განცხადება სტიპენდიის შესახებ

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის 2022-2023 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული მაქსიმუმ ორი სტუდენტისთვის აწესებს სტიპენდიას. სტიპენდიის მოცულობა განისაზღვრება თვეში 400 ევროს ექვივალენტით ლარში და შესაძლოა გაგრძელდეს სამი წლის განმავლობაში.

განცხადება სტიპენდიის შესახებ

სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხულმა სტუდენტებმა, რომლებსაც სურთ სტიპენდიის მოპოვება, შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, მოკლე განაცხადი თავიანთი საკვლევი თემის შესახებ და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე. განცხადებების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 12 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@ge.boell.org, სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: სასტიპენდიო პროგრამა დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. ზეპირი გასაუბრებები ჩატარდება 21-22 სექტემბერს.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • დაინტერესებული აპლიკანტები უნდა იყვნენ საქართველოს, სომხეთის ან აზერბაიჯანის მოქალაქეები;
  •  დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა დაასაბუთონ სამოტივაციო წერილში (1-2 გვერდი) თავიანთი ინტერესი და საჭიროება სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის შესახებ, ასევე მიუთითონ, თუ როგორ უკავშირდება მათი სადოქტორო კვლევითი პროექტი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის ძირითად თემატურ სამუშაო მიმართულებებს და ასევე აღწერონ, როგორ დაეხმარება მათ აღნიშნული სტიპენდია მომავალ აკადემიურ კარიერაში;

სტიპენდიის პროგრამაში შერჩეული აპლიკანტები ვალდებული იქნებიან, შეასრულონ ყველა ის მოთხოვნა, რომლებიც განსაზღვრულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის. სტიპენდიის განახლება დამოკიდებული იქნება სტიპენდიანტის მიერ ყოველწლიურად სადოქტორო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისობის შესრულებასა და აკადემიურ მოსწრებაზე. სტიპენდიატები ასევე ვალდებულები იქნებიან წარმოადგინონ ყოველწლიური ანგარიში, რომელიც უკავშირდება მათ საველე კვლევას ან წარმოადგინონ აკადემიური სტატია, რომელიც გამოქვეყნდება ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ვებგვერდზე. გარდა ამისა, სასურველია,  სტიპენდიატებმა მონაწილეობა მიიღონ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა ან კონფერენციებში.

სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის ფონდი არ განიხილავს იმ აპლიკანტების განაცხადებს, რომლებიც იღებენ ყოველთვიურ ხელფასს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, რომლებსაც ფონდის პარტნიორი ორგანიზაციები ახორციელებენ.