მწვანე აკადემია მცირემასშტაბიანი პროექტის განხორციელების საშუალებას აძლევს მწვანე აკადემიის ყველა მონაწილეს, რომლებსაც საქართველოში მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური დაგარემოსდაცვითი საკითხები აინტერესებთ და აქვთ სურვილი თავიანთი წვლილი შეიტანონ მწვანე პოლიტიკის თემების გარშემო დისკუსიების გაღვივებაში ან მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრაში. პროექტს შესაძლოა ქონდეს კვლევითი ხასიათი ან მიზნად ისახავდეს კონკრეტულ საკითხზე ადვოკატირებას, დისკუსიებს, ცნობიერების ამაღლებას, სამოქალაქო აქტივიზმის სხვადასხვა ფორმების გაძლიერებას.
ფონდი პრიორიტეტს მიანიჭებს იმ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც წარმოაჩენენ და ახალისებენ სამოქალაქო ქმედებას შემდეგი მიმართულებებით:
-
გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება
- ბუნებრივი რესურსების მოპოვებასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული სოციო-ეკოლოგიური საკითხები;
- სოფლის მეურნეობა და სურსათი;
- განახლებადი ენერგიების პერსპექტივები საქართველოსთვის;
- კლიმატის ცვლილება და საქართველო;
- მწვანე ჯგუფები და მათი დღის წესრიგი;
- გარემოს დაცვის, კლიმატის ცვლილების და გენდერული საკითხების თანაკვეთა.
- ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა
- სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები და პოლიტიკა;
- ზრუნვის პოლიტიკა;
- თანამედროვე ფემინისტური/ქალთა/ქვიარ მობილიზება ან/და დღის წესრიგი;
- ანტი-გენდერული მოძრაობები ;
- მასკულინობის კვლევები .
- დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის მხარდაჭერა
- ადგილობრივ (მუნიციპალურ დონეზე), რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანების ჩართულობის საკითხი;
- ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების შესახებ დისკუსიების მხარდაჭერა ან ახალი პლატფორმების ჩამოყალიბება;
- უახლესი ისტორიის, კონფლიქტების და იმპერიალიზმის კრიტიკული გადააზრება.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდას, რომელიც 2015-2022 წლებში იყო ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მწვანე აკადემიის მონაწილე; ფონდი მიესალმება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ განაცხადებს.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- საპროექტო განაცხადი (ფონდის სააპლიკაციო ფორმის მიხედვით) არ უნდა აღემატებოდეს 5 გვერდს და ფონდს უნდა მიეწოდოს ქართულ ან ინგლისურ ენებზე. იგი უნდა მოიცავდეს და ასაბუთებდეს განმცხადებლის (ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, ინდივიდი) გამოცდილებას, მიზნებს (არა უმეტეს 1 გვერდისა), პროექტის მიზანშეწონილობას გადასაჭრელ პრობლემას და პროექტის განხორციელების გზებს (დეტალური ბიუჯეტის ჩათვლით).
- თუ წარმოდგენილი პროექტს კველვითი კომპონენტი აქვს, საჭიროა მოკლე ესსეს მომზადება (4-8 გვერდის მოცულობით). ესსე უნდა ასაბუთებდეს სასურველი კვლევის მიზნობრიობას და საჭიროებას; კვლევის საორიენტაციო სათაურს, კვლევის მეთოდებს, სამუშაო გეგმას.
საკონკურსო განაცხადი უნდა გამოიგზავნოს ელ-ფოსტის მისამართზე tako.antidze(at)ge.boell.org 2022 წლის 25 დეკემბრამდე.
გრანტი და მისი ადმინისტრირება
პროექტის ბიუჯეტი ლარში უნდა იყოს დათვლილი და წარმოდგენილი - მაქსიმალური თანხა 5 000 ლარი.
პროექტის განხორციელების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 7 თვეს და უნდა დასრულდეს 2023 წლის 15 ნოემბრამდე .
2023 წლის განმავლობაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გასცემს მაქსიმუმ 3 საპროექტო გრანტს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, ფონდში საკონტაქტო პირია თამარ ანთიძე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის კოორდინატორი. tako.antidzege.boell.org