საქართველო და ევროკავშირი - აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში - Livestream

10 ოქტომბერს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისმა, ახალი პროექტის "საუბრები ბიოლის ფონდში" ფარგლებში გამართა საჯარო დისკუსია თემაზე "საქართველო და ევროკავშირი - აღმოსავლეთის პარტნიორობის საერთო ხედვის ძიებაში".

საჯარო დისკუსიაზე ვიმსჯელეთ შემდეგ საკითხებზე:

✅ სად ვართ ამჟამად აღმოსავლეთის პარტნიორობის პოლიტიკის კუთხით?
✅ რა მიმართულებით ვითარდებიან საქართველო და ევროკავშირი?
✅ რა შეიძლება იყოს ხედვა საქართველოსა და ევროკავშირისთვის და როგორ შეიძლება დავუბრუნდეთ ამბიციურ დღის წესრიგს?

მომხსენებლები:
✅ სოფიო ქაცარავა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე;
✅ მანუელ სარაცინი, გერმანიის პარლამენტის წევრი, ალიანსი 90/მწვანეთა პარტია;
✅ კორნელი კაკაჩია, დირექტორი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი;

მოდერატორი: შტეფან მაისტერი, დირექტორი, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი.

 

საჯარო დისკუსია ჩატარდა ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ფორმატის „საუბრები ბიოლის ფონდში“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო დისკუსიების გამართვას საქართველოსთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.