აქ წარმოდგენილი თარგმანები საქართველოში გენდერის კვლევების სხვადასხვა კურსის სილაბუსებში უკვე მოიძებნება. მოხარულები ვართ, რომ მაღალი დაინტერესიდან გამომდინარე, კრებულის მეორე გამოცემა უკვე მკითხველის ხელშია.
ნაშრომი წარმოადგენს ფემინისტურ კვლევას, რომლის მიზანია გამოკვეთოს სუბიექტის პერსპექტივა და ცდილობს, სუბიექტის პოზიციიდანვე ახსნას სამყარო და სოციალური ურთიერთობები.
საქართველოში სოფლად მცხოვრები ქალები მრავალშრიან დისკრიმინაციას განიცდიან და არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან, იქნება ეს ეკონომიკურ, ჯანდაცვის, იურიდიულ და სოციალურ ან, თუნდაც, ფსიქოლოგიურ სერვისებზე წვდომის ნაკლებობა თუ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის შესაძლებლობების სიმწირე.