გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და 2024 წლის არჩევნები საქართველოში

საქართველოში, პოლიტიკური ისტებლიშმენტი მწვანე პოლიტიკით მაინცდამაინც არც დაინტერესებულა. როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნები არა მხოლოდ აგრძელებს ამ ტრადიციარამედ უფრო მეტად უგულებელყოფს ამ საკითხებს, რადგან საარჩევნო კამპანია ძირითადად „დემოკრატია ავტოკრატიის წინააღმდეგ, ევროპა რუსეთის წინააღმდეგ“ დიქოტომიების გარშემო კონცენტრირდება. თუმცა, არჩევნების შედეგი საკმაოდ მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და კლიმატის მომავლისთვის, რადგან საკანონმდებლო პროგრესი დიდწილად ევროკავშირში გაწევრიანებაზე იყო დამოკიდებული, პრაქტიკული ძალისხმევა კი აქტივიზმს ეყრდნობოდა; ორივე შესაძლოა სწრაფი ტემპით განვითარდეს ან შეფერხდეს. ამგვარად, 26 ოქტომბერს გარემოსდაცვითი პოლიტიკის ბედიც წყდება. 

Vakho Kareli, photo from the Tbilis Protest, 2024

გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება საქართველოში ჩატარებული არჩევნების მთავარი საზრუნავი არასდროს ყოფილა. თვით მუნიციპალური არჩევნების დროსაც კი, როგორც წესი, არ ეთმობა დრო ავთენტიკურ მსჯელობას მწვანე საკითხების შესახებ, როგორებიცაა მობილობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, პარკები და რეკრეაციული სივრცეები. თუმცა, პოლიტიკაზე კონცენტრირების მსგავსი უუნარობა სცდება გარემოსდაცვით საკითხებსსაქართველოს პოლიტიკა მეტწილად „კარგი“ და „ცუდი ტიპების“ პიროვნული შეჯიბრებაა, რომელშიც პოლიტიკა რელევანტურ ცვლადს საერთოდ არ წარმოადგენს.

როგორც ჩანს, 2024 წლის არჩევნები არა მხოლოდ აგრძელებს ამ ტრადიციარამედ უფრო მეტად უგულებელყოფს ამ საკითხებს, რადგან კამპანიის ფოკუსი მკაცრად გეოპოლიტიკურია და ყურადღება ექცევა მხოლოდ ისეთ კრიტიკულ საკითხებ, როგორებიცაა უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ამ საპარლამენტო არჩევნების ისტორიული ხასიათის გათვალისწინებით, ეს გასაგებიცაა. ახლა ხომ ქვეყნის ბედი მომავალი ათწლეულების მასშტაბით წყდება – დარჩება თუ არა საქართველო სუსტ, თუმცა მაინც დემოკრატიულ ქვეყნად, რომელიც გააგრძელებს გზას ევროპისაკენ, თუ ამჟამინდელი ხელისუფლების ავტოკრატიული მმართველობა დამყარდება და იზოლირებულ რეჟიმად გარდაიქმნება? მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ეს არჩევნები დიდწილად განსაზღვრავს გარემოს დაცვის მომავალსაც. ამას ორი ძირითადი მიზეზი განაპირობებს: ჯერ ერთი, მხოლოდ ლიბერალურდემოკრატიაში – თუნდაც არასრულყოფილში – აქვთ ინტერესთა ჯგუფებს მობილიზების შესაძლებლობა, გააჩნიათ სივრცე, ინსტრუმენტები და თავისუფლება საკუთარი ინტერესებისდასაცავად. მეორე, საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტის პოზიციები გადამწყვეტ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კლიმატისა და გარემოს დაცვის მხრივ, დიდი იმედების დამყარების საშუალებას არ გვაძლევს. ასევე, კანონპროექტები კლიმატისა და გარემოს დაცვის შესახებ, მთლიანად თუ არა, დიდწილად, ევროკავშირში გაწევრიანების ფარგლებში იქნა მიღებული და ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების შემადგენელი ნაწილი იყო. აქედან გამომდინარე, ერთადერთითუმცა ჯერაც არასაკმარისი, პროგრესი – რადგანაც ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონმდებლობასა და მის განხორციელებას შორის უზარმაზარი უფსკრულია გაჩენილი – დიდწილად ევროკავშირთან ინტეგრაციის შედეგია.[1] ეს პროცესი უკვე მნიშვნელოვანწილად დაზიანდა და, სავარაუდოდ, ოქტომბერში ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, საერთოდ შეჩერდება.[2]

გარდა ამისა, მოახლოებული ოქტომბრის არჩევნებისთვის მთავარი[3] ოპოზიციური პარტიების პროგრამები, როგორც ჩანს, მართლაც მეორეხარისხოვანია მათ მიერ ხელმოწერილი შეთანხმების გამო. „ქართული ქარტია“, რომლის ინიციატორიც პრეზიდენტი ზურაბიშვილიასამოქმედო გეგმაა კოალიციური მთავრობისთვის, თუ ისინი არჩევნებში საკმარის მანდატებს მიიღებენ. ეს ქარტია მიზნად ისახავს ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებას და ყველა საჭირო რეკომენდაციისა და ინსტიტუციური რეფორმის განხორციელებას. ეს სამოქმედო გეგმა, უპირველეს ყოვლისა, ითვალისწინებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აღდგენას, რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო გამოსვლების დროს დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ისეთი ძირითადი ინსტიტუტების დეპოლიტიზაციას, როგორიცაა შინაგან საქმეთა სამინისტრო, ანტიკორუფციული საბჭო, ასევე არჩევნების უფრო სამართლიანი წესით ჩატარებისათვის საჭირო პირობებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას. ქარტი​ის თანახმად „ეს არ იქნება პოლიტიკური პარტიებით დაკომპლექტებული [კოალიციური] მთავრობა, არამედ საზოგადოებაში პროფესიონალიზმით გამორჩეული და შერჩეული მთავრობა“, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ზემოხსენებული კრიტერიუმებით უხელმძღვანელებსმანდატი მხოლოდ რეფორმების განხორციელებაზე იქნება ორიენტირებული და ერთ წელიწადშიამომრჩეველს დაუბრუნდება, რაც 2025 წლის ოქტომბერში[4] თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალებას იძლევა. იმის გათვალისწინებით, რომ ქარტიას ყველა მსხვილმა ოპოზიციურმა პარტიამ მოაწერა ხელი, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათი პოლიტიკური პროგრამები ნაკლებად აქტუალურია, რადგანქარტიის თანახმად, ამ მანდატის ფარგლებში არ განხორციელდება. ეს არგუმენტი ცალსახად წამოაყენა პარტიის „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა. პარტიამ არ გაავრცელა სტანდარტული საარჩევნო პროგრამა და განაცხადა, რომ პრიორიტეტი „ქართული ოცნების“ განდევნა და ქარტიაში გაწერილი რეფორმების განხორციელება.[5] თუმცა, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და პარტიამ უკვე წამოჭრეს კითხვები დოკუმენტის გარკვეულ ასპექტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით.[6] შესაბამისად, რადგან ჯერაც გაურკვეველიაჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები, ექნება თუ არა 2024 წლის პარლამენტს პოლიტიკის განმსაზღვრელი ინსტიტუციის ფუნქციამნიშვნელოვანია გავეცნოთ პარტიების პოზიციებს გარემოსა და კლიმატის დაცვასთან დაკავშირებით.თანაც, ეს პარტიები მომავალ არჩევნებში, სავარაუდოდ, იმავე პლატფორმებით მიიღებენ მონაწილეობას.

არც ისე მწვანე“ პოლიტიკური ლანდშაფტი

საქართველოს პოლიტიკის ირონიულობა იმაში მდგომარეობს, რომ ქვეყანაში, რომელშიც გარემოს დაცვამ და კლიმატის ცვლილებამ ვერასოდეს მოახერხა ამომრჩევლების მოზიდვა ან გადაწყვეტილების მიმღები პირების ყურადღების მიქცევა, საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოსურნე განმათავისუფლებელი მოძრაობა, გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ გამართული პროტესტისაგან წარმოიშვა, კერძოდ, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის (ხუდონჰესის) და ტრანსკავკასიური რკინიგზის პროექტის წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებზე.[7] საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ დღეებში მწვანეთა პარტიამ, როგორც სახელიდანვე ჩანს, პოლიტიკაში ეკოლოგიური საკითხების პიონერმა, თავისი როლი ითამაშა, მაგრამ მალევე დაკარგა რელევანტურობა და პოლიტიკურ სარბიელზე აღარც გამოჩენილა. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, განსაკუთრებით 2010-იანი წლების ბოლოდან, მოწმენი გავხდით სხვადასხვა მასშტაბის და პოპულარობის მრავალრიცხოვანი გარემოსდაცვითი მოძრაობების, რომელთაგან ზოგიერთი მედიაში დღეების, კვირების და თვეების განმავლობაშიც დომინირებდა. მაგალითად, ბოლო პერიოდში მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ნამახვანის ჰიდროელექტოროსადგურის მშენებლობის შესაჩერებლად მობილიზდა. თუმცა, ამ მოძრაობების მიერ წამოჭრილი საკითხები პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ვერცერთხელ ვერ გახდა. პოლიტიკური დისკურსის ნაწილი ვერცერთხელ ვერ გახდა. პოლიტიკური ისტებლიშმენტი ამ თემებს ან უგულებელყოფდა, ან აკრიტიკებდა, როგორც „დესტრუქციულ ძალას[8], რომელიც ზიანის მომტანი იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, რომელიც, მათი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე გარემოს დაცვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი იშვიათად ინტერესდება მიმდინარე გარემოსდაცვითი მოძრაობებით. ისევ და ისევ, ეს ინდიფერენტულობა მხოლოდ გარემოსდაცვით საკითხებს არ ეხება, არამედ სხვადასხვა სოციალურ საკითხსა და მოძრაობაში მინიმალური ჩართულობა ქართული პოლიტიკური პარტიების ზოგადი ტენდენციაა. მაგალითად, ამ დროისთვის ქვეყანაში რამდენიმე სოციალური საკითხი და მოძრაობაა ყურადღების ცენტრში: გაფიცვა „ევოლუშენ გეიმინგში“, შუქრუთელების შიმშილობა და პროტესტი ბალდის კანიონის გადასარჩენად. თითოეული მათგანი ან მთლიანად უგულებელყოფილია პარტიების მიერ, ან მათი მხარდაჭერა ფეისბუკზე გაკეთებულ რამდენიმე განცხადებას არ სცდება. შესაბამისად, მაშინაც კი, როცა პოლიტიკოსები ამგვარ საკითხებში ერთვებიან, მათი ქმედებები არა გულწრფელ მცდელობად, არამედ ამომრჩევლების მოსაზიდად და მედიის ყურადღების მისაქცევად გადადგმულ ოპორტუნისტულ ნაბიჯებად, ანუ მიმდინარე საკითხებზე კაპიტალიზაციად აღიქმება, მათი რეალური გადაჭრის გზების შეუთავაზებლად.

არჩევნების შემდეგ გარემოს დაცვის პერსპექტივებს რომ მივუბრუნდეთ, ბოლოდროინდელ საპროტესტო აქციებსა და სახელმწიფო აქტორებთან ურთიერთდინამიკას რომ გადავხედოთ, ნათელი გახდება, რატომ და როგორ გადაწყვეტს ოქტომბრის არჩევნები „ბუნების“ ბედსაც.  2012 წლის არჩევნების შედეგად მთავრობის ცვლილების შემდეგ, სამოქალაქო აქტივიზმი ადრინდელი შეზღუდვებისგან გათავისუფლდა, რამაც არაერთი სოციალური თუ მწვანე ჯგუფის მობილიზებას შეუწყო ხელი. უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ მოსახლეობას ან აქტივისტთა ჯგუფებს მხარს ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერდნენ, ძირითადად ექსპერტული და ანალიტიკური ცოდნის საშუალებით. როგორი იყო (ადგილობრივი თუ ეროვნული) მთავრობის პასუხი ამ საპროტესტო ან პროპაგანდისტულ კამპანიებზე? საკმაოდ მარტივი: დაპირისპირება. მაგალითად ავიღოთ ამ ტიპის ყველაზე დიდი მოძრაობა – „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“. ჩვეულებისამებრ, მმართველმა პარტიამ მოძრაობის შესახებ საკუთარი პოზიცია მკვეთრად დააფიქსირა და მოძრაობის წამყვან ფიგურებზე ააგორა დეზინფორმაციული კამპანია,[9] რომელიც მათ ჩამორჩენილ, განვითარების მოწინააღმდეგე, ე.ი. რუსეთის მომხრეებად წარმოაჩენდა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ოპოზიცია, უკეთეს შემთხვევაში,პროტესტის მიმართნეიტრალურად იყო განწყობილი, ზოგი კი ღიად დაუპირისპირდა მოძრაობას და მიემხრო ჰესის მშენებლობას.[10] საჯარო კამპანიას, როგორც წესი, თან ახლდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან დაშინება და ძალის დემონსტრირება.[11] მოძრაობამ წარმატებას მიაღწია და დაგეგმილი მშენებლობა შეჩერდა, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ გააცნობიერა, რომ ამ საკითხის თაობაზე არსებულ საზოგადოებრივ აღქმაზე კონტროლი დაკარგა და ამ პროექტს „ოცნების“ ამომრჩევლებიც კი აღარ უჭერდნენ მხარს. თუმცა, ეს წარმატება, დიდი ალბათობით, დროებითია და თუ ამჟამინდელი ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს, ნამახვანჰესის მშენებლობა განახლდება,[12] რადგან ქართული ოცნება“ ბოლომდე არასოდეს ნებდება, მხოლოდ ერთი ნაბიჯით იხევს უკან, რათა მერე ორი ნაბიჯით დაწინაურდეს. ისე, როგორც 2023 წელს რუსული კანონის“ გაწვევის შემთხვევაში მოხდა. სულ რაღაც ერთი წლის მერე კანონპროექტი უკან დააბრუნეს და საბოლოოდუფრო დაგეგმილ, მართულ და კონტროლირებად სიტუაციაში მიიღეს კიდეც.

დემოკრატიასა და გარემოს დაცვას შორის არსებული მდგომარეობა უფრო კარგად რომ გავიგოთ, ბალდის კანიონის პრივატიზაციის შემთხვევა უნდა განვიხილოთ. ბალდა სამეგრელოს რეგიონში მდებარე ულამაზესი ბუნებრივი კანიონია ჩანჩქერით, რომლის პრივატიზაციის შესაჩერებლად ადგილობრივები დაირაზმნენ. „რიონის ხეობის მოძრაობისგან“ განსხვავებით, ბალდამ ვერ მოახერხა მედიის ყურადღების მიქცევა ან რეგიონის ფარგლებს გარეთ მხარდაჭერის მოპოვება. ამავდროულად, ხელისუფლება, რომელიც 2022 წლის შემდეგ უფრო აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩევა, პროტესტის მონაწილეებს სასტიკად გაუსწორდა, არ მოერიდა ორგანიზებულ ძალადობას და ერთ-ერთი ლიდერის შეთითხნილი ბრალდებით დაპატიმრებასაც კი.[13] ეს კარგად გვიჩვენებს „ქართული ოცნების“ მმართველობის ტრაექტორიას, მსგავს მოძრაობებთან დეზინფორმაციული კამპანიების და ძალის შეზღუდული გამოყენების ადრინდელი მეთოდების ნაცვლად, ახლა მთავრობამ „ბნელი მხარე“ გამოაჩინა, დაპატიმრებები და ძალადობა ახალ ნორმად იქცა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისა და გაჩუმების მცდელობები, რომლებიც არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდება, დიდ ზიანს მიაყენებს მომავალ მოძრაობებს, რადგან ისინი ვერ შეძლებენ პროფესიული და ექსპერტული ცოდნის გამოყენებას, რაც კამპანიის პარალელურად მტკიცებულებების მოძიებასა და სამართლებრივი ინსტრუმენტებით სარგებლობას უწყობდა ხელს.

ამასთანავე, გარემოსდაცვითი აქტივისტებისთვის საპროტესტო ან პროპაგანდისტული კამპანიების ინიციირების სივრცის შეზღუდვასთან ერთად, მთავრობა, სავარაუდოდ, შეასუსტებს გარემოსდაცვით რეგულაციებს ადგილობრივი ოლიგარქების ან დიდი კაპიტალის დასაკმაყოფილებლად, მათი ლოიალურობის და ეკონომიკური ზრდის (ან მისი სიმულაციის) შესანარჩუნებლად. საქართველოს პოლიტიკური ელიტისთვის გარემოს დაცვა და ეკონომიკური ზრდა ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია. იმის გათვალისწინებით, რომ  საპროტესტო მოძრაობები და არასამთავრობო ორგანიზაციები ვერ ახდენენ გავლენას პოლიტიკოსებზე და მწვანე საკითხები არ წარმოადგენს ამომრჩეველთათვის პრიორიტეტს, ევროკავშირში ინტეგრაცია მთავარ და ძირითადად ერთადერთ იმედადრჩება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირისფარგლებშიც ბევრი აკრიტიკებს ახალ გარემოსდაცვით რეგულაციებს და პრაქტიკული ინსტრუმენტების ნაკლებობას მწვანე ტრანზიციის პროცესის დასაჩქარებლად, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, მხოლოდ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებას აქვს პოტენციალი, რომ პროგრესული სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები გარემოსა და კლიმატის დაცვის სფეროში დაინერგოს.

 

რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს და კლიმატის დაცვა ამომრჩეველთათვის?

როგორც ზემოთ აღვნიშნე, გარემოსა და კლიმატის დაცვა არ არის ყველაზე აქტუალური საკითხი ქართველი ამომრჩევლისთვის, არც არასდროს ყოფილა და კიდევ უფრო ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2024 წლის არჩევნებში გახდეს. თუმცა, ამომრჩეველთათვის ეს თემა არც ისე უმნიშვნელოა, როგორც ინტუიციურად შეიძლება გვეგონოს. ამ წლის დასაწყისში CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები ღელავენ გარემოზე და კლიმატის ცვლილებას მნიშვნელოვან საკითხად თვლიან (დიაგრამა 1). ბოლო წლებში საქართველოში არაერთი დამანგრეველი ბუნებრივი კატასტროფა მოხდა, რომლებიც დიდწილად კლიმატის კრიზისის გამო გამწვავდა. სწორედ ეს თემები იწვევს გამოხმაურებას, ამაზე ღელავენ ამომრჩევლები.

კლიმატის ცვლილების მიმართ დამოკიდებულებები საქართველოში

დიაგრამა 1. კლიმატის ცვლილების მიმართ დამოკიდებულებები საქართველოში (CRRC 2024)[14]

ამ კონტექსტში, ამომრჩევლები ასევე თანხმდებიან, რომ სახელმწიფომ მეტი უნდა გააკეთოს კლიმატის ცვლილების დასაძლევად და მათი უმრავლესობა მზადაა ამისათვის უფრო მაღალი გადასახადებიც გადაიხადოს (48%). რაც შეეხება პოლიტიკას, ქართველი ამომრჩეველი რიგ საკითხებს საკმაოდ პროგრესულად აფასებს, სახელმწიფო სუბსიდიებს 90% უჭერს მხარს, ხოლო ისეთ სადავო საკითხს, როგორიცაა ბენზინსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანების აკრძალვა 2030 წლისთვის, 44% ემხრობა, 40% კი – წინააღმდეგია. მიუხედავად ამისა, ჩემი აზრით, ამ თემის განხილვისას სიფრთხილე გვმართებს, რადგან გარემოსდაცვითი საკითხები პოლიტიზებული არასდროს ყოფილა და ტექნიკური სპეციალისტების სფეროდ იყო მიჩნეული. როგორც კი გარემოს დაცვა პოლიტიკურ მეინსტრიმში მოხვდება, უფრო სადავო გახდება და კლიმატის ცვლილება პოლარიზებულ საკითხად გადაიქცევა. ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ამ თემის ინსტრუმენტალიზებასაც შეეცდება და ეკონომიკურ ზრდას და გარემოს დაცვას ურთიერთსაწინააღმდეგო ალტერნატივებად დაგვისახავს. თუმცა, მიუხედავად ამომრჩევლების სურვილისა, ქმედითი ზომები იქნეს მიღებული კლიმატის ცვლილების დარგში, პარტიები ყოველთვის უგულებელყოფენ ამ თემას.

მეტიც, საქართველოს პოლიტიკურ კონტექსტში, საარჩევნო პროგრამები ან მანიფესტები არასოდეს ყოფილა საარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში. თუ ყურადღებით დავაკვირდებით წამყვანი პარტიების პოზიციებს, დროთა განმავლობაში შევამჩნევთ მათ აშკარა არათანმიმდევრულობას და მერყეობას. გარდა ამისა, თუ გადავხედავთ მონაცემებს (დიაგრამა 2),[15] კითხვაზე, თუ რა ახდენს გავლენას მათ პოლიტიკურ არჩევანზე და რა ფაქტორებია ყველაზე მნიშვნელოვანი ხმის მიცემისას, ამომრჩევლების 49% საარჩევნო პროგრამებსა და დაპირებებს არ ასახელებს. მართლაც, ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და შესაძლოა ამით აიხსნას ის, თუ რატომ არ დებენ პარტიები ინვესტიციებს დაწვრილებითი და ამომწურავი პროგრამების შემუშავებაში. ამასთანავე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს არჩევნებში პოლიტიკა იმდენად მნიშვნელოვანი არაა, რამდენადაც პაექრობა „კარგ“ და "ცუდ ტიპებს"შორის, რომელთაც საბოლოოდ შეიძლება საკმაოდ მსგავსი პოლიტიკური პოზიციები ჰქონდეთ.

პარტიის საარჩვნო პროგრამების და დაპირებების მნიშვნელობა ხმის მიცემისას

დიაგრამა 2: პარტიის საარჩვნო პროგრამების და დაპირებების მნიშვნელობა ხმის მიცემისას (ISFED, 2021)

რას ამბობენ პარტიები მწვანე საკითხებზე 2024 წელს?

წინამდებარე სტატია ოქტომბრის მეორე კვირას და არჩევნების გადამწყვეტ დღემდე მხოლოდ 15 დღით ადრე დაიწერა. ამ დროისთვის, რამდენიმე წამყვან პარტიას, მათ შორის მმართველ „ქართულ ოცნებას“ და უმსხვილეს ოპოზიციურ პარტიას, „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“, საარჩევნო პროგრამები ჯერ არ გამოუქვეყნებია. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული პარტიების ვებსაიტები, სადაც, წესით, ძირითადი პრიორიტეტები, პოლიტიკა და პოზიციები უნდა იყოს ჩამოყალიბებული, არ ფუნქციონირებს ან თვეების განმავლობაში არ განახლებულა. ამიტომ, მწვანე საკითხებთან დაკავშირებით პარტიების პოზიციების გასაგებად ჩვენ რამდენიმე პარტიულ პროგრამას გადავხედავთ. თუმცა, რადგან პროგრამა ყველა პარტიას არ აქვს წარმოდგენილი, მათ პოზიციებს „საარჩევნო კომპასის“ მიერ დამუშავებული მონაცემების მეშვეობით გაგაცნობთ.16]

– ძლიერი საქართველო[17]

კოალიცია „ძლიერი საქართველო“[18] 4 პოლიტიკური ერთეულის გაერთიანებაა. ის ძირითადად სოციალ-ლიბერალურ „ლელოზეა“ დაფუძნებული, მოიცავს ორ გამოჩენილ ფიგურას – ანა დოლიძეს და ალეკო ელისაშვილს, რომლებიც საკუთარ პარტიებს ხელმძღვანელობენ და არასამთავრობო სექტორიდან პოლიტიკაში გადმონაცვლებულ, ახლად დაარსებულ „თავისუფლების მოედანს“ ლევან ცუცქირიძის ლიდერობით. კოალიციას აქვს ვრცელი საარჩევნო გეგმა „ილიას გზა“, რომელიც მოიცავს 50 გვერდს, 3 პრიორიტეტს და საქართველოს სამოქმედო გეგმას – „მარშალის გეგმა“. პროგრამის ძირითადი აქცენტები გეოპოლიტიკურ (ევროკავშირში ინტეგრაცია, რუსეთისგან თავდაცვა) და სოციო-ეკონომიკურ (პენსიები, უმუშევრობის შემცირება) საკითხებზეა დასმული. პირველ რიგში, მეორე პრიორიტეტის ფარგლებში, რომელიც ახალი სამუშაო ადგილების შექმნას ეხება, ხაზგასმულია, რომ პარტია უზრუნველყოფს ევროკავშირის მწვანე მშენებლობის სტანდარტებთან შესაბამისობას და ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების დამტკიცებისას გაითვალისწინებს გარემოსადაცვით და საზოგადოებრივ ინტერესებს. გარდა ამისა, გეგმაში შედის თავი „გარემოს დაცვა, კლიმატის ცვლილება და ეკოლოგიური უსაფრთხოება“. ეს თავი ხაზს უსვამს მეორე პრიორიტეტში აღნიშნულ ცენტრალურ პუნქტებს და ამომრჩეველს ეკოლოგიურ კატასტროფებთან დაკავშირებული რისკების შემცირებას ჰპირდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ კოალიცია მხარს უჭერს „სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან“ გაერთიანებული „გარემოს დაცვისა და რესურსების მართვის სამინისტროს“ ხელახლა ცალკე გამოყოფას. 

საქართველოსთვის[19]

 „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია ცოტა ხნის წინ მემარცხენე-ცენტრისტულ ძალად გარდაიქმნა. პარტიამ წარმოადგინა ვრცელი, 30-გვერდიანი პროგრამა „ღირსეული ცხოვრების მანიფესტი“, რომელიც მოიცავს ათ ქვეთავს, რომელთაც თან ახლავს უფრო დეტალური სამოქმედო გეგმა. მანიფესტი ყოვლისმომცველია და მიმოიხილავს პოლიტიკურ პოზიციებს თითქმის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, ჯანდაცვით დაწყებული, დემოკრატიის, ევროკავშირში ინტეგრაციის, კულტურის, სპორტისა და გარემოს დაცვის ჩათვლით. სათაურიდანაც ცხადია, რომ მათი ძირითადი აქცენტი სოციო-ეკონომიკურ საკითხებზე, კერძოდ, კეთილდღეობის სახელმწიფოს საფუძვლების განვითარებაზე, მათ შორის – მინიმალური ხელფასის უზრუნველყოფაზე კეთდება. ჩვენი სტატიის მთავარ თემას მანიფესტში ორი ქვეთავი ეთმობა: „ენერგეტიკა და მწვანე ეკონომიკის განვითარება“ და „სამთო მომპოვებელი მრეწველობის მოდერნიზაცია“. ქვეპარაგრაფი საკმაოდ დეტალურად განიხილავს ამ საკითხებს, რაც ქართულ კონტექსტში მეტად იშვიათი შემთხვევაა. მანიფესტი გვპირდება მწვანე ეკონომიკის განვითარებას, განახლებად ენერგიასა და მწვანე სტარტაპებში ინვესტიციების მოზიდვას და მდგრადი ურბანული პოლიტიკის ხელშეწყობას. გარემოს დაცვისა და მწვანე ეკონომიკის მიმართულებით „ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად“ მანიფესტი მხარს უჭერს ინსტიტუციურ რეფორმებს, რაც მოიცავს სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან გარემოს დაცვის კომპონენტის გამოყოფას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი თვითმმართველობების როლის გაზრდასა და გარემოსდაცვითი პროკურორის ინსტიტუტის შექმნას. ეს პარაგრაფი ხაზს უსვამს კლიმატის დაცვის მნიშვნელობას, ენერგოეფექტურობისკენ მიმართული პოლიტიკის გატარებას ემხრობა და კლიმატის ცვლილების არსებული უწყებათაშორისი საბჭოს გააქტიურების გარანტიას გვაძლევს. სამთომომპოვებელ მრეწველობას უფრო ზოგადი ცალკე ქვეთავი ეთმობა. მანიფესტი გვპირდება, რომ შეცვლის მონოინდუსტრიული განვითარების მოდელს, შეიმუშავებს სტრატეგიულ მიდგომებს სამთო მოპოვებასთან დაკავშირებული ეკოლოგიური კრიზისების გადასაჭრელად და წიაღისეულ რესურსებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით უზრუნველყოფს ეკონომიკის დივერსიფიკაციას.

პარტიები გამოქვეყნებული პროგრამების გარეშე

ქართული ოცნება

მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ფოკუსი უჩვეულოდ მოკლებულია ყოველგვარ ეკონომიკურ ან სოციალურ დაპირებებს, რადგან ის ძირითადად კონცენტრირდება სუვერენიტეტის ცნებებზე, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვაზე, კონსერვატიული დღის წესრიგის განმტკიცებაზე, კერძოდ, ლგბტქ უფლებების დამატებით შეზღუდვაზე, რუსეთთან მშვიდობის შენარჩუნებასა და დიალოგის მეშვეობით[20] საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. 7 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრ კობახიძის მიერ წარდგენილმა საარჩევნო პროგრამამ კამპანიას სოციალური, ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული განზომილება შეჰმატა.[21] თუმცა, ჯერ კიდევ არ არსებობს პროგრამის წერილობითი ვერსია. მმართველ პარტიას თავისი კამპანიის მიმდინარეობის განმავლობაში გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება არ უხსენებია. თუ „საარჩევნო კომპასის“ მონაცემებს დავეყრდნობით, „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს წინადადებას, რომ იმ ბიზნესებმა, რომლებიც გარემოს აბინძურებენ, დამატებითი გადასახადები უნდა გადაიხადონთუმცა, დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვას გარემოსდაცვითი პრობლემების გამო ეწინააღმდეგება. 

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა (ენმ)

„ნაციონალური მოძრაობის“ კოალიციაში გაერთიანებული არიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო“ და რამდენიმე გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე. კოალიცია კვლავ მიიჩნევა მთავარ ოპოზიციურ ძალად, რომელიც არჩევნებში სავარაუდოდ მეორე ადგილს დაიკავებს. კოალიციამ თავისი კამპანია დააფუძნა ევროკავშირში ინტეგრაციასა და მის უპირატესობებზე. ასევე, სოციო-ეკონომიკურ საკითხებზე, როგორებიცაა პენსიების გაზრდა და უმუშევრობის შემცირება. აღსანიშნავია, რომ „კომპასის“ თანახმად, ენმ, რომელიც ტრადიციულად მემარჯვენე-ცენტრისტ ან თითქმის ლიბერტარიანულ ძალად პოზიციონირებდა, რიგ საკითხებთან მიმართებით, როგორებიცაა უფასო სასკოლო საკვები და პარტიულ სიებში გენდერული კვოტირების მხარდაჭერა, მემარცხენე შეხედულებებისკენ გადაიხარა. ვინაიდან ხელმისაწვდომი პროგრამა არ არსებობს, კლიმატისა და გარემოს მიმართ მათი პოზიციების შესაფასებლად შეგვიძლია „კომპასი“ გამოვიყენოთ. პარტია არ ეთანხმება, რომ ბიზნესებმა, რომლებიც გარემოს აბინძურებენ, ბიუჯეტში დამატებითი გადასახადები უნდა იხადონ, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ ნაკლები რეგულაციების მომხრეა. ანალოგიურად, კოალიცია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ჰესების აკრძალვას ეწინააღმდეგება.

კოალიცია ცვლილებისთვის

ბოლოს, „კოალიცია ცვლილებისთვის“, რომელიც აერთიანებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ ლიდერებს პარტიებიდან „ახალი“, „გირჩი“ და „დროა“. ეს გაერთიანება უფრო ლიბერალური შეხედულებების მქონეა და ნაკლებად არის კონცენტრირებული კონკრეტულ პოლიტიკურ დაპირებებზე, არამედ – მთავრობის შეცვლაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაზე, კოალიციური მთავრობის შექმნასა და ევროკავშირში ინტეგრაციაზეა ორიენტირებული. კოალიციამ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა საარჩევნო პროგრამა, რომელიც საკმაოდ მოკრძალებული ზომისა და შინაარსისაა.[22] გეგმას ოთხი პრიორიტეტი აქვს: „ქართული ქარტიის“ იმპლემენტაცია, განათლება, ეკონომიკა და რეგიონული განვითარება. „გეგმა 4-4-4“ გვპირდება გადასახადების შემცირებას, მუნიციპალური მმართველობის გაძლიერებას, 2028 წლიდან უფასო უმაღლესი განათლების უზრუნველყოფას, პირველადი და პრევენციული ჯანდაცვის ბიუჯეტების გაზრდას, აგრეთვე სახელმწიფო დაზღვევიდან კერძო დაზღვევაზე ეტაპობრივ გადასვლას. გეგმა საერთოდ არ ეხება გარემოსდაცვით ან კლიმატის საკითხებს, თუმცა რეგიონული განვითარების ფარგლებში მაღალსიჩქარიანი რკინიგზის დანერგვა შეიძლება მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხად მივიჩნიოთ. გარდა ამისა, „საარჩევნო კომპასის“ ცნობით, კოალიცია ეწინააღმდეგება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის აკრძალვას, ხოლო დაბინძურების თაობაზე გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით პარტიებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა; „ახალი“ მხარს უჭერს ამ საკითხს, „გირჩი“ და „დროა“ კი, ეწინააღმდეგებიან.

დასკვნა

2024 წლის არჩევნებში გარემოს დაცვა, კლიმატი და ენერგეტიკული პოლიტიკა მნიშვნელოვანი საკითხები არ არის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამომრჩევლებმა პარტიებს ხმა ამ საკითხებზე არსებულ პოზიციებზე დაყრდნობით მისცენ. ტრადიცია, რომლის თანახმადაც პოლიტიკა მეორეხარისხოვანია, პიროვნებები კი – გადამწყვეტი,  გრძელდება. თუმცა, ეს არჩევნები ასევე ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც აქამდე საქართველოს გამოუცდია. ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან ერთი მარტივი კითხვისთვის მოუწევს პასუხის გაცემა: დემოკრატია თუ ავტოკრატია. პასუხი სერიოზულ გავლენას მოახდენს გარემოსა და კლიმატის დაცვის მომავალზე საქართველოში.

თუ „ქართული ოცნება“ მოახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას, გააგრძელებს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, გარემოსდაცვითი საკითხების უგულებელყოფას ისე, როგორც ამას აქამდე სჩადიოდა, მაგრამ, ამჯერად, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგობისა თუ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მიერ დაწესებული შეზღუდვების გარეშე. საპირისპიროდ, თუ ოპოზიცია გაიმარჯვებს და კოალიციური მთავრობა ჩამოყალიბდება, რაც საქართველოს დემოკრატიზაციისა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნებს, დროთა განმავლობაში ამან შესაძლოა დადებითი გავლენა იქონიოს კლიმატსა და გარემოს დაცვაზე.

პირველ რიგში, ახალი მთავრობა ვალდებული იქნება, მეტად მოერგოს ევროკავშირის გარემოსდაცვით და კლიმატის ცვლილების კანონმდებლობას. როგორც წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, მაშინაც კი, თუ მთავრობას თავის არიდება სურს, საბოლოოდ მაინც თმობს პოზიციებს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხის მნიშვნელობის გამო. მეორეც, ხელისუფლების ცვლილებამ და მეტი პოლიტიკური თავისუფლების განცდამ შეიძლება უფრო ხელსაყრელი გარემო შექმნას აქტივიზმისთვის. ხოლო, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი ინსტიტუტების დეპოლიტიზება, როგორც ამას „ქართული ქარტია“ გვპირდება, სამოქალაქო ჩართულობას პრაქტიკულ სტიმულს მისცემს.

ბოლოს და ბოლოს, მე მჯერა, რომ შემდეგ არჩევნებზე – ალბათ პირველად საქართველოს საარჩევნო ისტორიაში – პარტიულმა პროგრამებმა რეალურ მნიშვნელობას შეიძენს და ხალხი ხმას მისცემს პარტიას არა იმიტომ, რომ ისინი მეორეს ეწინააღმდეგებიან, არამედ იმიტომ, რომ ისინი მისი ნამდვილი მხარდამჭერები არიან; არა მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცა „კარგი ტიპია“, არამედ იმიტომ, რომ პარტიის პოლიტიკა და პროგრამა მათ ღირებულებებს, საჭიროებებსა და პოზიციებს ასახავს.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს


[3] ამსტატიაში ყურადღებას ოთხ ოპოზიციურპარტიაზე გავამახვილებ: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო“ და „საქართველოსთვის“. აქ არ განვიხილავ სხვა პოლიტიკურძალებს, რადგან  ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად მათ მიერ 5%-იანი ბარიერისგადალახვის დაბალიალბათობა არსებობს.

[15] ‘ISFED: Survey on Election-Related Processes, 2021’. Accessed 11 October 2024https://caucasusbarometer.org/en/is2021ge/ELIMPELP/.

[18] მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საარჩევნოკოდექსის თანახმად, არჩევნებში კოალიციებისა დაბლოკების მონაწილეობა დაუშვებელია, რაც იმასნიშნავს, რომეს „კოალიციები“ ფაქტობრივად ერთ პარტიაშია გაერთიანებული, ესჯგუფები აგრძელებენ საკუთარი თავის კოალიციებად წარმოჩენას. ამიტომ, ჩვენგამოვიყენებთ ორივე ტერმინს, როგორც „კოალიციას“, ისე „პარტიას“.