გასული საუკუნის 1970-იან წლებში, საბჭოთა კავშირში დამტკიცდა ტრანსკავკასიური საუღელტეხილო სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი – 188-კილომეტრიანი რკინიგზის, რომელიც მოიცავდა ასამდე ხიდსა და 23,5-კილომეტრიან გვირაბს, სადგურ ქსნიდან არაგვის ხეობის გავლით ფშავ-ხევსურეთს გაივლიდა, გადაკვეთდა კავკასიონის ქედს, გაივლიდა ინგუშეთს და საბოლოოდ, ქალაქ ორჯონიკიძესთან, სადგურ ბესლანს შეუერთდებოდა.
კლიმატის ცვლილება გლობალური პროცესია. მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა ისეთი გლობალური მიდგომების გამოყენება, რომლებიც ერთდროულად მიმართულია როგორც კლიმატის ცვლილების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრისაკენ, ასევე მისი უარყოფითი ზემოქმედების შესუსტებისაკენ.