
გულითადად ვულოცავთ მზია ამაღლობელს სახაროვის პრემიის მიღებას. ონლაინ გამოცემები „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“, რომლებიც მან დააარსა და ხელმძღვანელობს, საქართველოში უმნიშვნელოვანესი მედია საშუალებებია. ისინი იცავენ კრიტიკული და ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებს ტოლერანტულ, დემოკრატიულ და კონსტიტუციით დაცულ საქართველოში - ისეთ საქართველოში, რომლისკენაც ასე ისწრაფვის საზოგადოება.
სწორედ ამიტომ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი უკვე მრავალი წელია „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ ახლო პარტნიორია. მზია ამაღლობელის ორწლიანი პატიმრობა პოლიტიკური ზეწოლისა და დაშინების აშკარა მცდელობას წარმოადგენს. მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და საქართველოში დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ყველა სახის რეპრესიის შეწყვეტას.