16 ივლისს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა უმასპინძლა ონლაინ საჯარო დისკუსიას "ტურიზმი საქართველოში: სექტორის განვითარების ძირითადი მახასიათებლები და მომავლის პერსპექტივები".
ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი დარგია, რომელიც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს აგენერირებს. მიუხედავად ამისა, ქვეყანას დღემდე არ გააჩნია ტურიზმის განვითარების სტრატეგია, სექტორი ქაოტურად ვითარდება, რაც მნიშვნელოვანი გამოწვევებს ქმნის, როგორც მისი მართვის, ისე მდგრადობის თვალსაზრისით.
ბოლო წლებში საქართველოში მასობრივი ტურიზმი განვითარდა, რომელიც ტურისტების რაოდენობის ზრდაზე, დაბალ და საშუალო გადამხდელუნარიანი ტურისტების მოზიდვაზე, ერთიდაიგივე ტურისტული ბილიკების გავლაზე იყო ორიენტირებული. ტურიზმის სხვა მიმართულებები, რომლებიც გარემოსთვის ნაკლებ საზიანოა, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანი, ჯერ კიდევ ხელშეწყობას საჭიროებს.
კოვიდ 19-ის პანდემიამ ყველაზე ძლიერად სწორედ ტურიზმის სექტორზე და მასში დასაქმებულ ადამიანებზე იმოქმედა. მეორეს მხრივ, სპეციალისტები სვამენ კითხვას - იქნებ სწორედ პანდემია გახდეს საწინდარი ტურიზმის პოლიტიკის გადააზრებისთვის და უკეთესი სამომავლო სტრატეგიების დასახვისთვის?
დისკუსიაზე ვისაუბრეთ შემდეგ საკითხებზე:
-როგორ ვითარდება ტურიზმის სექტორი საქართველოში?
-რა ტიპის გამოწვევები გვაქვს პოლიტიკის და სექტორის მართვის მიმართულებით?
-რამდენად სწორია ქვეყნის სწორება მასობრივი ტურიზმისკენ? -რა შეიძლება იყოს უკეთესი ალტერნატივები საქართველოსთვის, რათა ნაკლები გავლენა მოვახდინოთ გარემოზე და უნიკალურ ეკოსისტემებზე?
-რა უნდა იყოს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია საქართველოს ტურიზმის სექტორისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ?
დისკუსიაზე გაიმართა გიორგი რაჯებაშვილის კვლევის პრეზენტაცია.
დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები:
✅ გიორგი რაჯებაშვილი, ორგანიზაცია ‘ეკო-ტური’-ს დამფუძნებელი
✅ ნატალია ბახტაძე ენგლენდერი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
✅ მერაბ ჯანიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეკონომიკური ანალიტიკოსი
ტურიზმის სექტორი საქართველოში - Heinrich Boell Foundation South Caucasus
Watch on YouTube