სოციალურ მუშაკთა გაერთიანება - სოციალური მუშაობა და ფემინიზმი (2022)

Კითხვის დრო: 1 წუთი
სოციალურ მუშაკთა გაერთიანება ლოგო

პროექტის „სოციალური მუშაობა და ფემინიზმი“ ამოცანაა ქალთა თანასწორუფლებიანობის ხელშეწყობა სოციალური მუშაობის ფემინისტური გადააზრების გზით. სოციალურ მუშაკთა გაერთიანება, თბილისისა და რეგიონების ბაზაზე,  თემის ლიდერი სოციალური  მუშაკი ქალების გადამზადების გზით, სოციალური მუშაობის, როგორც ფემინისტური პროფესიის შესახებ თეორიული დისკურსის გაძლიერებას ისახავს მიზნად - როგორც პროფესიულ თემში, ასევე სამოქალაქო სექტორსა და მთლიანად საზოგადოებაში.

პროექტის ფარგლებში, ლიდერების და ორგანიზაციის წევრების მიერ, შეიქმნება ქალთა არაფორმალური მხარდაჭერის ქსელი, რომლის მიზანი ინფორმაციის, საგანმანათლებლო რესურსის თუ სხვა აქტივობების გაზიარება და პროფესიულ საქმიანობაში ერთმანეთის გაძლიერებაა.

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება გეგმავს სოციალური მუშაობის შესახებ ფემინისტური მასალის  ქართულ ენაზე ადაპტირებას, თემატური ვიდეოებისა და პოდკასტების მომზადებას და გავრცელებას ორგანიზაციის ვებ გვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით.

პროექტის ფინალურ ეტაპზე ორგანიზაცია გამართავს მრგვალი მაგიდის შეხვედრას პროფესიის ფემინისტური გადააზრების მნიშვნელობაზე.