მექანიზმები მშვიდობის მშენებლობისთვის (2022)

Social Justice Centre logo

კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობის პოლიტიკის არარსებობამ სერიოზულად იმოქმედა აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთში და ასევე ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზთან მცხოვრები ადამიანების უფლებებსა და სოციალურ მდგომარეობაზე, საქართველოს მთავრობის პოლიტიკაში კონფლიქტური რეგიონების მიმართ დომინირებს არაღიარების და იზოლაციის პრინციპები. დე-ფაქტო ხელისუფლებები კი სულ უფრო მეტად ისწრაფვიან დასავლეთისგან იზოლაციისკენ. ამ ყველაფერმა შეზღუდა საერთაშორისო ორგანიზაციებს შეუზღუდა შესაძლებლობები ადამიანის უფლებების მონიტორინგისთვის. მიუხედავად ამისა, აფხაზეთში, ევროკავშირი ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მაშინ როცა ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ჩართულობის შესაძლებლობები ძალზე შეზღუდულია. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების ბოლო ინიციატივებით, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ჩართულობა კიდევ უფრო მეტად შეიზღუდოს, რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების აქტორებს შესაძლოა აეკრძალოთ საერთაშორისო გრანტების მიღება იმ პროექტებისთვის, რომლებიც გულისხმობს ქართველებთან თანამშრომლობას. ადამიანის უფლებებისა და სოციალური მდგომარეობის მძიმე ვითარების პირობებში, საქართველოს მთავრობას არ განუახლებია თავისი პოლიტიკის ხედვა და გეგმები კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მშვიდობის მშენებლობისთვის.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მხარს უჭერს აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთსა და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ახლოს მცხოვრები ადამიანების  უფლებების, ჰუმანიტარული და სოციალური პირობების გაუმჯობესებას. გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას ცოდნა კონფლიქტების ტრანსფორმაციის შესახებ ევროკავშირის ჩართულობის შესაძლებლობებზე, პლატფორმებსა და ჩარჩოებზე. სიღრმისეული კვლევების საფუძველზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ცდილობს ხელი შეუწყოს დეოკუპაციისა და შერიგების შესახებ ახალი სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს, გაუგზავნოს შესაბამისი რეკომენდაციები შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ჩაატაროს ადვოკატირების შეხვედრები, გამოაქვეყნოს სხვადასხვა მასალები გამოქვეყნება და მხარი დაუჭიროს საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის არსებით ტრანსფორმაციას.