აფრა - დოკუმენტური ფილმი [2021]

საქდოკ ფილმის ლოგო

(მიმდინარე პროექტი)ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი - სამხრეთ კავკასიის რეგიონი ერთ-ერთი მხარდამჭერია საქდოკ ფილმის მიერ წარმოებული დოკუმენტური ფილმისა - „აფრა“, რომელიც ეხება ნაციონალიზმის და იდენტობის სირთულეებს, რომელივ მსოფლიოში გაზრდილი მიგრაციის და დევნილობის ფონზე განსაკუთრებით აქტუალური ჩანს. ფილმი ავტორის პირადი ბიოგრაფიის ელემენტებს მოიცავს და მისი გაყოფილი ოჯახის შესახებ ყვება. პროექტის მიზანია ფილმის საშუალებით შეიქმნას სადისკუსიო სივრცე, სადაც კონფლიქტზე სხვადასხვა პერსპექტივიდან ილაპარაკებენ. მაგალითად, არ აღიქვამენ კოფლიქტის ადგილებს როგორც მხოლოდ ტერიტორიას, არამედ იქ მცხოვრები ადამიანების აზრსაც გაითვალისწინებენ. ფილმი სხვადასხვა სივრცეში ჩვენებისთვის არის გამიზნული, როგორც ონლაინ, ასევე გალერეებში, მას მოყვება დისკუსიები და სხვა საგანმანათლებლო აქტივობები