თამაში ცვლილებებისთვის (2022)

Creative development center logo

ეთნიკური უმცირესობები შეადგენენ საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედს - თუმცა ისინი ხშირად არ იდენტიფიცირებენ ქართულ სახელმწიფოსთან და ნაკლებად არიან ჩართული ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეთნიკური უმცირესობების ჩართვის ნაკლებობამ და ამ კუთხით დაშვებულმა გარკვეულმა შეცდომებმა, გამოიწვია განგრძობადი სოციალური დეზინტეგრაცია და სოციალური მარგინალიზაცია, რაც საბჭოთა კავშირის დაშლიდან გრძელდება. ბევრმა მათგანმა, ვინც ეთნიკური უმცირესობების ჯგუფს მიეკუთვნებს თავს, არ იცის თუ როგორ უნდა მიიღოს სოციალური, სამედიცინო და საგანმანათლებლო სერვისები, რაც აძლიერებს სოციალურ უთანასწორობას. განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ ქალები, რომლებიც სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან გამომდინარე იქიდან, რომ მათ დისკრიმინაციის რამდენიმე ფორმასთან უწევთ გამკლავება.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში ახალგაზრდების მონაწილეობის საკითხის გადასაჭრელად, კრეატიული განვითარების ცენტრი გამოიყენებს ფორუმის თეატრის მეთოდს, როგორც ერთგვარ ინსტრუმენტს, რათა შეისწავლოს სოციალური ცვლილებების პოლიტიკური სტრატეგიები. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი პარტნიორების გაძლიერებას უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის აქტივობები განხორციელდება შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, სამცხე ჯავახეთსა და კახეთში.