მწვანე აკადემიის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს მდგრადი განვითარების პრინციპების საფუძველზე ალტერნატიული პოლიტიკის ხედვებისა და მიდგომების შემუშავებისთვის პლატფორმის შექმნა, რომლის მონაწილეებიც თავიანთ წვლილს შეიტანენ სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადასაწყვეტად სამხრეთ კავკასიაში. მწვანე აკადემიის მონაწილეებისა და ექსპერტებისგან შემდგარი პლათფორმა საზოგადოებრივი დისკუსიების სტიმულირებას ისეთი თემების გარშემო მოახდენენ, როგორებიცაა გარემოსდაცვითი სამართლიანობა, სოციალური სამართლიანობა, გენდერული დემოკრატია, ქალაქების და მათი მაცხოვრებლების მომავალი, საყოველთაო კეთილდღეობის ეკონომიკა, რესურსების სამართლიანი განაწილება. მონაწილეების მიერ მომზადებული კვლევები და პროექტები შექმნიან მნიშვნელოვან ცოდნას, კავშირებს და გამოცდილებას, რაც ასე მნიშვნელოვანი სამხრეთ-კავკასიის სოციო-ეკოლოგიური ტრანსფორმაციისთვის.
აქ აკადემიის ფარგლებში დაგროვებული ცოდნის, ჩატარებული კვლევების ან მონაწილეების საინტერესო გამოცდილებების შესახებ გაგიზიარებთ ინფორმაციას.