როგორ გავხდე "მწვანე აკადემიის" მონაწილე?

როგორ გავხდე "მწვანე აკადემიის" მონაწილე?

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსს ყოველწლიურად (მაისი-ივნისის თვეებში), მწვანე აკადემიის საზაფხულო სკოლის წინ აცხადებს. კონკურსის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ვებგვერდიდან და სოციალური ქსელებიდან.

მწვანე აკადემიაში მიღების პროცესი/კრიტერიუმები?

მწვანე აკადემიაში მონაწილეობა შეუძლიათ 21-იდან 33 წლამდე ახალგაზრდებს , რომლებსაც უმაღლესი განათლება აქვთ და საქართველოში ცხოვრობენ. სასურველია ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.

პროგრამა განსაკუთრებით საინტერესოა ახალგაზრდა აქტივისტებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მკვლევარებისთვის და პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც მწვანე პოლიტიკა აინტერესებთ და ჩართულნი არიან სამოქალაქო ატივიზმში.

შესაძლებლობები მწვანე აკადემიის მონაწილეებისთვის/ კიდევ ერთი მიზეზი თუ რატომ უნდა გახდეთ მწვანე აკადემიის მონაწილე

მწვანე აკადემია მცირე აკადემიური კვლევების საშუალებას აძლევს იმ ახალგაზრდა მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ-გარემოსდაცვით საკითხებზე ჩაღრმავებულად მუშაობის სურვილი აქვთ.

ყოველწლიურ საგრანტო კონკურსში  მონაწილეობის მიღება მხოლოდ მწვანე აკადემიის მონაწილეებს შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

2018 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა ნაშრომები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Related Content

  • რა არის "მწვანე აკადემია"?

    მწვანე აკადემია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის პროექტია, რომლის მიზანია მწვანე საკითხების აქტუალიაზება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებაში

0 კომენტარები

ახალი კომენტარის დამატება

ახალი კომენტარის დამატება