დახურული სამეზობლოები
პოსტსოციალისტური სივრცითი ტრანსფორმაციის კვალდაკვალ, თბილისში ჩნდება ახალი გეოგრაფიული ტენდენცია – სუბურბანული განფენა. სამშენებლო კომპანიები ცდილობენ ქალაქის ცენტრიდან გასვლას და ახალი ნაკლებად კონკურენტული მიწების ათვისებას.
მიუხედავად იმისა, რომ დახურული სამეზობლოების შესახებ მსჯელობა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ხანია მიმდინარეობს, ქართულ აკადემიურ სივრცეში არ გვხვდება ისეთი ნაშრომები, რომლებიც ამ საკითხის გარშემო თეორიულ ანალიზს შემოგვთავაზებდა ან პრობლემებს აღწერდა და მიმოიხილავდა.
წინამდებარე კვლევა აქტუალურია იმდენად, რამდენადაც ჩვენს სივრცეში აუცილებელია კონკრეტული ურბანული სივრცული მოდელის – დახურული სამეზობლოს გარშემო ცოდნის მოგროვება და გაანალიზება. კვლევა შეისწავლის თბილისში არსებულ, ერთ-ერთ პირველ და მასშტაბურ დახურულ სამეზობლოს „მწვანე ქალაქი ლისზე“. კვლევის მიზანია, დაადგინოს:
• რა ფაქტორები განაპირობებს მცხოვრებთა დახურულ სამეზობლოებში განსახლებას;
• რა სოციალურ რეალობასა და ურთიერთობის ფორმებს ქმნის დახურული სამეზობლოები თბილისში;
Product details
Table of contents
შესავალი 4
დახურული სამეზობლო: ცნება და მახასიათებლები 6
ორი წინააღმდეგობრივი თეორიული მიდგომა 9
პოსტსოციალისტური ურბანული გარდაქმნა და თბილისის მაგალითი 11
კვლევის მეთოდოლოგია 16
ლისის ტბის ტერიტორიის გასხვისების ისტორია 18
"მწვანე ქალაქი ლისზე" 20
მცხოვრებლების პერსპექტივა 23
სამეზობლოში გადმოსვლის მიზეზები 23
წინა საცხოვრებელი ადგილი 24
რესპონდენტები სამეზობლოს შესახებ – მობილობის სირთულე 25
მცხოვრებლები და დახურული სამეზობლოს მართვა 27
უსაფრთხოების საკითხები 28
დასკვნა 29
გამოყენებული ლიტერატურა 31