შემოქმედებითი პროტესტი და ცოდნის მედიაცია - ალტერნატიული სამოქალაქო აქტივიზმი (2022)

untitled gallery logo

საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში, ქვეყნების სახელოვნებო სცენამ აღმოაჩინა დამოუკიდებელი პოლიტიკური განზომილება და მხატვრული შემოქმედება პროტესტის გამოხატულებად იქცა. სოციალური ინკლუზია, გენდერი, ურბანული გარემო, ეკოლოგია და ინსტიტუციური კრიტიკა - ეს ის თემებია, რომლებიც პოლიტიკურად ჩართული ხელოვნებისთვის მნიშვნელოვანი თემები გახდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნება  დემოკრატიული პროცესების საშუალებად იქცა, თანამედროვე ხელოვნების წვდომა ძირითადად მხოლოდ თბილისით შემოიფარგლებოდა. მცირე ქალაქები მოწყდნენ ამ ტრანსფორმაციას და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს რეგიონები იზოლირებულნი არიან თანამედროვე ხელოვნების სცენისგან.

პროექტი მიზნად ისახავს ღია პლატფორმის შექმნას სხვადასხვა რეგიონებიდან ახალგაზრდა მხატვრებისთვის და ასევე სახელოვნებო პროექტის შემუშავებას, რომელიც ორიენტირებული იქნება პატარა ქალაქებში დემოკრატიულ განვითარებასა და პოლიტიკურ მონაწილეობაზე. ღონისძიებები ჩატარდება მარნეულში, ჭიათურაში, ოზურგეთსა და ქედაში - ქალაქებში, სადაც ნაკლებად ხელმისაწვდომია თანამედროვე ხელოვნება და სამოქალაქო აქტივიზმი, აღნიშნული პროექტით უსახელო გალერეა თბილისი დაიწყებს საჭირო დიალოგს ოთხ ქალაქში სამდღიანი გამოფენის ორგანიზებით. გამოფენების პარალელურად იქნება შეხვედრები და დისკუსიები. მოწვეული ხელოვანები ადგილობრივ აუდიტორიასთან ერთად ჩაერთვებიან სხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე განხილვებში. პროექტის ბოლოს, ზინ პუბლიკაცია (Zine publication) გაკეთდება, რომელშიც შევა ოთხ შერჩეულ ქალაქში მაცხოვრებელების ნამუშევრები და ზოგადად, პროექტი ხელს შეუწყობს უზრუნველყოფს ადგილობრივებს გამოხატონ თავიანთი შეხედულებები.