ქუჩის პროტესტის ესთეტიკა: ახალგაზრდობა პოლიტიკაში მიუხედავად იმისა, რომ დისკუსიის თემა თითქოს ქუჩის პროტესტის ესთეტიკა და ფორმები უფრო უნდა ყოფილიყო, ვიდრე მათი შინაარსი, გამომსვლელები მაინც ამ უკანასკნელზე უფრო აკეთებდნენ აქცენტს და საუბრობდნენ ახალგაზრდული მოძრაობების მიზნებზე, მათი ჩამოყალიბების მიზეზებზე, სამომავლო გეგმებზე. დარბაზიდან წამოსული შეკითხვებიც უფრო პროტესტის შინაარსს, ახალგაზრდული მოძრაობების მიზნებს, მათ აქტიურობას თუ პასიურობას ეხებოდა.
“ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობა: რეტროსპექტიული ანალიზი და ხედვა მომავალი განვითარებისთვის “ვარდების რევოლუციის” 9 წლისთავზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდმა დისკუსია “ვარდების რევოლუციას” მიუძღვნა. “ვარდების რევოლუციის” მემკვიდრეობა: რეტროსპექტიული ანალიზი და ხედვა მომავალი განვითარებისთვის” - მომხსენებლებს ამ თემაზე უნდა ესაუბრათ.
საქართველოს კულტურის პოლიტიკა წარსულსა და მომავალს შორის როგორი უნდა იყოს კულტურის პოლიტიკა, რა აქცენტები იკვეთება იმ სივრცეში, რომელსაც კულტურის პოლიტიკის სივრცე შეიძლება დავარქვათ - ამ საკითხებზე იმსჯელეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში კულტურის პოლიტიკის თემაზე გამართული დისკუსიის მომხსენებლებმა.
„დიდი იმედების“ გამოწვევები სამოქალაქო აქტივიზმისათვის 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნები საეტაპო გახდა საქართველოს შემდგომი პოლიტიკური განვითარებისთვის. რაც არჩევნებმა ცხადჰყო, პირველ ყოვლისა ისაა, რომ საზოგადოება არ არის ინერტული პოლიტიკური პროცესის მიმართ და არის მზაობა ჩართულობისთვის, მეორეც, გამოიკვეთა საკითხები, რომლის ირგვლივაც შესაძლებელი გახდა მისი მობილიზება და რომლის იგნორირებამაც არსებული პოლიტიკური ელიტა პოლიტიკურ ჩიხში მოაქცია, და უფრო მეტიც საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ მოაქცია.
ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია - საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის თემამ “ადამიანის უფლებების პრიორიტეტი: სახალხო დამცველის როლი და მისია - საზოგადოებრივი მოლოდინები და შესაძლებლობები ცვლილებისათვის”, წინა წლებში სახალხო დამცველის საქმიანობის თემაზე გამართული სხვა დისკუსიებისგან განსხვავებით ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მომხდარი მთელი რიგი ცვლილებების ფონზე საზოგადოებაში განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია.
ინტერნეტის პოლიტიკური არქიტექტურა საქართველოში საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 45% -ს მეტნაკლებად ხელი მიუწვდება ინტერნეტზე. საქართველოს დედაქალაქის მოსახლეობის 60%-ს და სხვა ქალაქების მოსახლეობის 51%-ს აქვს წვდომა ინტერნეტზე, სოფლის მოსახლეობა ყველაზე ნაკლებად არის უზრუნველყოფილი ინტერნეტით და 20%-საც კი არ შეადგენს.
ქართული პოლიტიკის პოლუსები: სად არის ზომიერების რესურსი ზომიერების დისკურსის არსებობა ან არარსებობა, ზომიერება პოლიტიკაში და მეორე მხრივ - რადიკალური დისკურსი და გადაწყვეტილებები, „შუაში” მყოფთა ადგილი თუ უადგილობა საზოგადოებაში, რომელიც არის მთავარი “დამკვეთი” პოლიტიკოსებისთვის მოახლოებული არჩევნების კონტექსტში.
პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია საქართველოში დესეკულარიზაცია არ მიმდინარეობს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის არც ყოფილა სეკულარული სახელმწიფო - მთავარი გზავნილი დისკუსიიდან, რომელიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში თემაზე “პოლიტიკა და რელიგია: დესეკულარიზაციის ტენდენცია” გაიმართა.
იდეის დისკრედიტაცია: რას ნიშნავს ლიბერალიზმი საქართველოში? როგორ იქნა გაგებული ფართო საზოგადოების მიერ ლიბერალიზმის იდეა და ლიბერალური ღირებულებების არსი, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ წლების შემდეგაც საკამათო ხდება დასავლურ ღირებულებათა გაგება, მათი მიღება-მიუღებლობა კვლავაც ტრადიციებზე უარის თქმასთან ასოცირდება და ფართო ფენებისათვის ამ ჭრილში განიხილება.
რატომ შენდება ლაზიკა? 20 აპრილს, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ინიციატივით ფოთში გამართული მორიგი საჯარო დისკუსიის თემა იყო "რატომ შენდება ლაზიკა?!"