არსებობს თუ არა სამოთხისდარი დასასვენებელი ადგილები?

მზიანი პლაჟები, ულამაზესი პალმები... და მუხლამდე ნაგავი წყლის მისადგომებთან. მიუხედავად იმისა, რომ დამსვენებლებს ხელუხლებელი ბუნებით ტკბობა სურთ, ხშირად ისინი თავად ანადგურებენ ამ თვალწარმტაცი ადგილების სილამაზეს. ამასთან, სანაგვე სისტემები მოუწესრიგებელია. 

ზღვასა თუ პლაჟებზე პლასტმასის ნაგვის მედიის საშუალებით ხილვა უკვე წლებია აღარავის აკვირვებს. ყოველწლიურად ოკეანეებში ხვდება მილიონობით ტონა პლასტმასა.

ის იქ ჩააქვს მდინარეებსა და საკანალიზაციო სისტემებს; პლასტმასის ნაგავს წყალში ყრიან გემებიდან; ის იქ ხმელეთიდანაც ხვდება, როცა ზღვის ტალღები დაბინძურებულ ნაპირებს ფარავს. ზღვებისა და ოკეანეების ნაპირებსა და პლაჟებზე ტურისტების მიერ დატოვებული პლასტმასის ნარჩენების ნამდვილი კორიანტელია. ეს ნაგავი კი მნიშვნელოვნად აზარალებს ისეთი ლეგენდარული დასასვენებელი ადგილების რეპუტაციას, როგორებიცაა, მაგალითად, კარიბის კუნძულები ან ბალი.

 

ნაგვის დახარისხების პროცენტული ზრდა სარდინიაში - ინფოგრაფიკა

2000­იანი წლების დამდეგამდე სარდინიაში ნაგვის მხოლოდ მცირე ნაწილს ახარისხებდნენ. მას შემდეგ მოსახლეობის  ცნობიერება  ძირფესვიანად შეიცვალა.


ტურიზმის სფეროს მესვეურნი პრობლემას ვეღარ უგულე- ბელყოფენ და აქა-იქ თანდათან იწყებენ მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვას. მსოფლიო ტურიზმის 80 პროცენტი ზღვისპირა კურორტებზე მოდის. მიმზიდველობის შესანარჩუნებლად დასასვენებელ ადგილებს დიდი ხარჯის გაწევა უხდებათ, რადგან ზღვის ნაგვით გარემოსთვის მიყენებული ზარალი უზარმაზარია. გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის ექსპერტები ამ ზარალს წელიწადში 13 მილიარდ აშშ დოლარად აფასებენ. ეს თანხა შეიცავს ადმინისტრაციული ერთეულებისა და ეკონომიკის გარკვეული დარგებისთვის მიყენებულ უშუალო ზარალსაც (მაგალითად, გაწმენდის სამუშაოებისა თუ ნარჩენების გადამუშავების ხარჯებს). ამ თანხის ერთ-ერთი შემადგენელია, აგრეთვე, თევზჭერისა და ტურიზმის სფეროებში ნაგვის არსებობით განპირობებული ზარალიც. შესაბამისი საფუძვლიანი გამოკვლევებისა და სტატისტიკური მონაცემების არარსებობა შეუძლებელს ხდის ზუსტი რიცხვების დადგენას. თანაც, ზოგი შედეგის გაზომვა ძნელია, მათ შორის, გარემოზე იმ ინვაზიურ სახეობათა ზეგავლენისა, რომლებიც წყალში მცურავი პლასტმასის ნაგვის გარშემო ვრცელდება.

დასასვენებლად გამგზავრებით ყოველი ჩვენგანი უნებლიეთ ზრდის თავის ეკოლოგიურ ნაკვალევს. ყოველი მოგზაურობა რომელიმე ეგზოტიკურ წერტილში  უმეტესწილად თვითმფრინავის გამოყენებით  იწვევს ჰაერში დიდი რაოდენობით CO2-ის გა-მოყოფას. თანაც, მოგზაურობისას ტურისტი, ჩვეულებრივ, იმაზე მეტ ერთჯერად პროდუქტსა თუ შეფუთვას მოიხმარს, ვიდრე შინ. აეროპორტებში, თვითმფრინავებსა და მატარებლებში, ბენზინგასამართ სადგურებში საჭმელ-სასმელს უმეტესწილად ერთჯერადი შეფუთვებითა და პლასტმასის ბოთლებით გვთავაზობენ. პოპულარული ტურისტული ადგილებიდან ბევრში ჯერაც არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ნაგვის მზარდ მთებთან გამკლავებას. ამიტომ არის, რომ ზაფხულის თვეებში 40 პროცენტით იზრდება ხმელთაშუა ზღვაში მოხვედრილი პლასტმასის ნაგვის მოცულობა. ეს გარემოება ნათლად გვიჩვენებს, რომ ტურიზმი და პლასტმასის ნაგვით გარემოს დაბინძურება ერთმანეთთან უშუალოდ არის დაკავშირებული.

საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით, თვითმფრინავის ყოველი მგზავრი ერთი ფრენისას სალონში საშუალოდ 1,4 კილოგრამ ნაგავს ტოვებს. 2017 წელს ნაგვის ამ კატეგორიამ 5,7 მილიონი ტონა შეადგინა. თვითმფრინავის პერსონალისა და დამლაგებლების მიერ შეგროვებულ სანაგვე ტომრებში შერეული ნაგავია, რომელიც ყოველი რეისის დანიშნულების ადგილას რჩება.


პლაჟებზე მიმობნეულ ნაგავში იპოვით პლასტმასის ბოთლებს, ჭურჭელსა თუ ჩიპსის კოლოფებს. მაგრამ პლასტმასა ნაკლებად თვალშისაცემ საგნებშიც მოიპოვება, მაგალითად, სიგარეტის ნამწვებში ან ბამბის ჩხირებში.


ყველაზე გავრცელებული ნაგავი რამდენიმე სანაპირო ზოლზე, პროცენტული მაჩვენებელი საშუალოდ ყოველ ას მეტრზე - ინფოგრაფიკა

ნარჩენების გადაყრის სისტემები სხვადასხვა ქალაქში განსხვა- ვებულია, რის გამოც საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა მიერ დატოვებული ნაგავი თითქმის არ გადამუშავდება. რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება თვითმფრინავების ოპტიმალურ ექსპლუატაციას და სწორედ ამით უნდა აიხსნას საჰაერო ტრანსპორტში პლასტმასის ხვედრითი წილის ზრდა. ჰიგიენის წესების თანახმად, ჭურჭელი, დანა-ჩანგალი და საკვები შეფუთული უნდა იყოს, რაც ხელს უწყობს პლასტმასის იაფი და მსუბუქი მასალის გავრცელებას. ავიაკომპანიებისთვის მნიშვნელოვანია წონის შემცირება, რადგან ეს ამცირებს საწვავის მოხმარებას, ფრენის ხარჯებსა და გამონაბოლქვს. რაღა გასაკვირია, თუ მჩატე პლასტმასა უფრო მძიმე ალტერნატივებთან ბრძოლაში გამარჯვებული გამოდის?

თუმცა, ზოგი ავიაკომპანია უკვე პირველ ნაბიჯებს დგამს პლასტმასისგან თავისუფალი ფრენების მიმართულებით. ისინი სულ უფრო მეტად იყენებენ კომპოსტირებად ან მრავალჯერადი მოხმარების ლანგრებს, ჭურჭელსა და დანა-ჩანგალს, ქაღალდის, ბამბუკის ან ხის შესაფუთ მასალას. დიდი ბრიტანეთის მსხვილმა ტურისტულმა კომპანიამ „თომას კუკმა” 2018 წელს პირობა დადო, 2020 წლამდე თავისი კურორტებიდან გაიტანოს პლასტმასის ერთ- ჯერადი მოხმარების საქონლის 70 მილიონამდე ერთეული. „თომას კუკი” ტურიზმის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპა- ნიაა, რომელიც ამგვარ ზომას მიმართავს. 

ტურისტული სეზონი პიკს აღწევს. პლასტმასის ნაგავთან გამკლა- ვება მათ, მართალია, მთელი წლის განმავლობაში უხდებათ, მაგ- რამ სეზონის პიკზე ნარჩენების გატანის სამსახურებს ნაგვის ვეება მთებთან შებრძოლება უწევთ. იტალიის კუნძულმა სარდინიამ დაგ- ვანახვა, როგორ შეიძლება ამ ბრძოლაში წარმატების მიღწევა. ჯერ კიდევ 2003 წელს, იქ ნაგვის მხოლოდ 3,8 პროცენტს ახარისხებ- დნენ, დღეს კი ეს რიცხვი 60-ზე მეტს აღწევს. ასე რომ, სავსებით რეალისტური ჩანს მიზანი, 2022 წლისთვის ნაგვის 80 პროცენტის დახარისხება ხდებოდეს.

ქალაქებსა და რეგიონებს განსაკუთრებით უჭირთ მაშინ, როცა ბიოლოგიური ნარჩენების ცალკე შეგროვებამ ვითარება დიდწილად გააუმჯობესა. ამასთან, გაიზარდა ნაგვის გატანის გადასახადი და ეტაპობრივად გაწერილი მიზნების შესრულების შემთხვევაში მუნიციპალიტეტებს ეკონომიკურად ახალისებენ. ნაგვის გატანის საქმეში მიღწეული შედეგების მიხედვით, ქალაქებსა და სოფლებს პრემიებს ანიჭებენ ან – თუ დადგენილ მიზანს ვერ მიაღწიეს სანქციებს უწესებენ. ყოველივე ამით კი ხეირობენ არა მხოლოდ სარდინიის მცხოვრებნი, არამედ კუნძულზე დასასვენებლად ჩასული სტუმრებიც.