ვებ-დოსიე
კრემლის ნეოიმპერიული პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში უპირისპირდება ნატოს ერთ-ერთ მთავარ, მე-5 მუხლის, პრინციპს, რომლის მიხედვით თავდასხმა ნატოს რომელიმე ერთ წევრ-სახელმწიფოზე ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავეა ახლა, როდესაც ნატო და ევროკავშირი ისეთი პრობლემების წინაშე დგანან, როგორიცაა დესტაბილიზებული ახლო აღმოსავლეთი და ის ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც მას უკავშირდება. რამდენად რეალურია საუბარი ნატოს გაფართოებაზე ასეთი გამოწვევების ფონზე? არადა, სწორედ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე საქართველოს მწვავედ ესაჭიროება ევროპული თავდაცვის აპარატის მხარდაჭერა. საქართველოს პოლიტიკური გეზი ზოგადად ევროპისკენ, და კონკრეტულად - ნატოსა და ევროკავშირისკენ, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ოქტრომბრის არჩევნებშიც.
ვარშავის ნატოს სამიტის მოლოდინში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი გთავაზობთ მორიგ ვებ-დოსიეს, სადაც განიხილება ნატო-საქართველოს ურთიერთობები და მცირე ქვეყნების სუვერენული უფლებები უსაფრთხოების კონტექსტში.