დოსიე: სად არის წონასწორობის წერტილი ყარაბაღში?

მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებულად ფასობს. ამის მიუხედავად, სისხლიანი კონფლიქტებისა და დროში ღრმად ფესვგადგმული ტერიტორიული კონფლიქტების გამო, ასე სასურველი მშვიდობა რეგიონში ძნელი მისაღწევია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს ახლო მომავალში მოგვარების პირი არ უჩანს და არც კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებში შეინიშნება პოლიტიკური დისკუსიების მეშვეობით მისი ტრანსფორმირების მცდელობა. პრობლემის მშვიდობიანად მოგვარების სურვილს არც სომხეთი ამჟღავნებს, არც აზერბაიჯანი. მეტიც, ორივე ქვეყანაში მოძლიერებული ნაციონალიზმი და მილიტარისტული რიტორიკა ძალადობის ესკალაციის სახიფათო ტენდენციაზე მიგვანიშნებს, რის გამოც ზოგიერთი პოლიტიკური მიმომხილველი თუ ექსპერტი უახლოესი მომავლის დრამატულ და პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებს. ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისი ყურადღებით ადევნებს თვალს რეგონში მოვლენების განვითარებას და პრობლემას მშვიდობის დამკვიდრების კუთხით განიხილავს, ამიტომ ფონდის ოფისმა ამჯერად აღიარებულ პოლიტოლოგებს, დოქ. ლეილა ალიევასა და დოქ. მიქაელ ზოლიანს სთხოვა, მხოლოდ ესკალაციისა და კონფლიქტის გამამწვავებელი ფაქტორები კი არ განეხილათ, თან იმ სამოქმედო ნაბიჯების ანალიზიც შემოეთავაზებინათ, რეგიონში სუსტი მშვიდობის შენარუჩუნებასა და იმ გამანადგურებელი მოვლენების თავიდან აცილებას რომ ესაჭიროება, რომელთა შეჩერება, თუკი მათ გასაქანი მიეცა, შეუძლებელი გახდება.

სტატიები

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი: რუსეთის “ჩარევა“ სტაბილობის ხელშემწყობი ფაქტორი არ არის

მთიანი ყარაბაღის “გაყინულ’’კონფლიქტს, ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცის სხვა “გაყინული“ კონფლიქტებისგან განსხვავებით, რეგიონული თუ უფრო ფართო  საზოგადოების ყურადღება აკლია,  მისი საწიერის მიღმაა დარჩენილი, მაშინ, როდესაც ევროკავშირი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ სხვა ქვეყანას - საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას სავიზო ლიბერალიზაციას ანიჭებს - ასოციაციის ხელშეკრულების ხელმოწერამ ევროკავშირთან ამ მოვლენებს ფორმალური დასტური მისცა - ამას რამდენიმე საფუძვლიანი მიზეზი აქვს, ამათგან ყველაზე მთავარი - პრობლემის კომპლექსურობაა.

ცხოვრება ბეწვის ხიდზე: მთიანი ყარაბაღის მყიფე სტაბილობა

მართალია, 2016 წლის დასაწყისში მთიანი ყარაბაღის პოლიტიკის განმსაზღვრელი პირები და ამ საკითხზე მომუშავე პოლიტიკური ანალიტიკოსები “კონფლიქტის ლხობის“  შესახებ გვაფრთხილებდნენ, დამკვირვებელთა უმეტესობა ერთხმად აცხადებდა, რომ კონფლიქტის მასშტაბური ესკალაცია მაინც არ იყო მოსალოდნელი. მერე, 2016 წლის აპრილში, “ოთხდღიანი ომიც“ დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ, 2016 წლის ზაფხულში, ექსპერტების ერთი ნაწილი აპრილის მოვლენების განმეორების საშიშროებაზე საუბრობდა. მართლაც, მას შემდეგ რამდენიმე სისხლიანი ინციდენტი მოხდა, თუმცა, აპრილის მოვლენების განმეორების პროგნოზი ჯერჯერობით არ მართლდება.