თბილისის ისტორიული ნაწილის განვითარების კონცეფციის შემუშავება "პარალელური განვითარების" მაგალითზე და საჯარო მონაწილეობის პრინციპზე დაფუძნებით (2017)

Კითხვის დრო: 2 წუთი

პროექტი, რომელსაც საქართველოს არქიტექტორთა ინსტიტუტი ახორციელებდა, შემდეგ მიზნებს ისახავდა:

  • ქალაქდაგეგმარებით და აღდგენის საკითხებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საჯარო მონაწილეობის გაზრდა;
  • მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა თბილისის ისტორიული ნაწილის შერჩეულ ზონაში არსებული სათემო/სამეზობლო სტრუქტურების შენარჩუნების გზით;
  • ქალაქის მდგრადი რეაბილიტაციის მოდელის და წინადადების შემუშავება.

ამ მიზნების ფარგლებში შემდეგი სახის საქმიანობა განხორციელდა:

  • წინასწარი შეხვედრა/დიალოგი სამეზობლოს წარმომადგენლებსა და სამიზნე ჯგუფების/დაინტერესებული მხარეების (მუნიციპალიტეტი, ბიზნესი და სოციალურად აქტიური ჯგუფები) წარმომადგენლებთან;
  • არსებული ტექნიკური მონაცემების (საკადასტრო, სამოქალაქო საინჟინრო და სხვა) მოკრებვა;
  • სამეზობლოს ჰუმანიტარული და სოციალური საჭიროებების, უბნის კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ასპექტების შესახებ მოკრებილი ინფორმაციის ანალიზი;
  • მუდმივი დიალოგის კოორდინირება მომიჯნავე/ინტერდისციპლინური სპეციალისტების (ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტურის ისტორიკოსები, სამოქალაქო ინჟინრები, სოციოლოგები) დროული და თანმიმდევრული პროექტში ჩართულობისთვის;
  • სამეზობლოს მდგრადი განვითარების კონცეფციის შემუშავება;
  • პროექტის პრეზენტაცია და განხილვა სამეზობლოს წევრებთან, მომიჯნავე დარგების სპეციალისტებთან, სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ამასთან მნიშვნელოვანი იქნება კონცეფციის გამოყენების ლობირება მუნიციპალიტეტთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან;
  • პოტენციურად ახალი საბინაო ამხანაგობების მონიშვნა და მათ შექმნაში დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
  • სავარაუდო სამშენებლო ხარჯების ანალიზი და გათვლა;
  • ადგილობრივ რეგულაციებთან და განვითარების გეგმასთან ჰარმონიზებული საპროექტო კონცეფციის მომზადება;
  • თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტური სამსახურისთვის კონცეფციის მიწოდება;
  • ზეპირი ისტორიების ჩაწერა და მოგვიანებით სოციალური მედიის საშუალებით გავრცელება;
  • სოციალურ მედიაში ბლოგის წამოწყება და მისი პერიოდული განახლება. ბლოგი წვლილს შეიტანს საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდაში და პროექტით გათვალისწინებულ საკითხებზე პროფესიული დისკუსიის წარმართვაში.

პროექტის განხორციელების პერიოდი 2017 წლის იანვარი-ივლისი.