ვებ-დოსიე: ისლამური სახელმწიფო ერთი შეხედვით: ისლამი და პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში ისლამური სახელმწიფოს ვანდალიზმმა და შეუიარაღებელი სამოქალაქო პირების წინააღმდეგ სამხედრო ძალის მხეცურმა, არაადამიანურმა გამოყენებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლება თუ საზოგადოება შოკში ჩააგდო. ისლამისტ აჯანყებულთა თავაწყვეტილი სისასტიკის წინაშე გაჩენილი დაუცველობის შეგრძნებაზე არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში საუბრობენ, არამედ მთელ მსოფლიოში, შეერთებული შტატებიდან დაწყებული, ჩინეთით დამთავრებული.
ისლამური სახელმწიფო და სომხეთი: არარსებული წარსული და არარეალური მომავალი ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორია საკმაოდ ახლოსაა სომხეთთან, დაახლოებით 400 კილომეტრში. ისლამური სახელმწიფოსგან მომდინარე საფრთხეები ისეთ გეოპოლიტიკურ და რეგიონულ კომპონენტებს მოიცავს, რომლებიც სომხეთის შეშფოთების საგანს წარმოადგენს. ავტორი ალექსანდრე ისკანდარიანი
ისლამური სახელმწიფო და საქართველოს მუსლიმური თემი ისლამური სახელმწიფოს ფორმირება, პოლიტიკური და გეოგრაფიული თვალსაზრისით, მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას გულისხმობს. ამ ცვლილებებისათვის საქართველო, როგორც ტერიტორია, არ წარმოადგენს პირდაპირი ინტერესის ობიექტს თუ არ იქნება შესაბამისი პირობები – განსაკუთრებით მხარდამჭერთა სიმრავლე. ავტორი Ruslan Baramidze
აზერბაიჯანი ისლამური სახელმწიფოს მოლოდინში: რეგიონში ყველაზე დიდი მეჩეთი, ახალი ჰაჯი, ისლამისტთა დაკავების ახალი ტალღა... რა იქნება შემდეგი? 2015 წლის 29 ივნისს ზუსტად ერთი წელი შესრულდა, რაც მსოფლიო ხალიფატი, ანუ ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო, იგივე „ელისი“, გამოცხადდა. ავტორი სერგეი რუმიანცევი