპერტი ვალერი ბასარია გვაფრთხილებს, რომ ეს ეფექტური, მაგრამ იძულებითი თანამშრომლობა მეტი მნიშვნელობის მქონე არაა და მცდარია ვიფიქროთ, რომ სხვა თანამშრომლობის პროექტების მაგალითი შეიძლება იყოს. “Regulating Trans-Ingur/i Economic Relations: Views From Two Banks,” International Alert, July 2011, https://www.international-alert.org/sites/default/files/Caucasus_TransInguri_EconRelationsViews_EN_2012_0.pdf.
[52] “Abkhazia and South Ossetia: Time to Talk Trade,” International Crisis Group, May 24, 2018, https://www.crisisgroup.org/europe-central-asia/caucasus/georgia/249-abkhazia-and-south- ossetia-time-talk-trade.