კონფლიქტის ტრანსფორმაციისა და მდგრადი სამშვიდობო პოლიტიკის არარსებობამ სერიოზულად იმოქმედა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თემების უფლებებსა და სოციალურ მდგომარეობაზე, ისევე როგორც ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის (ABL) სიახლოვეს მცხოვრებთათვის. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური აქტორები კვლავ პოლარიზებულები არიან და მშვიდობასთან დაკავშირებული საკითხები არ არის მთავარ პრიორიტეტებს შორის, ადამიანის უფლებები და სოციალური პირობები კონფლიქტურ რეგიონებში და მის მიმდებარედ კვლავ რჩება გამოწვევად და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად უარესდება. გარდა ამისა, დე ფაქტო ადმინისტრაციები დგამენ ნაბიჯებს თავიანთი კანონმდებლობის რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან მეტად ჰარმონიზაციისა და და ამავდროულად, ევროკავშირსა და საქართველოსთან კიდევ უფრო მეტი გაუცხოების მიზნით, რაც ასევე გულისხმობს სტატუს კვოს შენარჩუნებას და უარყოფით გავლენას ახდენს სამშვიდობო პროცესებზე.
ჩვენი პროექტის ფარგლებში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SCJ) ხელს უწყობს ადამიანის უფლებების პერსპექტივის გაძლიერებას საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკაში. პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს გალსა და ახალგორში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა.
ამ მიზნით სოციალური სამართლიანობის ცენტრი გააძლიერებს გალის და ახალგორის მოსახლეობის საჭიროებების და გამოწვევების შესახებ ცოდნას და დისკუსიას მედიაში და საზოგადოებაში; ასევე იმუშავებს პოლიტიკურ პარტიებთან და საჯარო უწყებებთან ამ პრობლემებზე სადისკუსიო პლატფორმის შექმნის და კონკრეტული რეკომენდაციების ადვოკატირების მიზნით.