ორ არჩევანს შორის: რუსეთის რბილ ძალასთან დაკავშირებული რეალობა ვებ-დოსიე საბჭოთა კავშირის დაშლის თანმდევმა მოვლენებმა აზერბაიჯანში სერიოზულად დააზიანა რუსეთის იმიჯი. საზოგადოებრივ მეხსიერებაში მოსკოვი, როგორც იმპერიალისტური ძალა, რამდენიმე მოვლენის გამო ჩარჩა ნეგატიურად. ავტორი ზაურ შირიევი
სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები: შემცირებული სარგებელი ვებ-დოსიე საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთი მუდამ იდგა მძიმე არჩევანის წინაშე სუვერენობას და უსაფრთხოებას შორის. უსაფრთხოების ნაკლებობის გამო, რომელიც წარმოქმნა მეზობელ აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის ომმა ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, სომხეთი ეყრდნობა რუსეთს როგორც თავის “სტრატეგიულ პარტნიორს“ და უსაფრთხოების მიმწოდებელს. ავტორი რიჩარდ გირაგოსიანი
რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები ვებ-დოსიე ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას შეეძლო, ქვეყანა დასავლური კურსიდან გადაეხვია და რუსული გავლენისაგან დაუცველი გაეხადა. ეს ხუთი წელიწადი მთელს მსოფლიოში, მათ შორის - სამხრეთ კავკასიაშიც, რუსული ,,რბილი ძალის“ მომძლავრებით აღინიშნა; თუმცა, ადგილობრივად ამ რბილ ძალას შეზღუდული ძალა აქვს და გამოკვეთილი გავლენის მიღწევას ვერ ახერხებს. ავტორი გიორგი კანაშვილი