ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი წარმოგიდგენთ ინტერვიუს მკვლევარ დათო ლაღიძესთან, რომელიც ქუთაისის აეროპორტის მაგალითზე იკვლევს შრომის, ტურიზმის და მიგრაციის გადაკვეთებს. კერძოდ კი, თუ როგორ აწარმოებს პრეკარიულ შრომას ერთი შეხედვით ქალაქის წარმატებული პროექტი.
პოდკასტში ვსაუბრობთ თუ რა მოლოდინებს უკავშირებდნენ ქუთაისელები აეროპორტის მშენებლობას, რა შეიცვალა და როგორია აეროპორტში დასაქმებულთა თუ თვითდასაქმებულთა დამოკიდებულებები და განწყობები ახლა?
დათო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და კულტურული ანთროპოლოგიის პროგრამის დოქტორანტი და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის სტიპენდიანტია. მისი სტატია "თანამედროვე აეროპორტების ეთნოგრაფია" 2021 წელს გამოქვეყნდა ფონდის ვებგვერდზე.
ინტერვიუში ვსაუბრობთ დათო ლაღიძის სადოქტორო კვლევის ფარგლებში ჩატარებულ საველე სამუშაობსა და მის შედეგებზე.